მედსტარი I: საბრძოლო ქირურგები არის პირველი რომანი მედსტარის დილოგიაში, გამოცემული Del Rey-ს მიერ 2004 წლის 29 ივნისს. მისი ავტორები არიან მაიკლ რივზი და სტივ პერი. მოქმედების განვითარების დროა 20 იბ, 2 წელი ჯეონოსისის პირველი ბრძოლის შემდეგ. წიგნი შედის კლონების ომების მულტიმედიურ პროექტში.
გამოცემები[]
- ISBN 0345463102; 29 ივნისი, 2004, Del Rey, 309 გვერდიანი რბილყდიანი გამოცემა
- ISBN 0739303236; 29 ივნისი, 2004, Random House Audio, შემოკლებული ვერსია, CD
- ISBN 0345463072; 6 დეკემბერი, 2005, Random House, ელექტრონული წიგნი
უწყვეტობა[]
53-ე გვერდზე დიდი ჰიპერსივრცული ომი შეცდომით არის მითითებული როგორც სტარკის ჰიპერსივრცული ომი.