ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

ექსეგოლის გეზი სითების მგეზავში დაშიფრული. ეს სანავიგაციო დამხმარეა, რომლის მფლობელი პლანეტას პოულობს. შექმნილია ასეთი მხოლოდ ორი, მათი ადგილმდებარეობა კი გასაიდუმლოებულია.
ლუკ სკაიუოკერი[3]

მგეზავები წარმოადგენდნენ უძველესი ტექნოლოგიის ნიმუშებს. ჯედაების და სითების მიერ შექმნილ ამ არტეფაქტებს კოსმოსის შორეულ კუთხეებში სამოგზაუროდ იყენებდნენ. მათ შესამუშავებლად შეისწავლეს პერგილების ტვინები, ვინაიდან სწორედ ამ, კოსმოსური ფაუნის წარმოდგენლებს, შეეძლოთ ჰიპერსივრცეში ბიოლოგიურად გადაადგილება.

ორივე რელიგიის მიმდევრებმა მგეზავები დაუკავშირეს ძალას. ამრიგად, მხოლოდ ძალისადმი მგრძნობიარეს თუ შეეძლო მგეზავის ამოქმედება, რაც უზრუნველყოფდა უსაფრთხოებას და მის საიდუმლოდ შენახვას. მსგავსი წესით შექმნეს ჯედაების ვარსკვლავური კომპასებიც.[1]

მოქმედებისას, მგეზავები ტექნოლოგიას და საფრენ სისტემებს ნავიგაციის საშუალებებს უკავშირებდნენ. ჯედაების უძველეს ნაწერებში მგეზავები რამდენიმეჯერ იყო მითითებული, რაც ნიშნავს, რომ მოწყობილობები შექმნეს ათასობით წლის წინ.

იავინის ბრძოლიდან 35 წელს კაილო რენმა მუსტაფარზე მოიპოვა დართ ვეიდერის სითური მგეზავი. რამდენიმე დღის შემდეგ რეიოჩის სამართებელზე ამოტვიფრული სითური წარწერებით დაადგინა მეორე მგეზავის ადგილმდებარეობა, რაც აღმოჩნდა სიკვდილის ვარსკვლავი II, მდებარე ოკეანეებით დაფარულ კეფ ბირზე, ენდორის მთვარეზე. დართ სიდიუსის პირად არქივში, სატახტო დარბაზში, რეიმ მგეზავს მიაგნო. ამ დროს მან საკუთარი თავის ბნელ მხარეზე მოქცეული ორეული იხილა. დარბაზიდან გამოსვლისას იგი შეხვდა კაილო რენს, რომელმაც მგეზავი წაართვა და გაანადგურა, ამტკიცებდა რა, რომ ექსეგოლზე მოხვედრა მათ მხოლოდ ერთად შეეძლოთ. თუმცა, სითების მიერ შემუშავებული ორიდან ნებისმიერ მგეზავს ისედაც შეეძლო ექსეგოლისკენ, უცნობ რეგიონებში მდებარე სითების პლანეტისკენ გეზის მითითება.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

ხსენება/მითითება სხვა წყაროებში[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement