მეიდეი ერქვა კლონ მეთაურს, რომელიც მსახურობდა გალაქტიკური იმპერიაში, პლანეტა ბარტონ-4-ზე, იავინის ბრძოლამდე 18 წელს. როდესაც კლონ კს-9904-თან ერთად მან სცადა ადგილობრივი დივერსანტებისგან მოპარული იმპერიული მარაგის წართმევა, პლანეტაზე მომხდარ ზვავში მოყოლილ მეიდეის დროული სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს და იგი დაიღუპა.
გამოჩენები[]
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — "ავანპოსტი" (პირველი გამოჩენა)
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — "დაბრუნება" (მხოლოდ ჯავშანი)
წყაროები[]
This Week! in Star Wars From a Certain Point of View Cover Reveal, Star Wars Celebration LIVE!, and More! ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ არხზე (არქივის ბმული) (საიტი: StarWars.com)
"ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია: მეორე სეზონის მეგზური" — Star Wars Insider 223- ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია: ვარსკვლავური ომების გალაქტიკის ყოვლისმომცველი მეგზური
Clone Commander Mayday Databank-ში (არქივის ბმული)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8
Clone Troopers Databank-ში (არქივის ბმული) უთითებს, რომ კლონები წარმოადგენდნენ მამაკაც ჯენგო ფეტის გენეტიკური ნიმუშის ასლებს და ისინი შექმნეს პლანეტა კამინოზე. იგივე სტატიის მიხედვით, ყველა კლონის სიმაღლე იყო 1.83 მეტრი. ვინაიდან ეპიზოდში "ავანპოსტი" ჩანს, რომ მეიდეი კლონი სამხედროა, ვასკვნით, რომ მისი ბიოლოგიური თვისებები და დაბადების ადგილი იგივე იყო.
- ↑ უვარგისი პარტიის მეორე სეზონის ეპიზოდამდე ჭეშმარიტება და შედეგები მოვლენათა განვითარების დროა 19 იბ. ამაზე გვითითებს შემდეგი მტკიცებულება: ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია იწყება ბრძანება 66-ის შესრულებით. ამ მოვლენის თარიღი, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები, არის 19 იბ. გარდა ამისა, უვარგისი პარტიის მეორე სეზონის ეპიზოდში ჭეშმარიტება და შედეგები ნაჩვენებია შტორმტრუპერთა კორპუსის ოფიციალური ჩამოყალიბება. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, განახლებული და გაფართოებული უთითებს, რომ კორპუსი დაარსდა იავინის ბრძოლამდე 19 წლით ადრე (რაც ქრონოლოგიების თანახმად, არის იგივე, რაც 19 იბ), ვასკვნით, რომ კორპუსის დაარსების წელია 19 იბ. ამრიგად, ეპიზოდამდე ჭეშმარიტება და შედეგები მოვლენათა განვითარების დროა 19 იბ.. მეთორმეტე ეპიზოდში (ავანპოსტი) ირკვევა, რომ გალაქტიკურმა იმპერიამ მეიდეის რაზმი ბარტონ IV-ზე მიავლინა ერთი წლით ადრე. ეს ნიშნავს, რომ იმპერიული ეპოქა ერთი წლის ადრე დაიწყო. ამ ეპიზოდში, როგორც ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, მოვლენათა განვითარების დროა 18 იბ. ამრიგად, ნაალაფევიდან ეპიზოდამდე ჭეშმარიტება და შედეგები ყველას მოვლენის განვითარების დროა 19 იბ, გადასასვლელიდან გარდაქმნამდე მოვლენათა განვითარების დროა დაახლოებით 19—18 იბ, ხოლო ავანპოსტიდან მოყოლებული — უკვე 18 იბ.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3
ვარსკვლავური ომები: უვარგისი პარტია — "ავანპოსტი"
სხვა ენებზე