Queicon.png
ამ სტატიაში აღწერილი საკითხის ერთმანეთთან შეუთავსებად ვერსიებს წარმოადგენენ ოჯახის გაერთიანება – და დამშვიდობება და ვარსკვლავური ომები: ამბოხებულთა დოკუმენტები.
Lucasfilm-ს ჯერ არ ჩამოუყალიბებია ზუსტი ქრონოლოგია.

"ლოთალი ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი იმპერიისთვის როგორც გალაქტიკის ნებისმიერი პლანეტა."
―მაკეთ ტუა[წყარო]

ლოთალი იყო გარე რკალის ტერიტორიებში მდებარე პლანეტა. გალაქტიკური იმპერიის არსებობის ადრეულ პერიოდში იგი ეკონომიკურად ღარიბი იყო და ადგილობრივი მთავრობა დათანხმდა იმპერიასთან კავშირზე, დაუთმო რა მას ტერიტორიები, რათა მათ სხვადასხვა ინდუსტრია აემოქმედებინათ, რასაც ახალი სამუშაო ადგილების არსებობაც მოჰყვებოდა. იავინის ბრძოლამდე 5 წლისთვის ლოთალზე უკვე მოქმედებდნენ ამბოხებულები, რომლებიც საკუთარ თავს სპექტრებს უწოდებდნენ. იმპერიული ძალების სულ მცირე, ერთი წლით შეჩერების შემდეგ, მათ მიიქციეს გრანდ-მოფ უილჰაფ ტარკინის და დართ ვეიდერის ყურადღება. უკანასკნელმა პლანეტის ბლოკადაც კი განახორციელა, თუმცა ამბოხებულებმა იგი გაარღვიეს და შეუერთდნენ უფრო დიდ ამბოხებას.

ციხეში მომხდარი ამბოხების შემდეგ რამდენიმე პატიმარი გაიქცა, მათ შორის — ყოფილი გუბერნატორი რაიდერ აზადი, რომელმაც ლოთალზე ამბოხებულთა საკუთარი ჯგუფი ჩამოაყალიბა. იმპერიული ბლოკადის მიერ წარმოშობილი პრობლემების გამო პლანეტაზე ჩავიდა პრინცესა ლეია ორგანა, რომელიც, როგორც თავად ამტკიცებდა, სამშვიდობო მისიას ახორციელებდა. მიუხედავად ამისა, ამ მისიის მეშვეობით ორგანებმა ლოთალზე ფარულად ახალი ხომალდები გაგზავნეს. იავინის ბრძოლამდე 2 წელს არსებულმა ამბოხებამ აზადის შემცვლელი, არინდა პრაისი, აიძულა, ლოთალზე მიეწვია გრანდ-ადმირალი თრონი და მისი მეშვიდე ფლოტი. თრონი დაინტერესდა ამბოხებულთა საქმიანობით მას შემდეგ, რაც რაიდერის რაზმებმა დედაქალაქში მდებარე იარაღის კომპლექსზე თავდასხმები განახორციელეს.

იავინის ბრძოლამდე დაახლოებით 1 წელს პლანეტა იმპერიული ბლოკადისა და ოკუპაციის წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. მისი ერთ დროს დიდებული გარემო განადგურების ზღვარზე იყო. პლანეტიდან გაქრა ბუნებრივი რესურსების თითქმის ყველა კვალი. ყოველივეს დაემატა ხანძრები — პლანეტის დაბინძურებული გარემო ორბიტიდანაც კი მოჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ კვლავ არსებობდა მცირე წინააღმდეგობრივი დაჯგუფებები, პლანეტას იმპერია ძირითადად მყარად მართავდა და თუკი ვინმე მისი ძალების რიგებს მანამდე არ შეუერთდა, დაიღუპა ან იძულებით გაწევრიანდა. მიუხედავად ამისა, სპექტრებმა გაბედული ნაბიჯი გადადგეს, რომლის შედეგად ლოთალს და მის ირგვლივ არსებულ ტერიტორიებს იმპერიის ძალები საბოლოოდ მოწყვიტეს. პლანეტის მოსახლეობა თავდაპირველად დარწმუნებული იყო, რომ იმპერია დაბრუნდებოდა და ლოთალს კვლავ დაიპყრობდა, თუმცა ის უკვე გადართული იყო ამბოხებულთა ალიანსთან უფრო მასშტაბურ ბრძოლაზე. ამრიგად, გალაქტიკური სამოქალაქო ომის მიწურულისთვის ლოთალი კვლავ აღდგა.

გამოჩენები[edit | edit source]

არაკანონიკური გამოჩენები[edit | edit source]

წყაროები[edit | edit source]

შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 StarWars-DatabankII.png ლოთალი Databank-ში (შენახული ვერსიის ბმული)
  2. 2.00 2.01 2.02 2.03 2.04 2.05 2.06 2.07 2.08 2.09 2.10 2.11 2.12 2.13 2.14 2.15 2.16 2.17 2.18 2.19 2.20 2.21 2.22 2.23 2.24 2.25 2.26 2.27 2.28 2.29 2.30 ენერგიის წყარო
  3. 3.0 3.1 3.2 იმპერიის მსახურები: ამბოხებული რიგებში
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 4.6 4.7 4.8 4.9 ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
  5. ვარსკვლავური ომები: ამბოხებულები: ამბოხების ნაპერწკალი
  6. ეზრას დუელი საფრთხესთან
  7. Rebels-mini-logo.png ვარსკვლავური ომები: ამბოხებულებიიმპერიის დღე
  8. SWRM.png კალუსის ნადირობაStar Wars Rebels Magazine 4
  9. იმპერიის მსახურები: იმპერიული სამართლიანობა
  10. 10.0 10.1 10.2 10.3 იმპერიის მსახურები: საიდუმლო აკადემია
  11. Star Wars Rebels: Recon Missions
  12. Rebels-mini-logo.png ვარსკვლავური ომები: ამბოხებულებიინფორმატორი
  13. 13.0 13.1 იმპერიის მსახურები: გალაქტიკის ზღვარი
  14. ეზრას ფსონი
  15. Rebels-mini-logo.png ვარსკვლავური ომები: ამბოხებულებიიდიოტის წყობა
  16. 16.0 16.1 16.2 Rebels-mini-logo.png ვარსკვლავური ომები: ამბოხებულებიმოკეთეები
  17. Rebels-mini-logo.png ვარსკვლავური ომები: ამბოხებულებიჯედაის გზა
  18. Rebels-mini-logo.png ვარსკვლავური ომები: ამბოხებულებიგაფრენა საბრძოლო ხომალდით
  19. Rebels-mini-logo.png ვარსკვლავური ომები: ამბოხებულებიდროიდები საფრთხეში
  20. თავგადასავლები ველურ სივრცეში: სიბნელე
  21. ეზრა ბრიჯერის ამბოხებულის დღიური
  22. ბრძოლა ბოლომდე
  23. 23.0 23.1 23.2 23.3 23.4 23.5 23.6 23.7 სრული ვარსკვლავური ომები
  24. ამბოხებულთა აღზევება
  25. თრონი
  26. StarWars-DatabankII.png ლოთალის ჯედაების ტაძარი Databank-ში (შენახული ვერსიის ბმული)
  27. Rebels-mini-logo.png ვარსკვლავური ომები: ამბოხებულებიიმედის ხედვა
Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.