ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

მაინოკები იყვნენ სილიციუმის ტყავის მქონე, ღამურების მსგავსი პარაზიტები, რომლებიც ეკრობოდნენ ხომალდების ენერგოწყაროებს და შეეძლოთ მთელი ენერგიის გამოწოვა.

მაინოკები მრავლდებოდნენ ორად გაყოფით და ყოველი ნახევრიდან ახალი არსებების წარმოშობით. მათ შეეძლოთ პლანეტების ატმოსფეროში სიცოცხლის შენარჩუნება, ისევე, როგორც კოსმოსში, თუმცა პლანეტებზე დარჩენილი იყო მათი მხოლოდ რამდენიმე სახეობა.[4] მაინოკები აგრეთვე ცხოვრობდნენ ასტეროიდულ ველებში[5] და ეგზოგორთების მუცლებში, სადაც უკანასკნელთა საკვების ნარჩენებით იკვებებოდნენ.[1][2] ისინი ნაწილობრივ ენათესავებოდნენ ტიბიდიებს, სტიჯენ-პრაიმზე გავრცელებულ დიდ მფრინავ არსებებს, რომლებიც პილოტებს თავს აბეზრებდნენ.[6]

სწორად მომზადებულ მაინოკებს საკვებად იყენებდნენ სიცოცხლის ნახშირბადიანი ფორმები. ღრუბლების ქალაქის მაინოკი და კორონეტის მაინოკი იყო ტვი'ლეკებს შორის პოპულარული მწნილები. ხოლმე, კოსმოსური სადგურებისა და კოლონისტების ხორცის მუდმივი მიწოდების უზრუნველყოფა ხდებოდა მაინოკებით.[4]

სორესუ, სინათლის მახვილით ბრძოლის მესამე სტილი, აგრეთვე ატარებდა მაინოკის ილეთის სახელწოდებას.[4]

კადრს მიღმა[]

მაინოკები პირველად გამოჩნდნენ ფილმში ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი V: იმპერიის საპასუხო შეტევა.[2]

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement