ლინა სოს ჰოსპიტალი,[2] იგივე ლინა სოს სამედიცინო ცენტრი,[3] იყო ჰოსპიტალი პლანეტა კორუსანტზე[1], რომელიც ატარებდა გალაქტიკური რესპუბლიკის უზენაესი კანცლერ ლინა სოს სახელს. გალაქტიკის ამ, ერთ-ერთ საუკეთესო სამედიცინო დაწესებულებაში, მუშაობდნენ სექტორის საუკეთესო ექიმები. თავისი შესაძლებლობებით ჰოსპიტალი ემსახურებოდა თითქმის ნებისმიერ რასას.[2] იავინის ბრძოლამდე 1 წლისთვუის, რესპუბლიკის დაცემიდან წლების და გალაქტიკური იმპერიის გამოცხადების შემდეგ, ჰოსპიტალი კვლავ მოქმედებდა[1] და იმართებოდა დოქტორ რეკლოს მიერ.[4] ოქროსფერი აბრა ორებეში ასახავდა მის სახელწოდებას.[1]
იმავე წელს, იმპერიული უსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელის, დედრა მიროს მის მაღაზიაში მისვლის და თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, ჰოსპიტალში უგონო მდგომარეობაში მოხვდა აჯანყებული მთავარი მოთვალთვალე ლუთენ რაელი. იგი მოათავსეს იმპერიულ ამბულატორში და შეუერთეს აპარატი, რომელიც სიცოცხლის ფუნქციებს უზრუნველყოფდა. მირო აკვირდებოდა სართულს, რომელზეც ეს ამბულატორი მდებარეობდა. მიუხედავად ამისა, ჰოსპიტალში შეიპარა რაელის თანაშემწე და მის მიერ აღზრდილი კლეია მარკი, რომელმაც, პატიენტად გადაცმულმა, მოატყუა იუბ-ის აგენტები და შტურმტრუპერები, შევიდა რაელის პალატაში და აპარატი მოხსნა. ამით იუბ-ის ძალებმა დაკარგეს ლუთენის დაკითხვის ან წამების შესაძლებლობა.[1]
გამოჩენები[]
ვარსკვლავური ომები: ანდორი — "შეაჩერეთ" (პირველი გამოჩენა)
ვარსკვლავური ომები: ანდორი — "კიდევ ვინ იცის?"
წყაროები[]
Andor | Season 2 Trailer | Streaming April 22 on Disney+ ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) (პირველი ვიზუალური გამოჩენა)
Taking Andor from Concept to Screen StarWars.com-ზე (არქივის ბმული)Star Wars Celebration LIVE! 2025 - DAY 2 ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)
The Secrets of Ghorman, Mina-Rau, and More: Creating the Worlds of Andor Season 2 - Updated StarWars.com-ზე (არქივის ბმული)Andor Season 2 Declassified: Farewell | Contains Spoilers Eps 10-12 ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)
Secrets from the Set of Andor Season 2: Week 4 Trivia StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (პირველად ნახსენები როგორც ლინა სოს სამედიცინო ცენტრი)
Making a Revolutionary: Inside Andor Season 2 with Tony Gilroy StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
"ანდორი: მეორე სეზონის მეგზური" — Star Wars Insider 233 (მხოლოდ ირიბი ხსენება)
Andor's Dedra Meero and Other Sleuths Solving Mysteries in the Star Wars Galaxy StarWars.com-ზე (არქივის ბმული) (მხოლოდ ირიბი ხსენება)
Doctor Bralder Databank-ში (არქივის ბმული) (მხოლოდ გამოსახულება)
Doctor Recklaw Databank-ში (არქივის ბმული) (პირველად ნახსენები როგორც ლინა სოს ჰოსპიტალი, ამავე დროის მოვლენების ხსენება:
Faiza (“Granny”) Databank-ში (არქივის ბმული) და
Lina Soh Hospital Databank-ში (არქივის ბმული))
Faiza (“Granny”) Databank-ში (არქივის ბმული)
Lina Soh Hospital Databank-ში (არქივის ბმული)