ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ამ სტატიაში აღწერილია რანკორების მომვლელი. იხილეთ აგრეთვე რალაკილი, ვანდორელი.

მალაკილი იყო მამაკაცი პლანეტა კორელიიდან, რომელმაც ბავშვობის წლები გაატარა ნარ-შადააზე. უყვარდა რა ცხოველები, მალაკილი მუშაობდა ცხოველების მომთვინიერებლად ჰატების კუთვნილ ცირკებში, თუმცა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა არსებამ მოკლა მაყურებლები, იგი, როგორც მონა, გახდა ჰატ ჯაბას საკუთრება. მის სასახლეში, უდაბურ პლანეტა ტატუინზე, მალაკილი ასევე უვლიდა ცხოველებს და განსაკუთრებით უყვარდა ჰატის რანკორი, პატისა. უკანასკნელმა მისი სიცოცხლე გადაარჩინა ტასკენი მოთარეშეების თავდასხმისას და მომვლელიც ოცნებობდა, რომ ერთხელ მასთან ერთად მონობიდან თავს დააღწევდა.

იავინის ბრძოლიდან 4 წელს აჯანყებულთა ალიანსის წევრი ლუკ სკაიუოკერი გამოჩნდა ჯაბას სასახლეში და სცადა ჰან სოლოგათავისუფლება. იგი მოტყუებით ჩააგდეს რანკორის ორმოში და მან, მალაკილისთვის თავზარდამცემად, საზარელი პატისა მოკლა. მოგვიანებით ლუკი სოლოსთან ერთად გაიქცა, ჯაბა კი მოკლეს. შემდეგ თვეში მალაკილი იყო სასახლიდან წასულებიდან ერთ-ერთი უკანასკნელი. იგი დიუნების ზღვაში მდებარე კარკუნის დიდი ორმოს მიდამოებს გასცდა და, საყვარელი ცხოველის გარეშე, უკვე თავის მოკვლას აპირებდა.

უდაბნოში მალაკილის თავს დაესხნენ წითელი გასაღების თავდამსხმელები, დამნაშავეები, რომლებიც ჯაბას დაღუპვის შემდეგ გაძლიერდნენ, მაგრამ კორელიელი გადაარჩინეს შერიფმა კობ ვენთმა და ისა-ორმა, თვითგამოცხადებულმა სამართალდამცავებმა. როდესაც მათ შეიტყვეს, რომ იგი ცხოველების მომთვინიერებელი იყო, შესთავაზეს ფრიტაუნში რონტოების და პატარა ჰატის მოვლა. მალაკილი დათანხმდა მათ შეთავაზებას და იგრძნო, რომ კვლავ დაიბრუნა ცხოვრების აზრი. ვენთს აღელვებდა წითელი გასაღების თავდამსხმელთა საქმიანობა, ამიტომ, მალაკილის დახმარებით, შეუერთდა ტასკენ მოთარეშეებს. მოგვიანებით, როდესაც ფრიტაუნს ბანდიტებმა კვლავ შეუტიეს, მათ წინააღმდეგ ტასკენი მოთარეშეებიც იბრძოდნენ. მალაკილიმ საბოლოოდ, იპოვა პორსელუსი, ჯაბა სასახლის ყოფილი მთავარი მზარეული. ერთად ისინი მოს-აიზლიში ჩავიდნენ, სადაც გახსნეს რესტორანი „კრისტალის მთვარე“.

გამოჩენები[]

Malakili concept

მალაკილის კოსტიუმის კონცეფცია, ნილო როდის-ჟამერო

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

არაკანონიკური წყაროები[]

  • LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ძალის ქრონიკები
  • LEGO-ს ვარსკვლავური ომების საოცარი წიგნი

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement