ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის კანონიკურ ვერსიას.  დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის ლეგენდების ვერსიაზე. 

Queicon.png
ᲐᲛ ᲡᲢᲐᲢᲘᲐᲨᲘ ᲐᲦᲬᲔᲠᲘᲚᲘ ᲡᲐᲙᲘᲗᲮᲘᲡ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲗᲐᲜ ᲨᲔᲣᲗᲐᲕᲡᲔᲑᲐᲓ ᲕᲔᲠᲡᲘᲔᲑᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲐᲓᲒᲔᲜᲔᲜ ჯედაის დაბრუნება: უფრთხილდი ბნელი მხარის ძალას! ᲓᲐ ამბოხების ეპოქა: ლუკ სკაიუოკერი 1.
Lucasfilm-ს ჯერ არ ჩამოუყალიბებია ზუსტი ქრონოლოგია.

ლუკ სკაიუოკერის მწვანე სინათლის მახვილი, იგივე ლუკ სკაიუოკერის სინათლის მახვილი ან ლუკ სკაიუოკერის მეორე სინათლის მახვილი, იყო ჯედაისინათლის მახვილი, აწყობილი რაინდ ჯედაი ლუკ სკაიუოკერის მიერ გალაქტიკური სამოქალაქო ომის დროს. იგი ეფუძნებოდა ოსტატ ჯედაი ობი-ვან კენობისინათლის მახვილს, თუმცა კაიბერ-ბროლი ასხივებდა მწვანე ფერის პლაზმურ სამართებელს.

ლუკმა ახალი მახვილი ააწყო მამის მახვილის სით ლორდ დართ ვეიდერთან დუელში დაკარგვის შემდეგ. მან იგი გამოიყენა ჯაბა დესილიჯიკ ტიურეპირადი მცველების მოსაკლავად, როდესაც ტატუინზე ჰან სოლოგადასარჩენად ჩავიდა. ენდორის ბრძოლისას ვეიდერმა თავისი მახვილი დაკარგა ლუკთან სინათლის მახვილებით დუელისას.

გალაქტიკური სამოქალაქო ომის შემდეგ ლუკი ჯედაების ორდენის აღდგენის მცდელობის პერიოდში კვლავ იყენებდა მწვანე მახვილს. როდესაც დისწულში, პადავან ბენ სოლოში ძალის ბნელი მხარე იგრძნო, მახვილი ინსტინქტურად აამოქმედა, მაგრამ ბენის მოკვლისგან თავი შეიკავა. თუმცა, დაინახა რა მწვანე ნათება, სოლო გაიაზრა, რომ მასწავლებელს მისი მოკვლა სურდა, ამიტომ საკუთარი მახვილი დაახვედრა.

როდესაც დისწული ბნელ მხარეზე გადავიდა, ხოლო ჯედაების ტაძრის განადგურებისას სხვა მოსწავლეები დაიღუპნენ, სკაიუოკერმა მახვილი თან, პლანეტა აქ-ტოზე წაიღო. მისი აღსასრულის შემდეგ მახვილს ადგილობრივი მცხოვრებნი, მზრუნველები ინახავდნენ.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
  2. 2.0 2.1 ჯედაის დაბრუნება: უფრთხილდი ბნელი მხარის ძალას!
  3. ლუკ სკაიუოკერმა საკუთარი სინათლის მახვილი ააწყო წიგნის მოძრავი სამიზნე: პრინცესა ლეიას თავგადასავალი და ფილმის ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება, შუალედში. Helmet Collection logo small.png ვარსკვლავური ომები: ჩაფხუტების კოლექცია 53 (Highlights of the Saga: ოპერაცია "ყვითელი მთვარე") და ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებენ, რომ ამ ორში მოვლენათა განვითარების დროა 4 იბშ. ეს ნიშნავს, რომ ლუკმა მახვილი ააწყო იავინის ბრძოლიდან 4 წელს.
  4. ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი: გაფართოებული გამოცემა
  5. ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
  6. 6.0 6.1 ვარსკვლავური ომების სინათლის მახვილები: ძალის იარაღების ცნობარი
  7. StarWars-DatabankII.png კაიბერ ბროლი (სინათლის მახვილის ბროლი) Databank-ში (შენახული ვერსიის ბმული) — Databank-ში წარმოდგენილი ინფორმაცია კაიბერ-ბროლის შესახებ განმარტავს, რომ "ყოველი ჯედაის სინათლის მახვილის გულში" კაიბერ-ბროლია მოთავსებული."
  8. სრული ვარსკვლავური ომები
Advertisement