მამა იყო ძალის მფლობელი, რომელიც ცხოვრობდა მორტისზე. მისი შვილები, ასული და ძე, წარმოადგენდნენ ძალის ნათელ და ბნელ მხარეებს. მათ შორის წონასწორობას ღრმა მოხუცებულობამდე მართავდა მამა.

კლონთა ომების პერიოდში მამა გაუძღვა ენეკინ სკაიუოკერს მორტისზე, რათა მისი რაინდ ჯედაის შესაძლებლობები შეემოწმებინა. მან დაასკვნა, რომ იგი იყო რჩეული, რომელიც ძალაში წონასწორობას შეიტანდა. სკაიუოკერმა მორტისზე დარჩენაზე უარი თქვა. მეტიც, ძის ქმედებების გამო ოჯახი დაინგრა. სიკვდილის წინ მამამ იწინასწარმეტყველა, რომ ერთ დღეს სკაიუოკერი შეასრულებდა ბედისწერით განსაზღვრულს.

გამოჩენები[edit | edit source]

შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.