ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

ამ სტატიაში აღწერილი თემის ორი ერთმანეთთან შეუსაბამო ვარიანტი წარმოდგენილია წყაროებში: ვარსკვლავური ომები: კონტრაბანდისტის მეგზური და ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი.

Lucasfilm-ს ჯერ არ ჩამოუყალიბებია ზუსტი ქრონოლოგია.

"ჯედაი არ ვარ, მაგრამ ძალას ვიცნობ."
― მაზ კანატა[3]

მაზ კანატა, იგივე უზურპატორი მაზ კანატა, დამპყრობელი მაზ კანატა, კეთილმოსურნე მაზ კანატა და კანატა თავისუფალი ფლოტიდან, იყო ძალისადმი მგრძნობიარე ჰუმანოიდი, რომელიც დაიბადა პირველ ორდენსა და წინააღმდეგობის შორის ცივ ომამდე ათასწლეულით ადრე. ცხოვრობდა რა უძველეს ციხე-დარბაზში, პლანეტა ტაკოდანაზე, ცნობილი იყო როგორც მეკობრეთა დედოფალი", ვინაიდან მის ციხე-დარბაზში იკრიბებოდნენ კონტრაბანდისტები, რომლებიც პატივს სცემდნენ კანატას ანტისაომარ და ანტიპოლიტიკურ განწყობას. საუკუნეების განმავლობაში მაზი მოგზაურობდა გალაქტიკაში და აგროვებდა ანტიკვარიატს და სხვადასხვა წვრილმანს. ერთ-ერთი ასეთი იყო ლუკ სკაიუოკერის კუთვნილი სინათლის მახვილი, რომელიც მანამდე ანაკინ სკაიუოკერს ეკუთვნოდა.

ენდორის ბრძოლაში იმპერიის დამარცხებიდან 30 წლის შემდეგ კონტრაბანდისტმა ჰან სოლომ რეი მიიყვანა კანატას ციხე-დარბაზში. მან მიიქცია მაზის ყურადღება და მისგან მიიღო სინათლის მახვილი. თავდაპირველად გოგონამ უარი თქვა მის მიღებაზე, ვინაიდან ძალასთან კავშირს გრძნობდა და არ სურდა თავის მომავალთან შეჯახება, მაგრამ შტორმტრუპერთა თავდასხმისას ციხე-დარბაზი განადგურდა, ხოლო რეი ტყვედ აიყვანეს, ამიტომ კანატამ მახვილი ფინს გადასცა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

არაკანონიკური წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული და გაფართოებული
  2. ენციკლოპედია ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი განმარტავს, რომ მაზ კანატა დაიბადა ჰოსნიანის კატაკლიზმამდე 1007 წლით ადრე. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ეს უკანასკნელი მოვლენა მოხდა იავინის ბრძოლიდან 34 წლის შემდეგ, ამიტომ აშკარაა, რომ მაზ კანატას დაბადების წელია 973 იბ.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VII: ძალის გამოღვიძება
  4. Maz Kanata Databank-ში (არქივის ბმული)
  5. StarWars.com Maz Kanata Handprint Painting StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
  6. აყვავებული რესპუბლიკა: თავგადასავლები (2021) 9
  7. ვარსკვლავური ომები: კონტრაბანდისტის მეგზური
  8. ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: საყმაწვილო რომანი