- „მე სითების იმპერიის ვიბრძვი, ნაგა სადაუ… შენ საკუთარი თავისთვის იბრძვი!“
- ―ლუდო კრესში მიმართავს ნაგა სადაუს
ლუდო კრესში იყო მამრობითი სქესის სითი ლორდი, რომელიც ცხოვრობდა დიდ ჰიპერსივრცულ ომამდე და აგრეთვე იყო კრესშ უმცროსის მამა. ბნელი ჯედაების და სითების რასის მოდგმის კრესში გახდა დიდი სითი ლორდი, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ებრძოდა სხვა სით ლორდს, ნაგა სადაუს. იავინის ბრძოლამდე 5000 წელს სითების ბნელი ლორდი მარკა რაგნოსი გარდაიცვალა და წოდებისთვის იბრძოდნენ როგორც კრესში, ასევე სადაუ. კრესში თავად მართავდა ბნელი ლორდის დაკრძალვის ცერემონიას, მაგრამ მას ეს შეაწყვეტინა იქ მისულმა სადაუმ.
სადაუმ განაცხადა, რომ სითების ბნელი ლორდის წოდების მიღების სრული უფლება ჰქონდა და განრისხებული კრესში მას შეებრძოლა. თუმცა, დუელი შეწყდა, როდესაც მათ წინ გამოჩნდა რაგნოსის აჩრდილი. ბრძოლის შემდეგ დაკრძალვისას გამოჩნდა კიდევ ორი — გევ და ჯორი დარაგონები. კრესშს ეშინოდა, რომ და-ძმის გამოჩენა იყო გალაქტიკური რესპუბლიკის მხრიდან შეჭრის მომასწავებელი, ხოლო სადაუ ფიქრობდა, რომ მათი დახმარებით შეიძლებოდა სითების იმპერიის ტერიტორიის გაფართოება.
დარაგონების გამო კრესში და მისი მოწინააღმდეგე გამუდმებით კამათობდნენ. სადაუმ, რომელსაც ოცნებად ჰქონდა რესპუბლიკასთან ომი, გაითამაშა იმპერიაზე რესპუბლიკის თავდასხმა. თავდაპირველად კრესშმა ეს დაიჯერა და ემხრობოდა იმპერიის რესპუბლიკაზე შეტევას. თუმცა, მალე მან დაადგინა სადაუს ზრახვები და მომხრეებთან ერთად თავს დაესხა პლანეტა ქარ-დელბა მდებარე მის ციხესიმაგრეს. სადაუს მიერ დამარცხების შემდეგ მან გაითამაშა საკუთარი დაღუპვა, დააჯახა რა საკუთარი ფლაგმანი სადაუს ციტადელს, სადაც იგი გაანადგურეს.
ძლიერი მეტოქა აღარ ჰყავდა და სადაუმ — ახლა უკვე ბნელმა ლორდმა — წამოიწყო დიდი ჰიპერსივრცული ომი რესპუბლიკასთან. გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა და სულ მალე იგი, დამარცხების შემდეგ, სითების იმპერიას განადგურებული ფლოტით დაუბრუნდა. მაშინ გამოჩნდა კრესში, რომელმაც უთხრა, რომ სინამდვილეში საკუთარი დაღუპვა გაათამაშა. კორიბანთან ბრძოლა დაიწყო, რომლის დროს კრესში, თავდაპირველად, იმარჯვებდა. თუმცა, ცბიერი ბნელი ლორდის ბრძანებით, მწყობრიდან გამოსული ერთ-ერთი კოსმოსური ხომალდი კრესშის ხომალდს დააჯახეს, რასაც ლუდო, საბოლოოდ, შეეწირა.
გამოჩენები[]
- თქმულებები ჯედაებზე: სითების ოქროს ხანა 2 (პირველი გამოჩენა)
- თქმულებები ჯედაებზე: სითების ოქროს ხანა 3
- თქმულებები ჯედაებზე: სითების ოქროს ხანა 4
- თქმულებები ჯედაებზე: სითების ოქროს ხანა 5
- თქმულებები ჯედაებზე: სითების იმპერიის დაცემა 1 (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)
- თქმულებები ჯედაებზე: სითების იმპერიის დაცემა 2 (მხოლოდ ხსენება; შესავალში)
- თქმულებები ჯედაებზე: სითების იმპერიის დაცემა 5
- სითების დაკარგული ტომი: სრულყოფილება (მოგონებებიდან)
- ძველი რესპუბლიკის რაინდები 29 (მხოლოდ ხსენება)
- ძველი რესპუბლიკა: რევანი (მხოლოდ ხსენება)
- ძველი რესპუბლიკა: რევანი, აუდიოწიგნი (მხოლოდ ხსენება)
- Star Wars: Knights of the Old Republic II: The Sith Lords (მუმიფიცირებული გვამი)
- ქრონოლოგია 12: დიდი ჰიპერსივრცული ომი The Old Republic-ის ოფიციალურ საიტზე (სტატია) (არქივის ბმული) (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)
- Star Wars: The Old Republic (ნახსენებია კოდექსში)
- სითების დაკარგული ტომი: საიდუმლოებანი (მხოლოდ ირიბი ხსენება)
- მოხეტიალე რაინდი (მხოლოდ ხსენება)
- დართ პლეგასი (მხოლოდ ირიბი ხსენება)
- დართ პლეგასი, აუდიოწიგნი (მხოლოდ ირიბი ხსენება)
წყაროები[]
|
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 თქმულებები ჯედაებზე: სითების ოქროს ხანა 4
- ↑ 2.0 2.1 2.2 თქმულებები ჯედაებზე: სითების იმპერიის დაცემა 5
- ↑ ვარსკვლავური ომების სრული ენციკლოპედია
- ↑ The Official Star Wars Fact File 118 (German Edition-KRE1-2: Ludo Kressh)
- ↑ 5.0 5.1 თქმულებები ჯედაებზე: სითების ოქროს ხანა 3
- ↑ სითების დაკარგული ტომი: სრულყოფილება
- ↑ მოხეტიალე რაინდი
- ↑ Star Wars: The Old Republic
- ↑ თქმულებები ჯედაებზე: სითების იმპერიის დაცემა 1
- ↑ 10.0 10.1 თქმულებები ჯედაებზე: სითების ოქროს ხანა 2
- ↑ 11.0 11.1 ბნელი მხარის ცნობარი