მაჯო რილუ იყო თვითმარქვია გაიძვერა. ერთ დროს მუშაობდა კამინოელ მეცნიერ კოლაკ პრუსთან, მაგრამ მოგვიანებით ეს საქმიანობა მიატოვა. თუმცა, პრუმ მისი კლონი შექმნა, რომელსაც იყენებდა როგორც თანაშემწეს.
მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ მანდრაგონულმა ბრბომ პრუს დაავალა სასიკვდილო მწოველი ეკლიანი მცენარის კლონირება, მაჯომ დაიფიცა, რომ მოძებნიდა და გაანადგურებდა მას. ამ მიზნით მან შავ ბაზარზე შეიძინა დეფოლიატორი ყუმბარა და დაიქირავა კონტრაბანდისტები ჰან სოლო და ჩუბაკა, რომლებიც, იმ მიზნით, რათა გვონგდინის ქვესაცავებში შეეღწია, დაარწმუნა, რომ დაგეგმილი ჰქონდა მხოლოდ ერთ-ერთი შენახული ყუთის მოპარვა. სოლოს, ჩუბაკას და მეკობრე ჰონდო ონაკას დახმარებით, მან ყუმბარა ქვესაცავებში შეიტანა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ პრუს მცენარე უკვე დაუმალავს. კოლაკის ძიებისას მაჯო საკუთარ კლონს შეხვდა, ებრძოდა და დაამარცხა. განასახიერებდა რა ამ კლონს, მან შეაღწია პრუს ხომალდზე, შეიტანა ყუმბარა, რომელიც აამოქმედა, გაანადგურა მცენარე და, როგორც თავდაპირველად ჩანდა, თავადაც დაიღუპა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ იგი გადარჩა. მოგვიანებით მაჯო დაუკავშირდა ონაკას, რომელსაც დაეხმარა ბაზინი ნეტალისგან ათასწლოვანი შავარდენის ბატუუზე დაბრუნებაში.[1]
გამოჩენები[]
შავარდენის გაფრენა, ნაწილი 1: ჯაშუშური თამაშები — ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები (2017) 14 (პირველი ხსენება) (მხოლოდ ირიბი ხსენება)
შავარდენის გაფრენა, ნაწილი 3: კვლავ შინ — ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები (2017) 16 (მხოლოდ ირიბი ხსენება)- მეკობრის ფასი (აგრეთვე აუდიოწიგნი) (პირველი გამოჩენა)
- ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: შავარდენის გაფრენა
წყაროები[]
- ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები (მხოლოდ ირიბი ხსენება)