ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

მაქს რებოს ჯგუფი იყო თორმეტი წევრისგან შემდგარი მუსიკალური ჯგუფი, რომელიც უკრავდა ჰატ ჯაბას სასახლეში, პლანეტა ტატუინზე. ჯაბასთვის და მისი გარემოცვისთვის ჯგუფმა დაუკრა სიმღერა ჯედაის რხევა, ხოლო ჯაბამ მისი შესრულება კვლავ ითხოვა[1]. მეორე შესრულებისას ჰატმა თავისი მონა ულა რანკორის ორმოში ჩააგდო, სადაც ტვი'ლეკი დაიღუპა. შემდეგ ჯგუფმა იხილა ლეია ორგანა, გადაცმული ჯილდოზე მონადირე ბაუშად, რომელმაც ვუკი ჩუბაკას სანაცვლოდ გარკვეული საზღაური ითხოვა. მოგვიანებით, როდესაც მან კარბონიდან გაათავისუფლა კონტრაბანდისტი ჰან სოლო, ჯგუფის რამდენიმე წევრი იმყოფებოდა ოთახში, სადაც ჯაბა იმალებოდა. ჯგუფის სულ მცირე, ერთი წევრი, თავად მაქსიმილიან რებო, ჯაბას ბარჟით გაემგზავრა კარკუნის დიდი ორმოსკენ.[3]

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement