ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია ჯედაების ახალი ორდენიოსტატი.
იხილეთ აგრეთვე ძველი რესპუბლიკის ოსტატი ჯედაი მარა ან სატვირთო გემი მარა.

მე მეომარი ვარ. ყოველთვის მეომარი ვიყავი. ხოლმე საქმე არ მქონია და უბედური ვიყავი. გამოწვევები მსურს, მაკლია.
―მარა ჯეიდ სკაიუოკერი[12]

მარა ჯეიდ სკაიუოკერი სხვადასხვა დროს იყო იმპერატორის ხელი, კონტრაბანდისტი და ოსტატი ჯედაი, რომელიც ჯედაების უზენაეს საბჭოში შედიოდა. იგი აღზარდეს როგორც იმპერატორ პალპატინის ერთგული მსახური და ლიკვიდატორი, აგრეთვე ძალის კარგი მცოდნე. როგორც იმპერატორის ხელი, იგი გულგრილად კლავდა როგორც აჯანყებულებს, ასევე იმპერიის კორუმპირებულ წარმომადგენლებს. პალპატინისადმი დაქვემდებარებული ლიკვიდატორის რანგში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ პროფესიონალთან ემზადებოდა, მათ შორის — ძალის მცოდნეებთან, რასაც დაემატა ლუკ სკაიუოკერისგან სწავლების პერიოდი. პალპატინის აღსასრულის შემდეგ მიიღო დავალება — მოეკლა ლუკი, თუმცა პალპატინის გარეშე იგი იმპერიას მოწყდა. მარა შეუერთდა კონტრაბანდისტების წინამძღოლ ტელონ კარდს, გახდა მისი ერთ-ერთი საუკეთესო კონტრაბანდისტი და თანაშემწე. გრანდ-ადმირალ თრონის კამპანიის დროს იგი იძულებით მუშაობდა სკაიუოკერთან, რომელთანაც თბილი უერთიერთობა ჩამოუყალიბდა. გალაქტიკური სამოქალაქო ომის პერიოდში მან მრავალ სფეროში ოსტატობა გამოიჩინა — იყო კარგი პილოტი და ტექნიკოსი, ძალისადმი მიმართვის გარეშე ემზადებოდა ბლასტერის გამოყენებასა და ხელჩართულ ბრძოლაში.

წლების განმავლობაში მარა განაგრძობდა კარდისთვის მუშაობას და ამავე დროს, სკაიუოკერთანაც მომზადებას — მცირე ხნის განმავლობაში, იავინ-4-ზე, ჯედაების პრაქსეუმში. კარდის ინიციატივით იგი მოხვდა კონტრაბანდისტების ალიანსში და ხანმოკლე დროით ჰქონდა ურთიერთობა ლენდო კალრისიანთან, თუმცა მოგვიანებით ამბობდა, რომ ეს მხოლოდ ხუმრობით გააკეთა. სინამდვილეში, იგი უფრო მეტად უახლოვდებოდა სკაიუოკერს და მასთან ერთად სხვადასხვა მისია არა ერთხელ შეუსრულებია — მაგალითებია ალმანური აჯანყება და კორელიური კრიზისი. იავინის ბრძოლიდან 19 წელს ისინი, ნირაუნზე მისიის შესრულებისას მიხვდნენ, რომ ერთმანეთი უყვარდათ და ერთად ყოფნა სურდათ.

სკაიუოკერთან დაქორწინების შემდეგ მარა გახდა სკაიუოკერი და ჯედაების ახალი ორდენისადმი ერთგული ოსტატი ჯედაი. იუუზან-ვონგური ომის დაწყებამდე იგი ავად გახდა, მოიწამლა რა იუუზან-ვონგი აგენტის მიერ გამოყენებული კუმბის სპორებით. ძალის მეშვეობით მან შეანელა მათი მოქმედება და, ამავე დროს, განაგრძობდა სხვადასხვა ველზე, დანტუინზე და ითორზე, უცხომიწელ დამპყრობლებთან ბრძოლას. ვირუსმა იგი დატოვა მხოლოდ 26 წელს, შვილის, ბენის დაბადების შემდეგ. ოსტატის წოდების მიღების შემდეგ მარამ მოწაფედ აიყვანა ჯეინა სოლო. იგი იბრძოდა იუუზან-ვონგების წინააღმდეგ და, კორუსანტის დაცემის შემდეგ იგი, ახალი რესპუბლიკის თავისუფალი ალიანსების გალაქტიკურ ფედერაციად გარდაქმნისას დაეხმარა კალ ომასს სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობის დაკავებაში. მისმა წვლილმა, შეტანილმა იუუზან-ვონგებთან ომში, საბოლოო შედეგი გამოიღო კორუსანტზე, მათი უზენაესი მბრძანებლის, შიმრა ჯამაანიაღსასრულით.

შემდგომ წლებში მარა ჯეიდი აქტიური იყო ბნელი ბუდის კრიზისის დროს და მისი შემდგომი ნაყარის ომის დროს. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეინარ თალის და ინსექტოიდი კილიკის ექსპანსიური გეგმების დამხობაში. იგი მოითხოვდა კილიკებთან გაერთიანებული ჯედაების საბჭოდან გაძევებას, ვინაიდან ისინი საკუთარ უნარებს ჩისებთან საბრძოლველად იყენებდნენ. მეორე გალაქტიკური სამოქალაქო ომის პერიოდში მარა კვლავ ლუკთან ერთად კონფედერაციის წინააღმდეგ მოქმედებდა. ორივე ებრძოდა სით ლუმიას და დაცემულ ჯედაი ალემა მარს, თუმცა ვერც ერთი დაამარცხეს. ომის მძინვარებისას მარა მოკლა ჯეისენ სოლომ, რომელიც სითების მხარეს გადავიდა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement