FANDOM


Premium-Eras-canon

ლოჯი იყო ცუდი რეპუტაციის მგონი სალუნი, მდებარე ფორტ-იპსოში, პლანეტა ვანდორზე[1]. მისი მფლობელი იყო ტიბს ოსპი.[2] სალუნში მდებარეობდა სათამაშო დარბაზი, დროიდების საბრძოლო არენა, ჰოსტელი და მუდმივად მუშაობდა ადგილობრივი ჯგუფი, რომელშიც შედიოდნენ მომღერალი ნაითორნები და ადამიანები. მოგზაური მზვერავები სალუნში გეგმავდნენ თავის მარშრუტებს, მოთამაშეები საბაკით ერთობოდნენ, ხოლო ბნელ კუთხეებში შესაძლებელი იყო არაკანონიერი საქმიანი შეთანხმებების მიღწევა.[1]

ლოჯში ერთმანეთს პირველად შეხვდნენ ჰან სოლო და ლენდო კალრისიანი. მათ, სხვებთან ერთად, ითამაშეს საბაკის პარტია. დამსწრეებს შორის იმყოფებოდა ტემ პოსლაც.[3]

კადრს მიღმა

ლოჯის დიზაინის ნაწილი, დროიდების საბრძოლ არენასთან ერთად, ეფუძნება ტაკოდანას სასახლის გამოუყენებელ დიზაინს, ძალის გამოღვიძებიდან.[4]

გამოჩენები

არაკანონიკური გამოჩენები

წყაროები

შენიშვნები და სქოლიო

სხვა ენებზე

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.