ლინა სო იყო ქალი, გალაქტიკური რესპუბლიკის უზენაესი კანცლერი აყვავებული რესპუბლიკის ეპოქაში,[3] რომელიც ამ თანამდებობას იავინის ბრძოლამდე დაახლოებით 232 წელს იკავებდა.[8] ოსტატი ჯედაი ევარ კრისი აღნიშნავდა, რომ სო უფრო რბილი იყო, ვიდრე სინამდვილეში ჩანდა.[9]
არჩეული დიდ კატასტროფამდე, სო ხელმძღვანელობდა გალაქტიკის ათვისების ოპერაციებს. მისი ზედამხედველობით გაიშვა შუქურა ვარსკვლავური ნათება, რომელიც გარე რგოლის ტერიტორიების სხვა პლანეტებს დაეხმარებოდა რესპუბლიკის კოორდინატების მოძიებაში. კანცლერის თხოვნით ჯედაების ორდენმა გალაქტიკის შორეულ კუთხეებში საკუთარი ავანპოსტები შექმნა, რათა დახმარებოდა ნებისმიერ ჯგუფს თუ სამყაროს, რომელსაც რამე დახმარება დასჭირდებოდა. ეს ავანპოსტები კორუსანტზე მდებარე ჯედაების ტაძრისგან და რესპუბლიკისგან ავტონომიურად მოქმედებდნენ.[9]
კადრს მიღმა[]
სო შეიქმნა პროექტისთვის ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა.[9]
გამოჩენები[]
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 აყვავებული რესპუბლიკა: ქარიშხლის დასაწყისი
- ↑ 2.0 2.1 აყვავებული რესპუბლიკა (2021) 1
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4
"ვარსკვლავური ნათება: მხარდამხარ: პირველი ნაწილი" — Star Wars Insider 199
- ↑
Chancellor Lina Soh Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑
ვარსკვლავური ომები: ნორჩი ჯედაების თავგადასავლები — "პრინცი და მეკობრე"
- ↑ აყვავებული რესპუბლიკა: წყვდიადის თვალი
- ↑ 7.0 7.1
New Concept Art and More Revealed on Star Wars: The High Republic Show StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- ↑
Star Wars: The High Republic | Announcement Trailer ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) უთითებს, რომ ციკლში ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა მოქმედება ვითარდება ფარულ მუქარამდე 200 წლით ადრე. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ფილმის მოვლენების განვითარების დროა 32 იბ.
- ↑ 9.0 9.1 9.2 აყვავებული რესპუბლიკა: ჯედაების ნათება
- ↑
The Chancellors: Characters of the High Republic ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)
- ↑
Star Wars: The High Republic Chronological Reader's Guide StarWars.com-ზე (არქივის ბმული; შიგთავსი არ არის ხელმისაწვდომი საიტზე მიმდინარე ვერსია) განსაზღვრავს, რომ აყვავებული რესპუბლიკის მეორე ფაზის მედია ქრონოლოგიურად იწყება რომანით აყვავებული რესპუბლიკა: მოგზაურობა დამალულ ქალაქში. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: აყვავებული რესპუბლიკა: პერსონაჟების ენციკლოპედია განსაზღვრავს, რომ რომანის მოვლენების და მეორე ფაზის დასასრულის წელია 382 იბ, ფაზა II-ის სერია აყვავებული რესპუბლიკის (რომელშიც შედის აყვავებული რესპუბლიკის გამოშვებები) ამავე წლის მოვლენებს აღწერს.
- ↑ ვერცხლისფერი განთიადის ფიცი
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ ვებრომანში ვერცხლისფერი განთიადის ფიცი მოვლენათა განვითარების დროა 200 იბ.