- „ეს ეზრას გამოა. მის სახლს ვათავისუფლებთ.“
- ―ჰერა სინდულა
ლოთალის გათავისუფლება, იგივე ლოთალის ბრძოლა, იყო გალაქტიკური იმპერიის და ლოთალის წინააღმდეგობის ჯგუფის დაპირისპირებისას ლოთალის კამპანიის უკანასკნელი ბრძოლა. იგი მოხდა სკარიფის ბრძოლამდე და დასრულდა ლოთალელების და მათი პლანეტის, ლოთალის იმპერიული ძალებისგან გათავისუფლებით. ამ ბრძოლაში აგრეთვე მონაწილეობდნენ სპექტრები და ლოთ-მგლები. სანამ ჰერა სინდულა და რექსი პლანეტის მიღმა ეძებდნენ ძალებს ეზრა ბრიჯერის მშობლიური სამყაროს გასათავისუფლებლად, სპექტრების სხვა წევრებმა და რაიდერ აზადის ჯგუფმა ლოთალის კლდის საცხოვრებელში შეიტყუეს გუბერნატორი არინდა პრაისი. ჰერას ძალების და ლოთ-მგლების დახმარებით, აჯანყებულებმა დაამარცხეს იმპერიული ძალები და დაიჭირეს პრაისი.
ყოველივე გაგრძელდა სპექტრების და ლოთალის აჯანყებულთა მცდელობით, გამოეყენებინათ პრაისი „გუმბათში“, ლოთალზე იმპერიის ცენტრში შესაღწევად. მათ ამისთვის გამოყენეს ყალბი პროტოკოლი 13. გრანდ-ადმირალი თრონი დაბრუნდა „ქიმერით“ და დაბომბა დედაქალაქი. ამის შესაწყვეტად ეზრა თრონს დაუკავშირდა და შესთავაზა ნაღმოსანზე შეხვედრა.
სანამ ჯედაი თრონს ესაუბრებოდა, ლოთალის აჯანყებულების და სპექტრების ძალისხმევით ამოქმედდა „გუმბათის“ ამრეკლი ფარის გენერატორები. „ქიმერაზე“ იმპერატორ პალპატინის ჰოლოგრამული გამოსახულება ეზრას აიძულებდა, ეჩვენებინა პორტალი, საიდანაც ხელმისაწვდომი იყო სამყარო სამყაროთა შორის. სანაცვლოდ იგი ეზრას მშობლებთან შეხვედრას სთავაზობდა. ეზრამ ცდუნებას გაუძლო და, სანაცვლოდ, გაანადგურა ლოთალის ჯედაების ტაძარი. ამის შემდეგ თრონმა გასცა ქალაქის დაბომბვის განკარგულება, მაგრამ აჯანყებულებმა შეძლეს ამრეკლი ფარის აღმართვა.
ამასობაში ვოლფის, სიკატრო ვიზაგოს და მარტ მეტინის ძალისხმევით პლანეტაზე მოხვდნენ პერგილები, რომლებმაც გაანადგურეს თრონის მეშვიდე ფლოტი. ძალის გამოყენებით ეზრამ პერგილებს „ქიმერა“, თრონი და სხვები უცნობი მიმართულებით წააყვანინა, მაგრამ თავადაც გაჰყვა. ეზრას გაუჩინარების შემდეგ აჯანყებულებმა აამოქმედეს „გუმბათის“ ძრავები და კომპლექსმა პლანეტის ზედა ატმოსფეროში გადაინაცვლა. იქ ის ააფეთქეს, ხოლო თავად გაიქცნენ „აჩრდილით“. გუბერნატორი პრაისი იმპერიულ გარნიზონთან ერთად დაიღუპა. „გუმბათის“ განადგურებით ლოთალზე დასრულდა იმპერიული რეჟიმი.
გამოჩენები[]
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — შეტევის დრო (პირველი ხსენება) (მხოლოდ ირიბი ხსენება)
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — ბრიყვის იმედი (პირველი გამოჩენა)
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — ოჯახის გაერთიანება – და დამშვიდობება
- ესკადრილია „ანბანი“ (მხოლოდ ხსენება)
- ესკადრილია „ანბანი“, აუდიოწიგნი (მხოლოდ ხსენება)
ასოკა — პირველი ნაწილი: მასწავლებელი და შეგირდი (მხოლოდ ხსენება)
ასოკა — მესამე ნაწილი: გაფრენის დროა (მხოლოდ ირიბი ხსენება)
ასოკა — მეხუთე ნაწილი: ფარული მეომარი (მხოლოდ ირიბი ხსენება)
- მეკობრის ფასი (მხოლოდ ხსენება) (პირველად ნახსენები როგორც Liberation of Lothal, ამავე დროის მოვლენების ხსენება: აუდიოწიგნი)
- მეკობრის ფასი, აუდიოწიგნი (მხოლოდ ხსენება)
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 თრონი: ღალატი
- ↑
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — სამყარო სამყაროთა შორის
- ↑ 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 3.11 3.12 3.13 3.14 3.15 3.16 3.17 3.18 3.19 3.20 3.21 3.22 3.23 3.24 3.25 3.26 3.27 3.28 3.29 3.30 3.31 3.32 3.33 3.34 3.35 3.36 3.37 3.38 3.39 3.40 3.41 3.42 3.43
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — ბრიყვის იმედი
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
- ↑ ვარსკვლავური ომები: ბრძოლები, რომლებმაც შეცვალეს გალაქტიკა
- ↑ 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 6.11 6.12 6.13 6.14 6.15 6.16 6.17 6.18 6.19 6.20 6.21 6.22 6.23 6.24 6.25 6.26 6.27 6.28 6.29 6.30 6.31 6.32 6.33 6.34 6.35 6.36 6.37 6.38 6.39 6.40 6.41 6.42 6.43 6.44 6.45 6.46 6.47 6.48 6.49 6.50 6.51 6.52 6.53 6.54 6.55 6.56 6.57 6.58 6.59 6.60 6.61 6.62 6.63 6.64 6.65
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები — ოჯახის გაერთიანება – და დამშვიდობება
- ↑ 7.0 7.1
ასოკა — მეორე ნაწილი: შრომა და ჯაფა