- „ნუ შეგეშინდებათ მათი სუსტი დარტყმის, ერთგულნო. ვერაფერი შეაჩერებს სითების დაბრუნებას!“
- ―დართ სიდიუსი მიმართავს ერთგულ სითებს
მარადიული სითები ეწოდებოდა საიდუმლო კულტს, რომლის მიზანი იყო გალაქტიკური იმპერიის და სითების ორდენის აღდგენა. ახალი რესპუბლიკის ეპოქაში სითი კულტისტები დასახლდნენ პლანეტა ექსეგოლზე, გალაქტიკის უცნობ რეგიონებში მდებარე სითების ძველ ბასტიონზე. სითების ციტადელში მათ გააცოცხლეს დართ სიდიუსი, ერთ-ერთი ორი სითი ლორდიდან, რომელიც არსებობდა წლების წინ დართ ვეიდერის მიერ სიკვდილის ვარსკვლავის შახტში მის ჩაგდებამდე. მარადიული სითები აგრეთვე თვალს ადევნებდნენ ვეიდერის შვილიშვილს, კაილო რენს, რადგან მას სითების პოტენციურ მემკვიდრედ განიხილავდნენ.
ათწლეულების განმავლობაში მარადიული სითები ფარულად მუშაობდნენ ფლოტის შექმნაზე, რომელშიც შედიოდნენ „ზისტონის“ კლასის ვარსკვლავური ნაღმოსნები, აღჭურვილი ღერძოვანი სუპერლაზერული ქვემეხებით და TIE/dg ტიპის ვარსკვლავური გამანადგურებლები. გარდა ამისა, ისინი წვრთნიდნენ ჯარს, რომელშიც შედიოდნენ მათი ბოლომდე ერთგული მოიერიშეები. შეიარაღებული ძალების რიგების შესავსებად მარადიული სითების კულტისტები ექსეგოლზე სინორჩის ასაკიდან ამზადებდნენ ჯარისკაცებს, რომლებსაც ასწავლიდნენ ძალის ბნელი მხარის რაობას. მათ სწამდათ, რომ ჰქონდათ სრული უფლება, ემართათ გალაქტიკა.
პირველი ორდენის და წინააღმდეგობის ომის პერიოდში მარადიული სითები ემზადებოდნენ ფლოტის პირველი ორდენის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად გასაგზავნად. რენმა, რომელმაც მარადიული სითების საბოლოო გამოცდა გაიარა, მოკლა რა საკუთარი მასწავლებელი, უზენაესი მეთაური სნოუკი, შეიტყო, რომ იგი იყო მემკვიდრე ახალი იმპერიის, რომელიც უცნობი რეგიონებიდან აღორძინებისთვის ემზადებოდა. თუმცა, ნამდვილი მემკვიდრე აღმოჩნდა დართ სიდიუსი, რომელმაც, მას შემდეგ, რაც რეის და კაილოს წაართვა ენერგია, დაიბრუნა გალაქტიკური იმპერატორის მოსასხამი. მიუხედავად ტირანის სრული გაცოცხლებისა, მარადიული სითები გაანადგურეს ბრძოლისას, იმპერატორთან და სხვა მოკავშირეებთან ერთად.
გამოჩენები[]
- Star Wars Battlefront II (DLC)
- დართ ვეიდერი (2020) 11
- Star Wars: Squadrons (მხოლოდ ხსენება)
- Star Wars: Hunters (მხოლოდ ემბლემა)
- სითების ჩრდილი
- სითების ჩრდილი, აუდიოწიგნი
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება (პირველი გამოჩენა)
- ვარსკვლავური ომები: თავგადასავლების გალაქტიკა – პირველი ორდენი წინააღმდეგობის წინააღმდეგ
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: გაფართოებული გამოცემა
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: გაფართოებული გამოცემა, აუდიოწიგნი
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: საყმაწვილო რომანი
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: საყმაწვილო რომანი, აუდიოწიგნი
- ხოტბა სნეპს — ვარსკვლავური ომები (2020) 25
არაკანონიკური გამოჩენები[]
- Fortnite X Star Wars
- ვარსკვლავური ომები: ხედვები — ᲢᲧᲣᲞᲔᲑᲘ (მოგონებებიდან)
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga
წყაროები[]
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი IX: სკაიუოკერის აღზევება
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი
- ↑ ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი უთითებს, რომ სკაიუოკერის აღზევების მოვლენები ვითარდება ძალის გამოღვიძებიდან ერთი წლის თავზე. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთიტებს, რომ ძალის გამოღვიძების მოვლენები ვითარდება იავინის ბრძოლიდან 34 წელს, სკაიუოკერის აღზევების მოვლენები ვითარდება 35 წელს.