ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის კანონიკურ ვერსიაზე.  ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის ლეგენდარულ ვერსიას. 

OnALegendsArticleGoToCanon

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლუკი.

"მე ჯედაი ვარ, როგორც მამაჩემი იყო ჩემამდე."
― ლუკ სკაიუოკერი — 20?cb=20250202123958&path-prefix=ka ▶️ (ინფორმაცია ფაილზე)[11]

ლუკ სკაიუოკერი იყო ძალისადმი მგრძნობიარე ადამიანი, მამაკაცი, რომელიც გალაქტიკური სამოქალაქო ომის დროს მონაწილეობდა გალაქტიკური იმპერიის დამარცხებაში, ისევე, როგორც ახალი რესპუბლიკის და ჯედაების ახალი ორდენის დაარსებაში.

დაიბადა იავინის ბრძოლამდე 19 წლით ადრე. მისი მშობლები იყვნენ დაცემული რაინდი ჯედაი ანაკინ სკაიუოკერი და დედოფალი და ნაბუს სენატორი პადმე ამიდალა. ბიჭუნა აღიზარდა ტატუინზე, ფარულად იმპერატორ პალპატინისგან და მამისგან, რომელიც გახდა დართ ვეიდერი, სითების ბნელი ლორდი. იავინის ბრძოლამდე 0 წელს მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. დროიდების, R2-D2-ს და C-3PO-ს შეძენის შემდეგ იგი შეხვდა ოსტატი ჯედაი ობი-ვან კენობის (რომელმაც ძალა გააცნო), ჰან სოლოს და პრინცესა ლეია ორგანას, რომელიც, მისთვის მოულოდნელად, საბოლოოდ, მისი ტყუპი და აღმოჩნდა. იავინის ბრძოლისას სკაიუოკერმა გაანადგურა პირველი სიკვდილის ვარსკვლავი და შეუერთდა აჯანყებულთა ალიანსს.

შემდგომ წლებში იგი მონაწილეობდა გალაქტიკური სამოქალაქო ომის მნიშვნელოვან ბრძოლებში. მისი თანამონაწილეობით დაარსდა განდგომილების ესკადრილია და გალაქტიკის მასშტაბით მოხდა შეტაკებები იმპერიულ ძალებთან. იავინის ბრძოლიდან 3 წელს მას ჯედაის ხელოვნებას ასწავლიდა იოდა, ხოლო ვეიდერისგან მან შეიტყო სითი ლორდის ნამდვილი ვინაობის შესახებ. ერთი წლის შემდეგ იგი ჩაება ენდორის ბრძოლაში და მამა ძალის ნათელ მხარეს დააბრუნა. ლუკის დახმარებით განადგურდა იმპერატორი პალპატინიც და იმპერიამ მნიშვნელოვანი დარტყმა მიიღო. გამარჯვებიდან ერთი წლის შემდეგ დაარსდა ახალი რესპუბლიკა.

გავიდა ათწლეულები და ლუკი გალაქტიკას კვლავ ეხმარებოდა მშვიდობის შენარჩუნებაში, სანამ ახალი რესპუბლიკა იმპერიის ნამსხვრევებს ებრძოდა. როდესაც პალპატინი რამდენიმე კლონის ფორმით დაბრუნდა, ლუკი დროებით გადავიდა ძალის ბნელ მხარეს და აღორძინებული იმპერატორის შეგირდად იქცა. მეგობრების დახმარებით იგი ნათელ მხარეს დაბრუნდა და განაგრძო ჯედაების ორდენის აღდგენა. იავინის ბრძოლიდან 11 წელს მან დააარსა ჯედაების ახალი ორდენი და ძალისადმი მგრძნობიარეებს ჯედაების პრაქსეუმში ასწავლიდა ძალის საიდუმლოებებს და ახალი ჯედაებიდან პირველი გახდა. ამ პერიოდში მას და მის შეგირდებს მრავალი სირთულე ხვდათ წილად, მათ შორის — შავი ფლოტის კრიზისი, ალმანური აჯანყება და ვარუს სატყუარა, თუმცა, ლუკი, სხვა ჯედაებისა თუ მეგობრების დახმარებით, ყოველ მათგანს უმკლავდებოდა. რამდენიმე წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ მან აგრეთვე, იავინის ბრძოლიდან 19 წელს იქორწინა ჯედაი და ყოფილ იმპერატორის ხელ მარა ჯეიდთან.

გალაქტიკური ომის დასრულებიდან რამდენიმე წლის შემდეგ სკაიუოკერი კვლავ აღმოჩნდა ფრონტის წინა ხაზზე — როგორც ჯედაების ახალი ორდენის წინამძღოლი, იუუჟან-ვონგური ომისას. ამ ომის პერიოდში მარას და მას ეყოლათ პირველი შვილი, ბენი, რომელსაც ასე დაარქვეს ლუკის პირველი მასწავლებლის პატივსაცემად. სკაიუოკერი მრავალ ბრძოლაში მონაწილეობდა, ხოლო ახალი რესპუბლიკა მარცხდებოდა — ნათელი მაგალითია ჯედაის მშობლიური პლანეტის, კორუსანტის დაცემა.

თუმცა, ახალმა მთავრობამ, რომელსაც თავისუფალი ალიანსების გალაქტიკური ფედერაცია ეწოდებოდა, საერთო ძალებით უცხომიწელი დამპყრობლები განდევნა. ომის საბოლოო ეტაპზე სკაიუოკერმა ბრძოლაში ჩართო ზონამა-სეკოტი, ცოცხალი პლანეტა. გადამწყვეტი შეტაკებისას, კორუსანტზე, ლუკი პირადად განკარგავდა ოპერაციას შიმრრა ჯამაანის წინააღმდეგ და მთავარსარდალი მოკლა. მოგვიანებით ამას დაემატა ჯეისენ სოლოს მიერ ონიმის, ჯამაანის მმართველის განადგურებაც და უცხო გალაქტიკიდან შემოჭრილებთან ომი საბოლოოდ დასრულდა.

ამ ომის შემდეგ სკაიუოკერი კვლავ აქტიური იყო. იგი ჯედაებს ეხმარებოდა ბნელი ბუდის კრიზისისას, როდესაც ორდენში არსებულმა დაპირისპირებებმა აიძულეს, მოეწვია ჯედაების კრება. უთანხმოებების გამო სკაიუოკერმა მიიღო დიდი ოსტატის წოდება და ჯედაების საბჭოს მართვის უფლება. მიუხედავად ბნელი ბუდის კრიზისის და ნაყარის ომის დროს წარმატებებისა, ხანგრძლივი მშვიდობა ჯერ შორს იყო. რამდენიმე წლის შემდეგ დაიწყო მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომი, რომლის დროს ლუკი ახალ წინაღობას შემხვდა — მისი დისწული, ჯეისენ სოლო, ლუმიას სითი შეგირდი გახდა და მოკლა მარა. ამას დაემატა მისივე ვაჟის ბნელ მხარესთან ახლოს მოხვედრა, თუმცა ლუკი კვლავ წინამძღოლობდა ჯედაებს და ჩამოაყალიბა ჯედაების კოალიცია, რომელიც ებრძოდა დართ კეიდუსის (ყოფილი ჯეისენ სოლოს) ალიანსს. საკუთარი ძმა საბოლოოდ მოკლა ჯეინამ, რითაც ომი დასრულდა და გალაქტიკაში მშვიდობამ დაისადგურა.

ომის შემდგომ პერიოდში ნატასი დაალა სახელმწიფოს მეთაური გახდა და წამოიწყო ჯედაების საწინააღმდეგო აზრების გავრცელება, რასაც მოჰყვა დაძაბულობა ორდენსა და მის მთავრობას შორის. მისი განკარგულებით სკაიუოკერი დააპატიმრეს დაუდევრობის ბრალდებით. თავისუფლების სანაცვლოდ იგი განდევნეს და ჯედაების ორდენის საქმეებში ჩარევა აუკრძალეს. საკუთარ ვაჟთან ერთად იგი გალაქტიკის სხვადასხვა კუთხეებში გაემგზავრა და ეძებდა ჯეისენ სოლოს ბნელ მხარეზე გადასვლის მიზეზებს. ამ მოგზაურობისას მათ აღმოაჩინეს სითების დაკარგული ტომი, ისევე, როგორც ბნელი მხარის ქმნილება, აბელოთი. ბენის და სხვა ჯედაების დახმარებით ლუკი დაუბრუნდა დიდი ოსტატის მოვალეობის შესრულებას. მოკავშირეებთან ერთად მან კვლავ მოიგერია სითები, ხოლო მოულოდნელ თანამოაზრესთან ერთად აბელოთი დაამარცხა და გალაქტიკას თავიდან ააცილა კიდევ ერთი საფრთხე.

წლების შემდეგ ლუკი აღესრულა და ძალას შეუერთდა.

გამოჩენები

არაკანონიკური გამოჩენები

წყაროები

უზენაესი საბჭო (28 იბშ30 იბშ)
რელეკი ა'კლა კილგალი კიპ დურონი
კენთ ჰამნერი ტრესინა ლობი კელ ომასი
ტა'ლაამ რენთი დიფ სკორი საბა სებატაინი
ლუკ სკაიუოკერი საიენ სოვი ტრიბეკი
[ᲠᲔᲓ.]
ოსტატების საბჭო (35 იბშ36 იბშ)
კილგალი კიპ დურონი კენთ ჰამნერი
კორან ჰორნი კაილ კატარნი ტრესინა ლობი
ოქტა რემისი საბა სებატაინი ლუკ სკაიუოკერი
მარა ჯეიდ სკაიუოკერი
[ᲠᲔᲓ.]
ჯედაების უზენაესი საბჭო (36 იბშ40 იბშ)
კილგალი კიპ დურონი კენთ ჰამნერი
კორან ჰორნი კაილ კატარნი ტრესინა ლობი
ოქტა რემისი საბა სებატაინი ლუკ სკაიუოკერი
მარა ჯეიდ სკაიუოკერი
[ᲠᲔᲓ.]
ჯედაების უზენაესი საბჭო (44 იბშ—)
ბარატკ'ლი კილგალი კიპ დურონი
ჯეინა სოლო ფელი კორან ჰორნი კაილ კატარნი
ოქტა რემისი საბა სებატაინი ლუკ სკაიუოკერი
კემ სოლუსარი ტიონ სოლუსარი
[ᲠᲔᲓ.]

შენიშვნები და სქოლიო

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 პერსონაჟების ახალი ძირითადი მეგზური
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
  3. განსაცდელი
  4. მემკვიდრეობა (2006) 3
  5. StarWars.com და პერსონაჟების ახალი ძირითადი მეგზური უთითებენ, რომ ლუკის სიმაღლე იყო 1.72 მეტრი. მსახიობი მარკ ჰემილი, რომელიც მის როლს ასრულებდა, არის 1.75 მეტრის სიმაღლის.
  6. ვარსკვლავური ომები: პირისპირ: გუნდური შეჯიბრები
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IV: ახალი იმედი
  8. 8.0 8.1 ჯედაების ბედი: მოკავშირეები
  9. 9.0 9.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო შეტევა
  10. ვარსკვლავური ომები (1977) 90
  11. 11.0 11.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
  12. ლუკ სკაიუოკერი და მინდორის ჩრდილები
  13. ბნელი ბუდე I: გამაერთიანებელი მეფე
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 ვარსკვლავური ომები: ბნელი იმპერია
  15. ჯედაების ახალი ორდენი: გამაერთიანებელი ძალა
  16. ძალის მემკვიდრეობა: ჯოჯოხეთი
  17. ბნელი ძალის აღზევება
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 18.4 18.5 18.6 ჯედაების ძიება
  19. პერსონაჟების ძირითადი მეგზური, გვ. 141
  20. ჯედაები სითების წინააღმდეგ: ძალის ძირითადი მეგზური
  21. Star Wars: Jedi Knight II: Jedi Outcast
  22. 22.0 22.1 მე, ჯედაი
  23. ახალი ძირითადი ქრონოლოგია
  24. ძირითადი ქრონოლოგია გვიჩვენებს ჯედაების აკადემიის თავდაპირველ მოსწავლეებს იავინ-4-ზე, ენქსთან ერთად, რომელიც იგივე რასის წარმომადგენელია, რაც მედურინი. მოგვიანებით ლილანდ ჩიმ დაადასტურა, რომ მედურინი ანქსი ჯედაი არის, რაც ნიშნავს, რომ იგი ლუკ სკაიუოკერის მოწაფე იყო.
  25. ძალის მეომრები
  26. Star Wars Battlefront: Elite Squadron
  27. SWInsider "ვინ ვინ არის ჯედაების ახალ ორდენში" — Star Wars Insider 57
  28. შეჭრა 2
  29. ძალის მემკვიდრეობა: რისხვა
  30. ჯედაების ბედი: ამაღლება
  31. საბრძოლო მოქმედებების ძირითადი მეგზური
  32. 32.0 32.1 ბნელი იმპერია II 1

დამატებითი ბმულები