- "ვარსკვლავური ომები დიდი სამყაროა და Disney-ს ახალი ნაკადოვანი სერვისი გვაძლევს შესანიშნავ საშუალებას, გიამბოთ ამბები, რომელიც მრავალ თავს მოიცავს."
- ―ჯონ ფავროს ელექტრონული წერილი The New York Times-თან, ნაწყვეტი
მანდალორელი[9] არის მიმდინარე მხატვრული ტელესერიალი ვარსკვლავური ომების მიხედვით, რომელსაც აწარმოებს Lucasfilm. ეს სერიალი, რომლის ჩვენება 2019 წლის 12 ნოემბერს[2] ექსკლუზიურად დაიწყო[10] ნაკადოვან სერვის Disney+-ზე, აღწერს ჯედაის დაბრუნებიდან დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ მიმდინარე მოვლენებს. სერიალის ეპიზოდების სცენარის ავტორი და აღმასრულებელი პროდიუსერი არის ჯონ ფავრო[3]. გადაღება დაიწყო 2018 წლის ოქტომბერში. რეჟისორებს შორის არიან დეივ ფილონი (პირველი ეპიზოდი), ისევე, როგორც დებორა ჩაუ, რიკ ფამუივა, ბრაის დალას ჰოვარდი და ტაიკა ვაიტიტი.[6]
სიუჟეტის შეჯამება
ჯანგო და ბობა ფეტების ისტორიების შემდეგ ვარსკვლავური ომების სამყაროში ჩნდება კიდევ ერთი მეომარი. მანდალორელის მოვლენები მიმდინარეობს იმპერიის დამხობის შემდგომ, პირველი ორდენის აღმოცენებამდე. ჩვენ ვიხილავთ ეული მონადირის რთულ ცხოვრებას გალაქტიკის შორეულ კუთხეებში, ახალი რესპუბლიკისგან შორს....[9]
წარმოება
- "ვინაიდან სცენარის დიდი ნაწილი დავწერე, ჩვენზე მოვარგე და ისე, რომ ჰქონოდა მასშტაბი ვარსკვლავური ომების პირველი ფილმის, რომელიც შედარებით დაბალბიუჯეტიანი იყო, მიუხედავად გამაოგნებელი ეფექტებისა."
- ―ჯონ ფავრო
2005 წელს[11] ჯორკ ლუკასმა დაიწყო მხატვრული ტელესერიალის შემუშავება. ჩანაფიქრით, იგი აღწერდა ვარსკვლავური ომების კრიმინალურ სამყაროს.[12] პროდიუსერი რიკ მაკკალუმი მას ადარებდა ტელესერიალს დედვუდი და ფილმს ნათლია[13][14] და მიანიშნებდა, რომ მისი პერსონაჟები იქნებოდნენ ჯილდოზე მონადირეები.[15] 2007 წლის Toy Fair-ზე გამოჩნდა პოსტერი, რომელზეც მინიშნებული იყო ვარსკვლავური ომების მომავალ პროექტებზე, ხოლო სერიალთან დაკავშირებულ სურათზე გამოსახული იყო ბობა ფეტი.[16] შეიქმნა 50 სცენარი, რის შემდეგაც ლუკასი და მაკკალუმი მიხვდნენ, რომ არსებული ტექნოლოგიით სერიალის წარმოების ხარჯი ზედმეტად დიდი იქნებოდა. გადაწყდა, რომ პროექტზე მუშაობა დროებით შეჩერდებოდა.[14][17] 2012 წელს ლუკასმა საკუთარი კომპანია The Walt Disney Company-ს მიჰყიდა[18]. Disney-ს მფლობელობით შემუშავდა ფილმი ბობა ფეტის შესახებ, რომელიც შევიდოდა ანთოლოგიურ სერიაში.[19]
ახალი სერიალის წარმოების შესახებ 2017 წლის 9 ნოემბერს განაცხადა ბობ აიგერმა.[1] 2018 წლის 10 მაისს, ინტერვიუში ენტონი კარბონისთან, ფილმის სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი პრემიერამდე, ჯონ ფავრომ ახსენა, რომ ვარსკვლავური ომების მიხედვით სერიალის სცენარის ნახევარი ჰქონდა დაწერილი.[20] პრემიერისას, ინტერვიუში დენ კეისისთან (Nerdist) მან დაადასტურა, რომ სერიალის მოქმედება მიმდინარეობდა იავინის ბრძოლიდან შვიდი წლის შემდეგ და ახალ პერსონაჟებს წარადგენდა. ფავრომ აგრეთვე განაცხადა, რომ სერიალზე მუშაობამდე Lucasfilm-ს წარუდგინა შესაძლო სერიალის ოთხი სცენარი[21] და იზრუნებდა იმაზე, რომ მისი ხედვა ეკრანზე იქნებოდა გადატანილი.[22]
2018 წლის 6 აგვისტოს The New York Times-ში დაიწერა Disney+-ს, Disney-ს ახალი ნაკადოვანი სერვისის შესახებ და დაადასტურა, რომ ფავროს სერიალის ათი ეპიზოდის ბიუჯეტი შეადგენდა დაახლოებით 100 მილიონ აშშ დოლარს. წერილში The New York Times-თან ფავრომ განაცხადა, რომ დისნეის ახალი ნაკადოვანი სერვისით მათ ექნებოდათ რამდენიმეთავიანი ისტორიების თხრობის საშუალება.[23] 2018 წლის 26 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ფილმი, რომლის შესაძლო პერსონაჟი ბობა ფეტი უნდა ყოფილიყო, აღარ გამოვიდოდა, ხოლო Lucasfilm ყურადღებას გადაიტანდა მანდალორელზე.[24]
2018 წლის 13 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ პედრო პასკალთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები სერიალში მთავარ როლზე.[25] შემდეგ დღეს, Variety-ს თანახმად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდს შეუერთდა ჯინა კარანო.[26] 30 ნოემბერს Variety-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსახიობთა გუნდს ნიკ ნოლტიც დაემატა.[27] 12 დეკემბერს Lucasfilm-მა ოფიციალურად გამოაქვეყნა მსახიობთა სია, რომლითაც დადასტურდა პასკალის, კარანოს და ნოლტის მონაწილეობა და დაემატა ჯანკარლო ესპოსიტოს, ემილი სუოლოუს, კარლ უეზერსის, ომიდ აბტაჰის და ვერნერ ჰერცოგის სახელები.[7]
პირველი სეზონის გადაღება დასრულდა 2019 წლის თებერვალში.[28] ცნობილია, რომ ყოველი ეპიზოდის წარმოება ღირდა 15 მილიონი აშშ დოლარი.[29]
თავისი, როგორც სერიალის წამწყვანი პროდიუსერის საქმიანობის აღწერისას, ფავრო ამბობდა: "ეს არ ჰგავს მთავარი მზარეულის საქმეს. შენ ადგენ მენიუს, იყვან ხალხს, რომელიც თავის საქმეში კარგია, ხელმძღვანელობ ხალხს, რომლებიც კერძებს ამზადებენ, ბოლოს კი მიართმევ." სერიალზე მუშაობა მან შეადარა რკინის კაცს — პირველი Disney+-ის გაშვებას უკავშირდებოდა, მეორე კი — Marvel-ის კინოსამყაროსი. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ორივე პროექტზე მშვიდად მუშაობდა.[22]
წარმოებისას ფავრომ თავისი Instagram-ის ანგარიშზე გამოაქვეყნა სურათები გადაღებიდან.[30] ვარსკვლავური ომების შემქმნელი ჯორჯ ლუკასი ეწვია გადაღების მოედანს, ფავროსთვის მოულოდნელად.[31] ამონარიდი ჯონის საუბრიდან GQ Middle East-თან: "ერთი რა მითხრა [ჯორჯ ლუკასმა] — 'გახსოვდეს, ჯონ, ყველა ამბისა და მითის ნამდვილი მაყურებლები არიან მოზარდები', ვინაიდან ჯოზეფ კემპბელის ნამდვილი მიმდევარია."[32] ტაიკა ვაიტიტის თანახმად, სერიალი თავისი განწყობით ახლოს იქნება ვარსკვლავური ომების ორიგინალური ტრილოგიის ფილმებთან.[33] თავის ინტერვიუში რეჟისორმა ახსენა, რომ გადაიღო სცენა 50-60 მოიერიშის მონაწილეობით.[34] იცოდა რა, რომ ვარსკვლავური ომების ფანებს სხვა ელემენტებისადმი ინტერესიც ჰქონდათ, ფავრომ ისინი აიღო სერიალებიდან ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები|კლონთა ომები და აჯანყებულები, ისევე, როგორც ლეგენდების უწყვეტობიდან.[35]

მანდალორელის ჩანახატი, ავტორი ჯონ ფავრო.
როდესაც გადაღება მიმდინარეობდა მანჰეტენ-ბიჩზე (კალიფორნია), გადამღები ჯგუფის ტექნიკა მოიპარეს, რასაც მოჰყვა გამოძიება.[36][37] ILM-მა ლონდონში შექმნა ფილიალი, ILM TV, რომელიც იმუშავებს ამ და სხვა პროექტების გრაფიკაზე.[38] როგორც პირველად ითქვა კონფერენციის Disney Accelorator დროს,[39] სერიალის სპეციალური ეფექტების შექმნისას გამოყენებულია Epic Games-ის მიერ შემუშავებული ვიდეოთამაშების ძრავა.[40] გადაღება აგრეთვე მიმდინარეობს კალიფორნიაში, საწყობში, რომელსაც იყენებდნენ მოძრაობის დაჭერისთვის.[41]
2019 წლის 2 აპრილს, პირველი სეზონის გამოსვლამდე, Lucasfilm-ს დაუკვეთეს მეორე სეზონის გადაღება.[42] Collider-თან მეფე ლომის კინოვერსიაზე საუბრისას ფავრომ აღნიშნა, რომ წერდა მეორე სეზონის სცენარს და წარმოება დაწყებული იყო.[43]
მუსიკა
2018 წლის 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ სერიალისთვის მუსიკას დაწერდა შავი ავაზას კომპოზიტორი ლუდვიგ იორანსონი.[44] ფავრომ იორანსონი გაიცნო შავი ავაზას რეჟისორის, რაიან კუგლერის მეშვებოთ და ახალი პროექტის შესახებ ესაუბრა მანდალორელის წარმოებამდე ერთი წლით ადრე. როგორც ფავრომ Los Angeles Times-ს განუცხადა, მას სურდა, რომ მუსიკა ყოფილიყო "უფრო გაბედული, მკვეთრი და უფრო ტექნოლოგიურობით სავსე, ნახევრად ტექნოლოგიური, ნახევრად კლასიკური". იორანსონმა შთაგონებისთვის იმოგზაურა ბუნებაში, ეძებდა "ორგანულ" ჟღერადობას, რომელშიც აქტიურად იქნებოდა გამოყენებული სასულე საკრავები, ელექტრონულ და ორკესტრულ მუსიკასთან შერწყმით.[45]
გამოშვება
სერიალის პირველი ეპიზოდები გამოვა 2019 წლის 12 ნოემბერს.[2] მასთან დაკავშირებული საქონელის გამოვა Triple Force Friday-ს აღსანიშნავად, 2019 წლის 4 ოქტომბერს.[46] ფავრომ, ფილონიმ და მსახიობთა გუნდმა მანდალორელის პანელი წარადგინეს Celebration Chicago-ს ფარგლებში, 2019 წლის 14 აპრილს. ამავე ღონისძიების ფარგლებში დამსწრეებმა იხილეს სერიალის პირველი კადრები.[47] რამდენიმე დღის შემდეგ მსახიობები გამოჩნდნენ გადაცემაში Good Morning America.[48]
2019 წლის 23 აგვისტოს სერიალის პირველი ტრეილერი აჩვენეს ანაჰაიმში, D23 Expo-ს ფარგლებში, პანელზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ფავრო, ფილონი და მსახიობები — პასკალი, კარანო, უეზერსი, ვაიტიტი და მინგ-ნა ვენი.[49] 19 ოქტომბერს, Disney+-ის პრესისთვის გამართული ღონისძიებების დღეს, Disney-მ პრესის წარმომადგენლებისთვის წარადგინა 27 წუთიანი მონტაჟი.[50] მეორე და საბოლოო ტრეილერი გამოვიდა 2019 წლის 28 ოქტომბერს.[51] სერიალის მსახიობებმა და შემქმნელებმა მიიღეს მონაწილეობა პირდაპირ ეთერში გამართულ კითხვების და პასუხების ბლოკში, 13 ნოემბერს, პირველი ეპიზოდის ეთერში გასვლიდან შემდეგ დღეს.[52]
The Walt Disney Company-ს ალან ჰორნის თქმით, თუკი სერიალი ისეთივე შთამბეჭდავი იქნება, როგორიც ამჟამად არის, დასაშვებია მანდალორელის ან Disney+-ისთვის, ან კინოთეატრებისთვის ფილმის სახით გამოშვება.[53]
შემადგენლობა
- "შესანიშნავ დროს ვატარებთ ამ საოცრად ნიჭიერ კოლექტივთან მუშაობით და მოხარულები ვართ, რომ სხვებიც ხედავენ, თუ რას ვაკეთებთ."
- ―ჯონ ფავრო StarWars.com-თან საუბრისას როლების შემსრულებელთა ოფიციალური წარდგენისას
ტიპით
მსახიობები | გუნდი |
მსახიობები
გუნდი
|
ეპიზოდები
სეზონი | ეპიზოდი | პირველად ეთერში | უკანასკნელად ეთერში |
---|---|---|---|
პირველი | 8 ეპიზოდი[65] | 12 ნოემბერი, 2019[2] | 27 დეკემბერი, 2019[66] |
მეორე | [43] |
ბიბლიოგრაფია
- ლიტლტონი, სინთია (2017-11-09). 'ვარსკვლავური ომების' ახალი ტრილოგია მზადდება რაიან ჯონსონის მონაწილეობით, Disney-ს ნაკადოვან სერვისზე აგრეთვე გამოვა ტელესერიალი. Variety. არქივირებულია ორიგინალიდან, დრო და თარიღი: ნოემბერი 9, 2017. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 9, 2017.
ვარსკვლავური ომები: საუკეთესო 2018 წლიდან საიტზე StarWars.com
Triple Force Friday-ს ანონსი საიტზე StarWars.com (არქივის ბმული)
მანდალორელის გადაღებები დასრულებული, მეტ ლენტერი საუბრობს კლონთა ომებზე ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე
მანდალორელი და Vader Immortal Celebration Chicago-ზე ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე
მანდალორელის პანელის Celebration Chicago-ს ფარგლებში დადასტურება საიტზე StarWars.com (არქივის ბმული)
The Star Wars Show-ს პირდაპირი ეთერი და დართ რევანი Galaxy of Heroes-ში ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე
მანდალორელის პანელი - კვირა ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე
მანდალორელის მსახიობები სცენაზე SWCC 2019-ზე | The Star Wars Show Live! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე
SWCC 2019: იხილეთ ახალი ფოტოსურათები მანდალორელიდან საიტზე StarWars.com
SWCC 2019: 9 რამ, რაც შევიტყვეთ მანდალორელის პანელიდან საიტზე StarWars.com (არქივის ბმული)
მივემგზავრებით D23 Expo-ზე! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე
D23 Expo 2019: ნაჩვენებია მანდალორელის პოსტერი საიტზე StarWars.com (არქივის ბმული)
- ჰიბერდი, ჯეიმზ (5 სექტემბერი, 2019). მანდალორელი უნიღბოდ: 'ისეთი რამ გავაკეთეთ, რაც ვარსკვლავური ომების ფანებს ჯერ არ უნახავთ'. წაკითხვის თარიღი: სექტემბერი 5, 2019.
6 მნიშვნელოვანი რამ მანდალორელის საბოლოო ტრეილერიდან საიტზე StarWars.com
ჩვენ ვესაუბრებით მანდალორელის მსახიობებს და ვაფეთქებთ ჯაბას ბარჟას ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე
კამერონ მონაგანი საუბრობნს Jedi: Fallen Order-ზე, ცნობილია ახალი პერსონაჟი მანდალორელიდან ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე
შენიშვნები და სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 ლიტლტონი, სინთია (2017-11-09). 'ვარსკვლავური ომების' ახალი ტრილოგია მზადდება რაიან ჯონსონის მონაწილეობით, Disney-ს ნაკადოვან სერვისზე აგრეთვე გამოვა ტელესერიალი. Variety. არქივირებულია ორიგინალიდან, დრო და თარიღი: ნოემბერი 9, 2017. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 9, 2017.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3
D23 Expo 2019: ნაჩვენებია მანდალორელის პოსტერი საიტზე StarWars.com (არქივის ბმული)
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3
ჯონ ფავრო იქნება ვარსკვლავური ომების მხატვრული ტელესერიალის აღმასრულებელი პროდიუსერი და სცენარისტი საიტზე StarWars.com
- ↑ 4.0 4.1 მანდალორელის პროექტი, ერთფურცლიანი დოკუმენტი 10.9. წაკითხვის თარიღი: ოქტომბერი 18, 2019.
- ↑ მანდალორელი | Disney+ Originals. წაკითხვის თარიღი: სექტემბერი 23, 2019.
- ↑ 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 6.11 6.12 6.13 6.14 6.15 6.16 6.17
მანდალორელის პირველი კადრი, ცნობილია რეჟისორები საიტზე StarWars.com (არქივის ბმული)
- ↑ 7.00 7.01 7.02 7.03 7.04 7.05 7.06 7.07 7.08 7.09 7.10 7.11 7.12 7.13 7.14 7.15 7.16
პედრო პასკალი არის მანდალორელი საიტზე StarWars.com
- ↑ D23 Expo 2019-ზე ნაჩვენები ამ ქრონოლოგიის თანახმად, მანდალორელის მოვლენები ვითარდება ჯედაის დაბრუნებიდან ხუთი წლის შემდეგ. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ეს ჯედაის დაბრუნების მოვლენები ვითარდება 4 წელს, ასე, რომ მანდალორელის მოვლენები 9 წელს ვითარდება.
- ↑ 9.0 9.1
ჯონ ფავრო აცხადებს "მანდალორელის" გამოშვების შესახებ. ჯონ ფავრო (ოქტომბერი 3, 2018, 4:17 pm UTC). "#StarWars #TheMandalorian" (ეკრანის ანაბეჭდი)
- ↑
მანდალორელის გადაღებები დასრულებული, მეტ ლენტერი საუბრობს კლონთა ომებზე ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე
- ↑
starwars.com Celebration III-ზე: მადლბა შემქმნელს: ჯორჯ ლუკასი საიტზე StarWars.com (ამჟამად მოძველებულია; არქივის ბმული)
- ↑ მხატვრული ტელესერიალის სამუშაო სახელწოდება ცნობილია. TheForce.net.
- ↑ ვაინტრაუბი, სტივ (იანვარი, 2012). პროდიუსერი რიკ მაკკალუმი საუბრობს წითელ კუდებზე და ვარსკვლავური ომების მხატვრულ ტელესერიალზე; სერიალს აღწერს როგორც "კვლავ სტეროიდებზე შემჯდარ იმპერიის საპასუხო დარტყმას". Collider.com.
- ↑ 14.0 14.1 შეცდომა თარგი Cite web-ში: უნდა მიუთითოთ პარამეტრები archiveurl და archivedate ან არც ერთი მათგანიჯონსტონი, რეიმონდ (6 ოქტომბერი, 2011). ვარსკვლავური ომების ტელესერიალი, შესაძლოა, პრაღაში გადაიღონ.
- ↑ ელიოტი, შონ (10 მაისი, 2006). ექსკლუზიური ინტერვიუ: ვარსკვლავური ომების პროდიუსერი რიკ მაკკალუმი საუბრობს 3D და ტელესერიალებზე. ifMagazine.com.
- ↑ Jedi Temple Archives Toy Fair 2007-ზე.
- ↑ Orange, B. Alan (May 25, 2011). ვარსკვლავური ომების 3D და მხატვრული ტელესერიალის სიახლეები ჯორჯ ლუკასისგან. movieweb.com.
- ↑ მუჩა, ზენია (30 ოქტომბერი, 2012). Disney შეიძენს Lucasfilm Ltd.-ს. The Walt Disney Company.
- ↑ ბრეზნიკანი, ენტონი (26 ოქტომბერი, 2018). ვარსკვლავური ომების პროდიუსერები აჩერებენ მუშაობას ბობა ფეტის ცალკეულ ფილმზე. Entertainment Weekly.
- ↑
პირდაპირი ეთერი სოლოს წითელი ხალიჩიდან! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე
- ↑ მარნელი, ბლერ (11 მაისი, 2018). ექსკლუზიური დეტალები ჯონ ფავროს 'ვარსკვლავური ომების' ტელესერიალის შესახებ. nerdist.com. არქივირებულია ორიგინალიდან, დრო და თარიღი: სექტემბერი 17, 2018.
- ↑ 22.0 22.1 ბელონი, მეთიუ (21 აგვისტო, 2019). ჯონ ფავროს 'ვარსკვლავური ომების' სერიალი 'მანდალორელი', გეგმები Marvel-ში და ახალი საქმიანობა. The Hollywood Reporter. hollywoodreporter.com.
- ↑ ბარნსი, ბრუკს. Disney-ს ნაკადოვანი სერვისი აქტიურდება.. nytimes.com. არქივირებულია ორიგინალიდან, დრო და თარიღი: აგვისტო 6, 2018. წაკითხვის თარიღი: აგვისტო 6, 2018.
- ↑ ჰოლმსი, ადამ (26 ოქტომბერი, 2018). ბობა ფეტის ფილმი აღარ გამოვა. წაკითხვის თარიღი: ოქტომბერი 26, 2018.
- ↑ ლუსიე, ჟერმენი (13 ნოემბერი, 2018). მანდალორელში მთავარ როლს შეასრულებს პედრო პასკალი სატახტოთა თამაშებიდან. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 13, 2018.
- ↑ ოტერსონი, ჯო (2018-11-14). ჯინა კარანო უერთდება 'ვარსკვლავური ომების' სერიალ 'მანდალორელს'. Variety. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 14, 2018.
- ↑ ოტერსონი, ჯო (2018-11-30). 'მანდალორელის' მსახიობებს ემატება ნიკ ნოლტი. Variety. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 30, 2018.
- ↑ ნიუბოლდი, მარკ (16 თებერვალი, 2019). მანდალორელი: გადაღებები დასრულდა!. fanthatracks.com.
- ↑ ფრანკლინი, გართ (11 ივლისი, 2019). მომოას “იხილე” და “მანდალორელი” მთელი ქონება ღირდა. Dark Horizons.
- ↑
ჯონ ფავროს სურათები მანდალორელის გადაღებიდან საიტზე StarWars.com
- ↑
მანდალორელი. ჯონ ფავრო (ოქტომბერი 19, 2018). წაკითხვის თარიღი: ოქტომბერი 20, 2018.
- ↑ მალელი, უილიამ (25 ივლისი, 2019). აი, რაზე ისაუბრეს ჯონ ფავრომ და ლუკასმა მანდალორელთან დაკავშირებით. GQ Middle East. gqmiddleeast.com.
- ↑ ტოპელი, ფრედ (4 თებერვალი, 2019). 'მანდალორელის' რეჟისორის ტაიკა ვაიტიტი აცხადებს, რომ 'ვარსკვლავური ომების' პირველი მხატვრული სერიალი ახლოს არის ორიგინალურ ტრილოგიასთან [TCA 2018]. /Film.
- ↑ დ'ალესანდრო, ენტონი (2019-02-04). ტაიკა ვაიტიტი გადაიღებს 'გალაქტიკის მცველების' მესამე ფილმს?. Deadline. წაკითხვის თარიღი: თებერვალი 5, 2019.
- ↑ 35.0 35.1 35.2 35.3
მანდალორელის პანელი - კვირა ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე
- ↑ უოლტერსი, მაიკ; სტაინერი, ერიკა (24 ოქტომბერი, 2018). პოლიცია იძიებს ქურდობას ვარსკვლავური ომების სერიალის გადაღებისას.. theblast.com.
- ↑ პარკერი, რაიან (25 ოქტომბერი, 2018). მასშტაბური ქურდობა სტუდიაში, რომელშიც იღებენ ვარსკვლავური ომების ტელესერიალ მანდალორელს. The Hollywood Reporter. hollywoodreporter.com.
- ↑ Industrial Light & Magic ხსნის ILM TV-ს. ilm.com. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 7, 2018.
- ↑ 2018 წლის Disney Accelerator-ის ნიმუშების დღე ნაჩვენები იქნება ABCNews.com-ზე. thewaltdisneycompany.com (9 ოქტომბერი, 2018).
- ↑ ნოვატორები. dga.org (გაზაფხული, 2019).
- ↑ ჩიტვუდი, ადამ (18 აპრილი, 2019). 'მანდალორელის' მსახიობი ჯანკარლო ესპოსიტო აღწერს 'ვარსკვლავური ომების' სერიალში გამოყენებულ ახალ ტექნოლოგიას. collider.com.
- ↑ მარკი, კრისტოფერ (2 აპრილი, 2019). ექსკლუზივი: Disney+-ზე უკვე მოსალოდნელია ვარსკვლავური ომების მხატვრულ სერიალ მანდალორელის მეორე სეზონი. hnentertainment.co.
- ↑ 43.0 43.1 ჩიტვუდი, ადამ (12 ივლისი, 2019). ექსკლუზივი: ჯონ ფავრო ამბობს, რომ უკვე წერს სცენარს და იღებს 'მანდალორელის' მეორე სეზონის პირველ სცენებს. Collider.
- ↑ 44.0 44.1
ლუდვიგ იორანსონი დაწერს მუსიკას მანდალორელისთვის საიტზე StarWars.com
- ↑ ჰარპერი, მარკეს (1 ნოემბერი, 2019). 'შავი ავაზას' კომპოზიტორ ლუდვიგ იორანსონის ახალი ჟღერადობა 'ვარსკვლავური ომების' ტელესერიალ 'მანდალორელში'. Los Angeles Times. latimes.com.
- ↑
Triple Force Friday-ს ანონსი საიტზე StarWars.com (არქივის ბმული)
- ↑
მანდალორელის პანელის Celebration Chicago-ს ფარგლებში დადასტურება საიტზე StarWars.com (არქივის ბმული)
- ↑ 'მანდალორელის' მსახიობები და შემქმნელები აზიარებენ 'ვარსკვლავური ომების' სერიალის დეტალებს. goodmorningamerica.com (19 აპრილი, 2019).
- ↑
შორეული, შორეული გალაქტიკა ახლა ოდნავ დიდია… საიტზე StarWars.com (არქივის ბმული)
- ↑ გემილი, ელი (19 ოქტომბერი, 2019). 'მანდალორელის' პირველ რეაქციებში Disney+-ის 'ვარსკვლავური ომების' ტელესერიალი აღწერილია როგორც 'სრულიად არაჩვეულებრივი'.
- ↑
მანდალორელი – ოფიციალური ტრეილერი 2 | Disney+ | 12 ნოემბერს ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე
- ↑
ანონსი. Star Wars (ნოემბერი 13, 2019, 5:57 pm UTC). წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 13, 2019, 7:03 pm UTC. "დღეს საღამოს! ჩართეთ კითხვები და პასუხები #TheMandalorian-ის მსახიობებთან და შემქმნელებთან, Verizon-ის მხარდაჭერით. იხილეთ აქ: 8:30pm PST." (ეკრანის ანაბეჭდი)
- ↑ თორნი, უილ (12 ნოემბერი, 2019). Disney Studios-ის ხელმძღვანელი ალან ჰორნი სკორსეზეს და Marvel-ის დაპირისპირებაზე, გამომწვევი ბიზნესის გამოწვევებზე. Variety.
- ↑ 54.0 54.1 54.2 ბრეზნიკანი, ენტონი (14 აპრილი, 2019). აი რა მოხდა მანდალორელის საიდუმლო კადრებში. წაკითხვის თარიღი: აპრილი 15, 2019.
- ↑ 55.0 55.1 ენტონი ბრეზნიკანი (2019-11-4). პირველად: მინგ-ნა ვენის ვარსკვლავური ომების მკვლელი მანდალორელიდან. Vanity Fair.
- ↑
-. ჯონ ფავრო (მარტი 21, 2019). წაკითხვის თარიღი: მარტი 21, 2019.
- ↑ ბრეზნიკანი, ენტონი (14 აპრილი, 2019). მანდალორელს აღწერენ როგორც კლინტ ისტვუდს ვარსკვლავურ ომებში. წაკითხვის თარიღი: აპრილი 15, 2019.
- ↑ 58.0 58.1 58.2 58.3 58.4 58.5 58.6 58.7
მანდალორელი – "თავი 1", ტიტრები
- ↑
მანდალორელი – "თავი 2", ტიტრები
- ↑ Breznican, Anthony (2019-11-22). მანდალორელი, მესამე ეპიზოდი: დამალული სიურპრიზები: სიცოცხლის დღე, რკინის კაცი, პრინცესა ლეია და სხვები. Vanity Fair. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 22, 2019.
- ↑ გრიფინი, დეივიდ (24 აგვისტო, 2019). მანდალორელი: 12 ახალი სურათი Disney+-ის ვარსკვლავური ომების სერიალიდან. წაკითხვის თარიღი: აგვისტო 24, 2019.
- ↑
@TheEricGoldman (ერიკ გოლდმენი) Twitter-ზე "ბობ აიგერი ამბობს, რომ მინგ-ნა ვენი 'მანდალორელში' მონაწილეობს! ოპერატორია? ახმოვანებს? (საიდან შევიტყვეთ? მე არ ვიცოდი!) #D23Expo"
- ↑
@NatTenaLady (ნატალია ტენა) Twitter-ზე "@themandalorian-ის ტრეილერი, როგორც იქნა, გამოვიდა! შეგიძლიათ, იპოვოთ ჩემი სხვისტომის იისფერი სახე? მოხარული ვარ, რომ ამ მაგარ სერიალში ვმონაწილეობ, ჩემში დამალული გიკი, გამობმული ზანზალაკებით, სალტოებით დახტის."
- ↑ სნოუდენი, სკოტი (2 მაისი, 2019). 'მანდალორელი': აი, რაც ვიცით ამ დროისთვის 'ვარსკვლავური ომების' მხატვრულ სერიალზე. წაკითხვის თარიღი: ივნისი 10, 2019.
- ↑ კაუჩი და მაკმილანი, აარონ და გრეიემ (10 დეკემბერი, 2018). 'მანდალორელი': ჯონ ფავროს მიერ Star Wars Celebration-ზე წარდგენილი Disney+-ის სერიას ნაწყვეტი. The Hollywood Reporter.
- ↑ მანდალორელი, მედიაკომპლექტი. Walt Disney-ს მომხმარებლებთან ურთიერთობის და საერთაშორისო მედიაცენტრი. წაკითხვის თარიღი: ოქტომბერი 18, 2019.
ბმულები
მანდალორელი Internet Movie Database-ში
მანდალორელი ვიკიპედიაში
მანდალორელი | |
პირველი სეზონი | 1 · 2 · 3 · 4 · 5 · 6 · 7 · 8 · |
მეორე სეზონი | |
საუნდტრეკები | პირველი სეზონი: 1 · 2 · 3 · 4 · 5 |