ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

მეტად შორს ვყოფილვარ და მეტად ბევრი მინახავს, რათა გალაქტიკაში სასოწარკვეთა არ შევამჩნიო. ჯედაების გარეშე ძალაში წონასწორობა არ იქნება.
―ლორ სან ტეკას და პო დემერონის საუბრიდან[2]

ლორ სან ტეკა იყო მკვლევარი და ძალის ეკლესიის წევრი, რომელიც დაიბადა გალაქტიკური რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ პერიოდში. კლონთა ომების დროს ჯედაების ორდენის იდეალები ირწმუნა და, მიუხედავად იმისა, რომ არ იყოს ძალისადმი მგრძნობიარე, იმპერიული ზეობისას ჩამოაყალიბა ძალის ეკლესია. იგი ეზიარა ჯედაების სიბრძნეს, რომლის ნარჩენების განადგურებას ცდილობდნენ იმპერიული ძალები და გალაქტიკისა თუ ისტორიის ზოგადი ცოდნით დაეხმარა ახალ რესპუბლიკას, როდესაც ეს უკანასკნელი დაარსდა და დაიწყო გალაქტიკის აღდგენა. იგი აგრეთვე იცნობდა ლუკ სკაიუოკერს და უცხოვრია კრეჩებთან, რომელთა სულიერ კულტურას ეზიარა.

როდესაც ჯედაების ახალი თაობა განადგურდა კაილო რენის მიერ, სკაიუოკერი გადაიხვეწა და აქ-ტოზე დააარსა ჯედაების პირველი ტაძარი. სან ტეკა დასახლდა ტუანულში, ჯაკუზე. მან მიაგნო რუკის ნაწილს, რომელიც ასახავდა გზას აქ-ტომდე. მოგვიანებით მას დახმარებისთვის მიმართა წინააღმდეგობამ, რომელიც ასევე ეძებდა ლუკს. სან ტეკამ რუკის ნაპოვნი ნაწილი გადასცა წინააღმდეგობის მფრინავ პო დემერონს. ტუანულზე პირველი ორდენის თავდასხმისას ბრძენი სან ტეკა მოკლეს, თუმცა რუკა საბოლოოდ მაინც მოხვდა წინააღმდეგობის ხელში და რეიმ მიაგნო ლუკის ადგილსამყოფელს.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement