ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

OnACanonArticle

ამ სტატიაში აღწერილია ჯინ ერსოს დედა. იხილეთ აგრეთვე უცხომიწელების რასა ლირა.

"ჯინ, ძალას მიენდე."
― ლირა ერსოს ჯინთან საუბრიდან[5]

ლირა ერსო იყო მეცნიერ გელენ ერსოს ცოლი. კლონების ომების დროს გელენი ვალტზე კაიბერ-ბროლების კვლევისას დააპატიმრეს და ჯაშუშობაში ბრალი დასდეს კონფედერაციის ერთგულმა მაღალჩინოსნებმა. ლირას ამასობაში ეყოლა გოგონა, ჯინი. ოჯახის სამივე წევრი გადაარჩინა ლეიტენანტმა მეთაურმა ორსონ კრენიკმა, გელენის ძველმა მეგობარმა და უზენაეს კანცლერ შივ პალპატინის სიკვდილის ვარსკვლავის საიდუმლო პროექტის თანამონაწილემ.

კრენიკმა გელენი დაითანხმა, გაეგრძელებინა ბროლების შესწავლა და ფარულად გამოიყენა მისი კვლევების შედეგები, რათა მოემზადებინა ბროლები სიკვდილის ვარსკვლავის აღჭურვის მიზნით. გავიდა დრო და ლირას დაებადა ეჭვები, თუ რატომ გადაარჩინა ორსონმა მისი ოჯახი. მან დაითანხმა გელენი, მიეტოვებინა ბროლებთან დაკავშირებული საქმიანობა და კორუსანტიდან ლა'მუზე, სო გერერას დახმარებით გაქცეულიყო. ოთხი წლის შემდეგ კრენიკმა და სიკვდილის სამხედროების რაზმმა ერსოების ოჯახს მიაგნეს და მათი კორუსანტზე წაყვანა სცადეს. ლირა მოკლა ერთ-ერთმა სამხედრომ, როდესაც ქალი კრენიკს ბლასტერით დაემუქრა.

წლების შემდეგ ჯინი მოხვდა რესპუბლიკის აღდგენის ალიანსის შემადგენლობაში და მოიპარა კრენიკის ქმნილების, საბრძოლო სადგურ სიკვდილის ვარსკვლავის ნახაზები. ამას შეეწირა განდგომილი ერთის ყველა წევრის სიცოცხლე, როდესაც გრანდ-მოფმა უილჰაფ ტარკინმა ბრძანა სიკვდილის ვარსკვლავის სკარიფზე დამიზნება. სადგურის მიერ გამოწვეული დანგრევით განადგურდნენ როგორც განდგომილი ერთის წევრები (მათ შორის — ჯინი), ასევე იმპერიული ძალების ნაწილი (მათ შორის — კრენიკი).

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]