ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ამ სტატიაში აღწერილია ინკვიზიტორი, შეცდომით ნახსენები როგორც „პირველი ძმა“. იხილეთ აგრეთვე მაროკი, ერთ დროს — პირველი ძმა.
Blue-question-mark

სტატიის სათაური სავარაუდოა

მიუხედავად იმისა, რომ სტატია ეფუძნება კანონიკურ ინფორმაციას, სათაური სავარაუდოა.

მეთერთმეტე ძმა იყო მამრობითი სქესის ძალისადმი მგრძნობიარე ჰუმანოიდი, ჯედაების ორდენის ყოფილი წევრი, ინკვიზიტორი, რომელიც გალაქტიკური იმპერიის დროს ნადირობდა გადარჩენილ ჯედაებზე. იავინის ბრძოლამდე 19 წელს ან უფრო მოგვიანებით ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებელმა მას შეატყობინა, რომ მათთან ცხოვრობდა ტოგრუტა — სინამდვილეში ყოფილი ჯედაი ასოკა ტანო — რომელმაც თანასოფლელის გადარჩენისას ძალა გამოიყენა. ინკვიზიტორი სოფელში ტანოს მოსაკლავად მივიდა. გაანადგურა რა შენობები მთელ დასახლებაში (ვინაიდან იფიქრა, რომ იგი მოატყუეს), ინკვიზიტორი აპირებდა ინფორმატორის მოკვლას, მაგრამ ამ დროს გამოჩნდა ტანო. როდესაც ინკვიზიტორი მისკენ გაემართა და ორსამართებლიანი მბრუნავი სინათლის მახვილი აღმართა, ტანომ მას იგი წაართვა და თავად ინკვიზიტორი მოკლა.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. ეპიზოდში გადაწყვეტილება ნაჩვენებია ინკვიზიტორის დაღუპვა. მისი სავარაუდო თარიღი 18 იბ ან უფრო გვიანდელი პერიოდი. რომანში ასოკა ნახსენებია, რომ მეექვსე ძმა იყო პირველი ინკვიზიტორი, რომელიც ასოკა ტანოს შეხვედრია. ვინაიდან თავად რომანის მოვლენები ვითარდება იმპერიული ეპოქის დაწყებიდან (19 იბ, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი) ერთი წლის შემდეგ, მათი განვითარების დროა 18 იბ. ამრიგად, გადაწყვეტილების მოვლენები ვითარდება ამავე დროს ან უფრო მოგვიანებით, ვინაიდან ტანო ხვდება სხვა ინკვიზიტორს. იგი აგრეთვე ვითარდება ტანოს აჯანყებაში გაწევრიანებამდე, რაც, როგორც ჩანს ეპიზოდში წყვდიადიდან და მასალაში The Official Star Wars Fact File Part 84 (5 იბ 27–30: წყვდიადიდან), მოხდა იავინის ბრძოლამდე 5 წელს.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Tales of the Jedi logo ვარსკვლავური ომები: თქმულებები ჯედაებზეგადაწყვეტილება
  3. TalesoftheEmpire-logo ვარსკვლავური ომები: თქმულებები იმპერიაზეერთგული
  4. ინკვიზიტორი, როგორც ჩანს ვიდეოდან SWYT-Logo თქმულებები ჯედაებზე | ოფიციალური ტრეილერი | Disney Plus ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ გვერდზე (არქივის ბმული), არის ასოკა ტანოზე მაღალი. ასოკას სიმაღლეა 1.76 მეტრი, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული და გაფართოებული გამოცემა.
  5. SWYT-Logo თქმულებები იმპერიაზე | ოფიციალური ტრეილერი ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ გვერდზე (არქივის ბმული)
Advertisement