ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Register
Advertisement
ჰოლოპედია
ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის კანონიკურ ვერსიას.  დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის ლეგენდების ვერსიაზე. 
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლუკი.
Qicon
ამ სტატიაში აღწერილი საკითხის ერთმანეთთან შეუთავსებად ვერსიებს აღწერენ ჯედაის დაბრუნება: უფრთხილდი ბნელი მხარის ძალას! და აჯანყების ეპოქა: ლუკ სკაიუოკერი 1.
Lucasfilm-ს ჯერ არ ჩამოუყალიბებია ზუსტი ქრონოლოგია.

მე ჯედაი ვარ, როგორც მამაჩემი იყო ჩემამდე.
―ლუკ სკაიუოკერი — (აუდიო) მოსმენა (ინფ.)[12]

ლუკ სკაიუოკერი იყო ძალისადმი მგრძნობიარე მამაკაცი, ლეგენდარული ოსტატი ჯედაი, რომელიც იბრძოდა იმპერიის პერიოდში იბრძოდა სამოქალაქო ომში არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. მეგობრებთან, პრინცესა ლეია ორგანასთან და კაპიტან ჰან სოლოსთან ერთად, იგი მსახურობდა რესპუბლიკის აღდგენის ალიანსში, რომლის მიზანს წარმოადგენდა იმპერატორ პალპატინის დამხობა და დემოკრატიის აღდგენა. ომის შემდგომ ლუკი იქცა ცოცხალ ლეგენდად და ყველას თავი დაამახსოვრა, როგორც ერთ-ერთმა უდიდესმა ჯედაიგალაქტიკის ისტორიაში.

ლუკი, რაინდ ჯედაი ანაკინ სკაიუოკერის და სენატორ პადმე ამიდალას ვაჟი, დაიბადა ტყუპისცალ და ლეიასთან ერთად, იავინის ბრძოლამდე 19 წელს. ამიდალას დაღუპვისა და ანაკინის ძალის ბნელ მხარეზე გადასვლის გამო და-ძმა ერთმანეთს დააშორეს და გალაქტიკურ იმპერიას დაუმალეს. ლეია აღიზარდა ალდერაანზე, ორგანებთან, ხოლო ლუკი — ნათესავებთან, ტატუინზე. სურდა რა მოგზაურობა, სკაიუოკერი შეუერთდა აჯანყებულებთა რიგებს. თავდაპირველად, მცირე დროის განმმავლობაში მას ძალის გამოყენებას ასწავლიდა ოსტატი ჯედაი ობი-ვან კენობი, რომელიც ერთ დროს მისი მამის მასწავლებელიც იყო. იავინის ბრძოლისას, (0 იბ) სკაიუოკერმა ალიანსი იხსნა, როდესაც გაანადგურა პლანეტების დამანგრეველი სუპერიარაღი, სიკვდილის ვარსკვლავი. წვრთნა შემდგომ წლებში მან განაგრძო, მიზნად ჰქონდა რა მამამისის მსგავსად, ჯედაი ყოფილიყო. მისი ახალი მასწავლებელი გახდა დიდი ოსტატი იოდა. უკანასკნელთან სწავლის შეწყვეტის შემდეგ იგი საკუთარ მამას შეხვდა ღრუბლების ქალაქში, სადაც ვეიდერმა უამბო სიმართლე მისი წარმოშობის შესახებ. იოდასთან პლანეტა დაგობაზე შემდეგი და უკანასკნელი ჩასვლის შემდეგ (4 იბშ) ლუკი მონაწილეობდა ენდორის ბრძოლაში, რომლის დროს საბოლოოდ შეხვდა დართ ვეიდერს. იგი, როგორც მანამდე შეიტყო, მისი მამა, ანაკინ სკაიუოკერი იყო. შვილის დახმარებით ანაკინი დაუბრუნდა ძალის ნათელ მხარეს, როდესაც საკუთარი სიცოცხლის ფასად გაანადგურა იმპერატორი, რითაც აღსრულდა მისი, როგორც რჩეულის ბედისწერა.

სითების აღსასრულის და იმპერიის იავინის ბრძოლიდან 5 წელს კაპიტულაციის შემდგომ ლუკმა გალაქტიკაში იმოგზაურა, ისეთი ცოდნის შესაგროვებლად, რომელიც ჯედაების ორდენის აღდგენაში დაეხმარებოდა. იავინის ბრძოლიდან 9 წელს სკაიუოკერმა მოფ გიდეონიძალებისგან გადაარჩინა გროგუ, მანდალორელი ძალისადმი მგრძნობიარე იოდას რასიდან და პატარა ოსუსზე თან დროებით წაიყვანა. მისი წვრთნის მცდელობისას სკაიუოკერს ეწვია ანაკინის ყოფილი პადავანი, ასოკა ტანო. მასთან ბავშვის შესახებ საუბრის შემდეგ სკაიუოკერი გრძნობდა, რომ გროგუს არ სურდა ჯედაის გზის გავლა. გროგუს მეურვის, დინ ჯარინის პლანეტაზე ჩასვლის და მისთვის საჩუქრის დატოვების შემდეგ ლუკმა შეგირდი არჩევანის წინაშე დააყენა — მიეღო ეს საჩუქარი და დაბრუნებულიყო მანდალორელთან ან აეღო იოდას მახვილი და ჯედაის წვრთნას გაჰყოლოდა. გროგუმ ჯარინთან დაბრუნება არჩია, ხოლო ლუკი ტანოს უცნობი დროით დაემშვიდობა.

მისი შემდეგი შეგირდი იყო დისწული, ბენ სოლო, რომელსაც მემკვიდრეობით გადაეცა სკაიუოკერების მოდგმის უნარები და უსაზღვრო ძალაუფლების პოტენციალი. ლუკი მთელი ცხოვრების განმავლობაში განიცდიდა ბენის მხარეს გადასვლას. გარდა ამისა, მისი ტაძრის განადგურებამ დაარწმუნა, რომ ჯედაების აღსასრული დადგა. ამიტომ იგი ყველას განერიდა და დასახლდა შორეულ აქ-ტოზე, სადაც ცხოვრების დარჩენილი წლები მარტობააში გაატარა, შორს პირველი ორდენიაღზევებისგან. იავინის ბრძოლიდან 34 წელს მისი მარტოობა დაირღვა — მას შემდეგ, რაც ახალი რესპუბლიკა დაეცა. ამას მოჰყვა მოვლენები, რომელთა შედეგად ლუკი უკანასკნელად დაბრუნდა, ძალის პროექციის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძალაში გადავიდა, ლეგენდა მის შესახებ მთელ გალაქტიკას მოედო, დაუბრუნა რა პირველი ორდენის მოწინააღმდეგეებს იმედი. აღსასრულამდე სკაიუოკერმა თქვა, რომ ჯედაების ორდენი მასთან ერთად არ დასრულდებოდა, ვინაიდან მოამზადა საკუთარი შეგირდი — ჯაკუელი ჯართის შემგროვებელი რეი.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 1.9 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
  2. StarWars ლოთალის ალყის შექმნა StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  3. 3.0 3.1 ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
  4. ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი
  5. ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება: პირისპირ
  6. ახალი იმედი: პრინცესა, არამზადა და ფერმერი ბიჭუნა
  7. სითების ჩრდილი
  8. 8.0 8.1 8.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება
  9. 9.0 9.1 9.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო შეტევა
  10. 10.0 10.1 10.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
  11. ვარსკვლავური ომები (2015) 1
  12. 12.0 12.1 12.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
  13. StarWars-DatabankII ლუკ სკაიუოკერი Databank-ში (არქივის ბმული)
  14. მოდგმა
  15. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება
  16. The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 16: გადარჩენა
  17. 17.0 17.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VIII: უკანასკნელი ჯედაი
  18. 18.0 18.1 18.2 კაილო რენის აღზევება 1
Advertisement