ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

OnACanonArticle

"ყოველთვის ეს პრობლემა გქონდათ, ქალბატონო ლინა. მეტად მიმნდობი ბრძანდებით."
― CR-8R მიმართავს ლინა გრაფს[8]

ლინა გრაფი იყო ახალგაზრდა ქალი, რომლის მშობლები მზვერავებად მუშაობდნენ. ერთ დღეს ისინი გაიტაცეს გალაქტიკური იმპერიის აგენტებმა. ასე იგი, ძმა მაილოსთან ერთად, შორეულ პლანეტაზე მარტო დარჩა[2]. მათ გადაწყვიტეს, ველური სივრცე დაელაშქრათ და მშობლები გადაერჩინათ. ამ მოგზაურობისას ისინი აგრეთვე ეძებდნენ მოკავშირეებს, მაგრამ გაებნენ კაპიტან ვისლერ კორდას, იმპერიული ოფიცრის მიერ მოწყობილ მახეში.[9] მოგვიანებით მოგზაურებმა დაადგინეს, რომ მშობლები უკანასკნელად გამოჩნდნენ იმ ჯუნგლებიანი პლანეტისკენ მგზავრობისას, რომელზეც საზარელი მხეცი ცხოვრობდა.[10]

ლინა საბოლოოდ გახდა რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის დაზვერვის მეთაური. ერთ-ერთი ოპერაციის შესრულებისას ავარიულად დაეშვნენ პლანეტა მუსტაფარზე, დართ ვეიდერის სასახლისგან მოშორებით.[3] საზარელი ადგილიდან თავის დაღწევის შემდეგ ლინა უკან დაბრუნდა, რათა გადაერჩინა რაზმის წევრი და განასახიერებდა ინკვიზიტორს.[4]

წლების შემდეგ ლინა იყო ემილ გრაფის დეიდა. სულ მცირე, ერთხელ, მას უამბია ამბავი ქურდზე, რომელიც ხშირად იპარავდა სხვადასხვა რამეს დექსის სასადილოდან, თუმცა საბოლოოდ გაება ობი-ვან კენობის მახეში და იძულებული იყო, დაებრუნებინა მოპარული ნივთები.[11]

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. რომანში თავგადასავლები ველურ სივრცეში: მოპარვა ეზრა ბრიჯერი ჯერ კიდევ ჩვილია. ვინაიდან იგი დაიბადა იმპერიის პირველ დღეს (ენციკლოპედიის ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი მიხედვით, ეს არის 19 იბ), სერიის თავგადასავლები ველურ სივრცეში მოქმედება უნდა მიმდინარეობდეს 18 წელს. ვინაიდან ლინა რომანის თავგადასავლები ველურ სივრცეში: სიცივე მოვლენების დროს 10 წლის იყო, იგი დაიბადა იავინის ბრძოლამდე 28 წლით ადრე.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 თავგადასავლები ველურ სივრცეში: გაქცევა
  3. 3.0 3.1 3.2 ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: იგავები ვეიდერის ციხე-დარბაზიდან 1
  4. 4.0 4.1 ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: დაბრუნება ვეიდერის ციხე-დარბაზში 5
  5. ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: ვეიდერის ციხე-დარბაზის მოჩვენებები 5 გვიჩვენებს, რომ ლინა ენდორის ბრძოლის დროს ენდორზე იმყოფებოდა. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება გვიჩვენებს, რომ რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის წევრები, რომლებიც იმყოფებოდნენ ენდორზე, შედიოდნენ ენდორის მოიერიშე რაზმის შემადგენლობაში. ამრიგად, ლინაც ამავე რაზმის წევრი იყო.
  6. ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: ვეიდერის ციხე-დარბაზის მოჩვენებები 2
  7. სითების ჩრდილი
  8. ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: უფასო კომიქსების დღე 2019
  9. თავგადასავლები ველურ სივრცეში: მახე
  10. თავგადასავლები ველურ სივრცეში: ბუდე
  11. IDWStarWarsAdventuresLogoSmaller "ისტორიები ველური სივრციდან: შეჩერდი, ქურდო!" — ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები (2017) 1
სხვა ენებზე