- "იმპერია ისეთი ნელი ტემპით გვახრჩობს, ჩვენ უკვე ვერ ვამჩნევთ."
- ― ლუთენ რაელი
ლუთენ რაელი იყო ლირის, მამაკაცის, იმ მთავარი მოთვალთვალის ფსევდონიმი, რომელიც გალაქტიკური იმპერიის პერიოდში იყენებდა საიდუმლო ქსელს. თავდაპირველად იგი იმპერიული არმიის სამხედრო, სერჟანტი, რომელმაც იმპერიის ერთ-ერთი სისასტიკის შემდეგ მისი რიგები იავინის ბრძოლამდე დაახლოებით 18 წელს დატოვა. ამ ტრაგედიის დროს მან გადაარჩინა ობოლი, რომელსაც კლეია მარკი დაარქვა. ათი წლის თავზე ანტიკვარიატით მოვაჭრის საქმიანობას ეწეოდა და გალაქტიკის დედაქალაქ კორუსანტზე ფლობდა გალაქტიკური ანტიკვარიატის და საინტერესო ობიექტების მაღაზიას, თუმცა ამით აგრეთვე ფარავდა ჯაშუშურ საქმიანობას. მარკის დახმარებით ერთად რაელი იმპერიის წინააღმდეგ მოქმედებდა ფარულად სხვა პირებთან ერთად, რომელთა შორის იყვნენ სენატორი მონ მოთმა და მებრძოლი სო გერერა.
იავინის ბრძოლამდე 5 წლისთვის ლუთენმა შექმნა ქსელი, რომელშიც მრავალი მოკავშირე შედიოდა. აჯანყებულ ველ სართას მან დაავალა პლანეტა ალდანიზე ჩასვლა და ჩანერგილი გუნდის დახმარებით ადგილობრივ იმპერიულ გარნიზონში ძარცვის მოწყობა — მთელი სექტორისთვის ერთ კვარტალზე განაწილებული საცავში შენახული განკუთვნილი ხელფასიდან. ოპერაციამდე ერთი დღით ადრე მას ფერიქსიდან დაუკავშირდნენ და ლუთენი პლანეტაზე ჩავიდა, სადაც გაიცნო კასიან ანდორი. იხსნა რა იგი პრეოქს-მორლანას ძალებისგან, რაელმა ანდორი ალდანის გუნდს შეახვედრა. კორუსანტზე მყოფმა ლუთენმა ამ ოპერაციის შემდეგ წარმატება იზეიმა.
ფერიქსზე წარმოშობილი კონფლიქტის გამო იმპერიული უსაფრთხოების ბიუროს უფროსი ხელმძღვანელი დედრა მირო დაინტერესდა, თუ ვინ ეხმარებოდა ანდორს. როგორც დაადგინა, ეს იყო აჯანყებულთა მეთაური, რომელიც პასუხისმგებელი იყო გალაქტიკის სხვადასხვა ნაწილებში მნიშვნელოვანი იმპერიული ტექნოლოგიის მოპარვაზე. რაელი, რომელსაც იუბ-მა შეარქვა "ღერძი", მიროსთვის მნიშვნელოვან სამიზნედ იქცა. იგი განაგრძობდა თავის საქმიანობას, ცდილობდა რა გალაქტიკაში აჯანყებულთა მიმოფანტულ ჯგუფებთან მუშაობას, მათ შორის — სო გერერას პარტიზანებთან და ანტო კრიგირის ჯგუფთან. მან სცადა გერერას სპელჰაუსის იმპერიულ ელექტროსადგურზე თავდასხმაში ჩართვა, თუმცა მოგვიანებით იუბ-ში ჩანერგილი ლონი იანგისგან შეიტყო, რომ იმპერიამ იცოდა კრიგირის გეგმების შესახებ და მას ასეთი ოპერაციით მახე დაუგო. ამიტომ, კრიგირის ძალების გადარჩენის და იანგის ჯაშუშობაში დაეჭვების გამოწვევის სანაცვლოდ, რაელმა ანტოს ჯგუფი გასწირა. იანგმა, ამრიგად, იუბ-ში პოზიცია შეინარჩუნა.
ალდანის მისიის შესრულების და ანდორის გაუჩინარებიდან გარკვეული დროის შემდეგ რაელმა უკანასკნელი აპოვნინა სართას და სინთა კაზს. როდესაც ანდორი ფერიქსზე დედის, მარვას დაკრძალვისთვის დაბრუნდა, ლუთენმა მას იქ თავად მიაგნო. ბუნტის დაწყების შემდეგ, მაარვას მიერ დატოვებული ემოციური გზავნილით შთაგონებული ანდორი, რაელთან ერთად გაიქცა და აჯანყებას შეუერთდა.
როდესაც მოთმამ იავინ-4-ზე რესპუბლიკის აღდგენის ალიანსი შექმნა, რაელი კორუსანტზე მარტო დარჩა. იავინის ბრძოლამდე 1 წელს მირომ მისი ვინაობა დაადგინა და მაღაზიაში მის დასაპატიმრებლად მივიდა. ლუთენმა თავის მოკვლა სცადა, რათა იგი არავის დაეჭირა. მიუხედავად იმისა, რომ იმპერიელებმა იგი სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილური გახდა — რაც შემდგომში მის დაკითხვასაც უზრუნველყოფდა — ყველა კვალის გაქრობის მცდელობისას მარკიმ მოასწრო ჰოსპიტალში შეჭრა და მისი მოკვლა.
ლუთენ რაელის საქმიანობამ არ გამოიღო ისეთი შედეგები, როგორიც მას წარმოედგინა. მიუხედავად ამისა, აჯანყება, რომელსაც მან სხვებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა, წარმატებული აღმოჩნდა, ვინაიდან იმპერია, რომელიც რაელს ესოდენ ეზიზღებოდა, საბოლოოდ, დამარცხდა.
კადრს მიღმა[]
ლუთენ რაელს ტელესერიალ ანდორში განასახიერებს სტელან სკარშგორდი. მისი სახელი პირველად ცნობილი გახდა სერიალის პირველი რგოლის სუბტიტრებიდან[9], ხოლო გვარი — LEGO-ს კომპლექტის Celebration Anaheim-ზე წარდგენისას.[10]
გამოჩენები[]
არაკანონიკური გამოჩენები[]
წყაროები[]
არაკანონიკური წყაროები[]
SWCA 2022: 7 Things We Learned from the Summer of LEGO Star Wars Panel StarWars.com-ზე (არქივის ბმული)- LEGO-ს ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული გამოცემა
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑
2023 Topps Star Wars ბარათი: Luthen Rael (არქივის ბმული)
- ↑ "შეაჩერეთ" განსაზღვრავს, რომ სერიალის ვარსკვლავური ომები: ანდორი მეორე სეზონის მეოთხე და სამი საბოლოო ეპიზოდების (სადაც ასახულია რაელის კორუსანტზე დაღუპვა) მოვლენათა განვითარების დროა 1 იბ.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3
ვარსკვლავური ომები: ანდორი — "ეს მე ვიყავი"
- ↑ 4.0 4.1
ვარსკვლავური ომები: ანდორი — "ჯედა, კაიბერი, ერსო"
- ↑
2023 Star Wars Galaxy Star Wars Celebration Europe 2023 ბარათი: Cassian Andor (არქივის ბმული)
- ↑
Kleya Marki Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑
ვარსკვლავური ომები: ანდორი — "ალდანი"
- ↑
ვარსკვლავური ომები: ანდორი — "კასა"
- ↑
Andor | Teaser Trailer | Disney+ ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)
- ↑
Star Wars Celebration LIVE! - DAY 2 ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული)