- „მე კობ ვენთი ვარ, მოს-პელგოს მარშალი.“
- ―კობ ვენთის და დინ ჯარინის საუბრიდან
მარშალი იყო წოდება, რომელსაც სხვა უმაღლესი სტატუსის მქონე პირები ფლობდნენ. კლონების ომების დროს მას ატარებდა ფარა, გარე რგოლის პლანეტა ვალლტიდან. მარშალის რანგში იგი თავის ფრაქციას უპირისპირებდა ვალლტის მთავრობას, მოგვიანებით კი მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება და დაეუფლა როგორც მთავრობას, ასევე მთლიან პლანეტას.[1] მოს-პელგოში, პლანეტა ტატუინზე, ადგილობრივი სამართალდამცავი, კობ ვენთი, ცნობილი იყო როგორც „მარშალი“ და ამავე წოდებას ატარებდა.[6] კარასინთია დიუნი მოგვიანებით მარშალის რანგში ნევაროს ქალაქში ცხოვრებისას მსახურობდა[5] და სტატუსი ოფიციალურად მიიღო ახალი რესპუბლიკისგან.[2]