ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
Kanan 2017 WorldChampionship PrizeCard

კენან ჯარუსი ლოთალზე მედიტირებს.

მედიტაცია უფრო მეტია, ვიდრე ძალასთან უფრო ღრმა კავშირის შექმნა...ეს საკუთარი თავის უფრო ღრმად აღქმაა. ეს საკუთარი ფიქრების და ემოციების ფლობის საშუალებაა. მშვიდობა. სიმშვიდე. ჰარმონია. საკუთარ თავს უნდა ვფლობდეთ სანამ ძალას ავითვისებთ.
―ჯედაი[1]

მედიტაცია იყო ფსიქოლოგიური ტექნიკა, რომელსაც ცოცხალი არსებები მიმართავდნენ. მისი მეშვეობით ძალისადმი მგრძნობიარეს შეეძლოთ განტვირთვის მნიშვნელოვანი მდგომარეობისთვის მიღწევა და ძალასთან უფრო ნათელი გონებით დაკავშირება.[2] ტექნიკა ითვალისწინებდა ძალასთან კავშირის დამყარებას და მას ყველაზე ბრძენი ოსტატი ჯედაებიც კი მთელი ცხოვრების განმავლობაში ეუფლებოდნენ.[3] იმ დროს, როდესაც ჯედაები მედიტაციას გონების მოდუნების და ძალასთან დაკავშირების მიზნით მიმართავდნენ, სითი ლორდები მას იყენებდნენ მრისხანების, შიშისა და ზიზღის საკუთარ თავში თავმოყრისთვის.[4] ვინაიდან მედიტაცია ძალას უფრო ღრმად უკავშირდებოდა, იგი ხოლმე გავლენას ახდენდა გარშემომყოფებზეც. ცოცხალი არსება, შესული მედიტაციის მდგომარეობაში, ხოლმე ობიექტების თუ სხვა არსებების ძალაუნებურად ჰაერში აწევას იწვევდა.[5][6]

GroguMeditating-TMCh14

დინ გროგუ ტაითონზე, მედიტაციის მდგომარეობაში.

ჯედაების მედიტაციის ძირითად პრინციპს წარმოადგენდა ისეთ ემოციებზე ყურადღების გადატანა, რომლებიც გონებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. მედიტაციის მდგომარეობაში შესული უნდა ყოფილიყო საკუთარ თავთან განცდებთან და მათ შედეგებთან დაკავშირებით გულახდილი — ქცეულიყო ცარიელ ჭურჭლად, რომელსაც ძალა სიმშვიდით და უშფოთველობით შეავსებდა.[3]

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Advertisement