ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მანდალორელი.
მანდო ამ გვერდზე მისამართდება. შესაძლოა, ეძებთ სტატიას ბას-მანდო ან ზიინ მანდოსი.

რა გჭირთ მანდალორელებს, მხოლოდ ბლასტერით რომ აგვარებთ პრობლემებს?
―კენან ჯარუსი[8]

მანდალორელები წარმოადგენდნენ მებრძოლთა უძველეს ორდენს, რომელშიც შედიოდნენ სხვადასხვა რასის წარმომადგენლები, გაერთიანებული კულტურით, მრწამსით და კოდექსით. წარმოიშვნენ პლანეტა მანდალორიდან და ცხოვრობდნენ როგორც მანდალორის სექტორში, ასევე ზოგადად გალაქტიკის ისეთ კუთხეებში, როგორიც იყო კალევალა, კროუნესტი ან კონკორდ-დოუნი.

მანდალორი ბრძოლებში გამოცდილებას ხანგრძლივ წლებს ითვლიდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც დაიწყო მანდალორული სამოქალაქო ომი, წარმოიშვა მშვიდობისმოყვარეთა მოძრაობა და, კლონების ომების დაწყებისას ახალ მანდალორელთა რეფორმატორული პოლიტიკური ფრაქცია მართავდა ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელსაც მეთაურობდა ჰერცოგინია სატინ კრიზი. ასეთ რეჟიმის დროს მანდალორი ინარჩუნებდა ნეიტრალურობას და ნეიტრალური სისტემების საბჭოს ხელმძღვანელიც იყო. მშვიდობიანი პერიოდის მიუხედავად, წარმოიშვა მთავრობის კონფლიქტი სიკვდილის მზირების მსგავს ჯგუფებთან, რომლებსაც სურდათ წინაპართა მებრძოლი სულის შენარჩუნება. ამას იავინის ბრძოლამდე 19 წლით ადრე მოჰყვა მორიგი სამოქალაქო ომი, რომლის შედეგად ახალ მანდალორელთა რეჟიმი დამეხო და დაბრუნდნენ ძველი მანდალორელი. მიუხედავად ამისა, კონფლიქტი დასრულდა გალაქტიკური რესპუბლიკის და, შემდგომში, გალაქტიკური იმპერიის მიერ მანდალორის ოკუპაციით.

იმპერიის აღზევების შემდეგ მანდალორის რეგენტი გახდა ბო-კატან კრიზი, თუმცა მან უარი განაცხადა იმპერატორ შივ პალპატინის ქვეშევრდომობაზე. მას ჩაენაცვლა გარ საქსონი, სიკვდილის მზირების მანდალორელი სუპერკომანდო, რომელიც მანდალორის ვიცე-მეფე გახდა, ხოლო სამართალდამცავებად დანიშნეს იმპერიელი სუპერკომანდოები. ისევე, როგორც გალაქტიკის მრავალი პლანეტის შემთხვევაში, მანდალორი იმპერიულ რეჟიმს ემორჩილებოდა. მეომართა ცივილიზაციის მიწაზე იქმნებოდა სხვადასხვა საშიში იარაღი, როგორიც იყო რკალოვანი იმპულსების გენერატორი. კლან საქსონსა და კლან კრიზს, კლან რენსა და ყოფილ მანდალორელ დამცველ ფენ რაუს შორის კონფლიქტი წარმოიშვა. გარ საქსონის და მისი ძმის, გუბერნატორ ტაიბერ საქსონის განადგურების შემდეგ, ადრეული აჯანყების დახმარებით, ბო-კატანმა დაიბრუნა ბნელი მახვილი და მანდ'ალორის წოდება აიღო, გააერთიანა რა მანდალორული წინააღმდეგობა. თუმცა, ამ დროს იმპერიის წინააღმდეგ გალაქტიკური მასშტაბის ომის ფონზე დაიწყო მორიგი სამოქალაქო ომი.

იმპერიის დამარცხების და ახალი რესპუბლიკის აღზევებისთანავე მრავალი მანდალორელი გალაქტიკის სხვადასხვა კუთხეში მიიმალა — მას შემდეგ, რაც იმპერიამ მათი დიდი ნაწილი დახოცა დიდი წმენდისას. მანდალორელთა ერთ-ერთ ცალკეულ ჯგუფს ერქვა ტომი. იგი თავს აფარებდა ნევაროზე მდებარე თავშესაფარს, მაგრამ იქაურობა დატოვა ერთ-ერთი მანდალორელის მხარდაჭერის და დაცვის შემდეგ. ტომის ცოცხლად დარჩენილი წევრების ნაწილი გაანადგურა იმპერიულმა ნამსხვრევმა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი მაინც გადარჩა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. სრული ვარსკვლავური ომები
  2. The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 11: მემკვიდრე
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიმანდალორული შეთქმულება
  4. The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 8: გამოსყიდვა
  5. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიუკანონო
  6. ენერგიის წყარო
  7. 8.0 8.1 8.2 Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიკონკორდ-დოუნის დამცველი
  8. 9.0 9.1 ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: მანდალორის გმირები
  9. The Official Star Wars Fact File Part 98 (MAN 1-4: Mandalore)
  10. 11.0 11.1 11.2 ასეთი მეგობრები
  11. TCW mini logo ვარსკვლავური ომები: კლონების ომებიმაცდუნებელი მოგზაურობა
  12. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიმანდალორის მემკვიდრეობა
  13. 14.0 14.1 The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 1: მანდალორელი
  14. ნაძირლები და ბოროტები: გალაქტიკის ყველაზე საშიში დამნაშავეების საქმეები
Advertisement