ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

OnACanonArticle

Blue-question-mark

სტატიის სათაური სავარაუდოა

მიუხედავად იმისა, რომ სტატია ეფუძნება კანონიკურ ინფორმაციას, სათაური სავარაუდოა.

ქალი, რომელიც იყო მარის დედა და გალაქტიკური იმპერიის გენერალ სკარჰორნის ცოლი, ცხოვრობდა გალაქტიკაში.[1] იავინის ბრძოლიდან 3—4 წლებში[2] ერთხელ იგი მარისთან ერთად[1] იმყოფებოდა პლანეტა[3] გარელზე, იმპერიულ კომპლექსში, სადაც სკარჰორნი გამოდიოდა საბრძოლო მასალების ქარხნის გახსნისადმი მიძღვნილი სიტყვით. მარის დედამ მოიწონა მისი გამოსვლა და მარის უთხრა, რომ ქმრით ამაყობდა. ამ დროს მკვლელმა, რომელმაც გაიტაცა ყველგან მავალი სადაზვერვო გადამყვანი, გენერალს იარაღი დაუმიზნა და უთხრა, რომ უდანაშაულოთა მიმართ ჩადენილისთვის პასუხს აგებდა. იმპერიელმა ბაილერტ ველენსმა სცადა გენერლის გადარჩენა, რა დროსაც მარი პლატფორმიდან გადმოვარდა. შეშინებულმა ქალმა იყვირა, მაგრამ ველენსმა შეძლო ბავშვის გადარჩენა.[1]

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 ჯილდოზე მონადირეები 24
  2. კომიქსში ჯილდოზე მონადირეები 24 მოქმედება ვითარდება იმპერიის საპასუხო შეტევის და ჯედაის დაბრუნების შუალედში. როგორც განსაზღვრავს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, პირველში მოვლენათა განვითარების დროა 3 იბშ, ხოლო მეორეში — 4 იბშ.
  3. StarWars-DatabankII Garel Databank-ში (არქივის ბმული)
სხვა ენებზე