ლენდო კალრისიანი: იდიოტის წყობა არის რიჩ ჰენდლის მოთხრობა, ექსკლუზიურად გამოქვეყნებული Hyperspace-ზე. იგი არის ჰენდლის წინა მოთხრობების, ალისფერი გასამრჯელოს (Star Wars Adventure Journal 14) და „ქალბატონი იღბალის“ (ვარსკვლავური ომები: ისტორიები 3) გაგრძელება. აქედან პირველში ჩნდება ჯილდოზე მონადირე თუნი, ხოლო მეორეში მოთხრობილია, თუ როგორ გაიქცა ლენდო კალრისიანი ღრუბლების ქალაქიდან ლობოტის დახმარებით. იდიოტის წყობაში ბრუნდება თუნი, რომელსაც დაევალა ლენდოს და ლობოტის მოთხრობაში „ქალბატონი იღბალი“ აღწერილი მოქმედებების გამო დაჭერა. დაგეგმილი იყო, რომ იდიოტის წყობა დაიბეჭდებოდა Star Wars Gamer-ში, თუმცა, ჟურნალის გამოცემის გაუქმების გამო, გამოქვეყნდა Hyperspace-ზე, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბერს — Random House-ის კუთვნილ Suvudu-ზე.
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ლენდო კალრისიანი: იდიოტის წყობა Hyperspace-ზე (შიგთავსი ამჟამად მოძველებულია; არქივის ბმული)
- ↑ მკითხველის ძირითადი ცნობარი
დამატებითი ბმულები[]
- ლენდო კალრისიანი: იდიოტის წყობა Hyperspace-ზე (შიგთავსი ამჟამად მოძველებულია; არქივის ბმული)
- ვარსკვლავური ომების მოთხრობები: ლენდო კალრისიანი: იდიოტის წყობა UnboundWorlds.com-ზე (შიგთავსი ამჟამად მოძველებულია; არქივის ბმული)