მეის უინდუ იყო ძალისადმი მგრძნობიარე მამაკაცი, ოსტატი ჯედაი და გალაქტიკური რესპუბლიკის დროს — ჯედაების უზენაესი საბჭოს წევრი. ჯედაების ორდენში მსახურებისას იყო ჯედაების მეთაური, ხოლო კლონთა ომების დროს — რესპუბლიკის დიადი ჯარის გენერალი ჯედაი. ჯედაების ორდენის უძველეს ტრადიციებს იგი პატივს სცემდა და რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ პერიოდში, სანამ ძალის ბნელი მხარე ძლიერდებოდა, მათ უპირატესობაზე საუბრობდა.
სეპარატისტული კრიზისის დროს წარმოიქმნა დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაცია და მოხდა კლონთა ომების პირველი ბრძოლა. უინდუ და ჯედაები ამ პერიოდში რესპუბლიკას იცავდნენ და იქცნენ მისი დიადი ჯარის წინამძღოლებად. ომის დროს მეისი სხვადასხვა მისიას ასრულებდა — ბრძოლის ველზე კლონთა ჯარებს წინამძღოლობდა, კორუსანტიდან საომარ მოქმედებებს აკვირდებოდა და უზენაეს კანცლერ შივ პალპატინის მრჩეველი იყო, ისევე, როგორც პლანეტებზე მივლენილი დიპლომატი — მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისადმი გულგრილობით გამოირჩეოდა. ფრონტის წინა ხაზებზე მსახურობამ კიდევ უფრო განუმტკიცა სახელი როგორც დიდ მეომარ ჯედაის.
ომის მიწურულს უინდუ დააფიქრა კანცლერის მოქმედებებმა, როდესაც პალპატინმა გალაქტიკურ სენატზე თითქმის დიქტატორული სტილის მართვა დაამყარა. იგი გრძნობდა ძალის ბნელი მხარის გაძლიერებას და ყველაზე მეტად დარწმუნდა, როდესაც ენეკინ სკაიუოკერმა — რაინდმა ჯედაიმ და რჩეულმა — აღმოაჩინა, რომ კანცლერი ფარულად იყო დართ სიდიუსი, სითების ბნელი ლორდი, რომელმაც მანიპულირებით რესპუბლიკა და სეპარატისტთა ალიანსი ომში ჩაითრია. სხვა ოსტატ ჯედაებთან, კიტ ფისტოსთან, აგენ კოლართან და სესი ტიინთან ერთად, მეისი დაუპირისპირდა პალპატინს, მისი დაპატიმრების მიზნით. ბნელმა ლორდმა მათ წინააღმდეგობა გაუწია და მეისის გარდა, თავდაპირველად ყველა მოკლა. უინდუმ იგი თითქმის დაამარცხა და მოკვლას უპირებდა, თვლიდა რა, რომ კანცლერის ცოცხლად დატოვება სახიფათო იქნებოდა. მაგრამ მათ დაპირისპირებაში ჩაერია ენეკინი, რომელიც კანცლერს მიემხრო და უინდუს ხელი მოჰკვეთა. პალპატინმა ამის შემდეგ დაასრულა უინდუსთან ბრძოლა, მისი მოკვლით. ენეკინი დაეცა და ძალის ბნელ მხარეზე გადავიდა, ხოლო სიდიუსმა მას დართ ვეიდერი დაარქვა.
უინდუს ქმედებები პალპატინმა გამოიყენა, რათა ჯედაები რესპუბლიკის მოღალატეებად გამოეცხადებინა. მან გასცა ბრძანება 66 და კლონებმა მთელ გალაქტიკაში უღალატეს მეთაურ ჯედაებს. ამით დასრულდა ჯედაების ორდენის არსებობა. პალპატინმა რესპუბლიკა გარდაქმნა გალაქტიკურ იმპერიად, ხოლო იმპერატორის ახალი რეჟიმი მთელ გალაქტიკაში ჯედაების საწინააღმდეგო აზრებს ავრცელებდა. პროპაგანდის მეშვეობით იმპერიამ უინდუ წარმოაჩინა როგორც ჯედაების იმ კრიმინალური ბანდის მეთაური, რომელმაც კლონთა ომები გამოიწვია. მიუხედავად ასეთი პროპაგანდისა, უინდუს გმირობები გალაქტიკაში მაინც ახსოვდათ. მაგალითად, გენერალი ჩამ სინდულა, რომელიც მასთან ერთად რაილოთის ბრძოლაში მონაწილეობდა, აღნიშნავდა, თუ როგორ დაეხმარა ოსტატი ჯედაი რაილოთის გათავისუფლებაში.
Contents
გამოჩენები[edit | edit source]
არაკანონიკური გამოჩენები[edit | edit source]
- უილიამ შექსპირის "საფრთხის მოჩვენება": ვარსკვლავური ომები, ნაწილი პირველი
- უილიამ შექსპირის "კლონთა ჯარის იერიში": ვარსკვლავური ომები, ნაწილი მეორე
- სითების შურისძიება: ეპიზოდი III (LEGO-ს ვარსკვლავური ომები)
- უილიამ შექსპირის "სითების შურისძიების ტრაგედია": ვარსკვლავური ომები, ნაწილი მესამე
- Disney Infinity 3.0
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები – საბედისწერო დუელი (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები – გაქცევა კორუსანტიდან (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები, ეპიზოდები I-III (ჩნდება როგორც სული და მოგონებებში)
- LEGO Star Wars: The Force Awakens (DLC)
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga
არაკანონიკური გამოჩენები[edit | edit source]
- უილიამ შექსპირის საფრთხის მოჩვენება: ვარსკვლავური ომები, ნაწილი პირველი
- უილიამ შექსპირის კლონთა ჯარის იერიში: ვარსკვლავური ომები, ნაწილი მეორე
- სითების შურისძიება: ეპიზოდი III (LEGO-ს ვარსკვლავური ომები)
- უილიამ შექსპირის სითების შურისძიების ტრაგედია: ვარსკვლავური ომები, ნაწილი მესამე
- Disney Infinity 3.0
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები – საბედისწერო დუელი (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: ფრიმეიკერების თავგადასავლები – გაქცევა კორუსანტიდან (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების ისტორიები, ეპიზოდები I-III (ჩნდება როგორც ძალის სული მოგონებებში)
- LEGO Star Wars: The Force Awakens (DLC)
შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]
- ↑ 1.0 1.1 Star Wars Journeys: Beginnings
- ↑ ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
- ↑
მეის უინდუ Databank-ში (შენახული ვერსიის ბმული)
- ↑ 4.0 4.1 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
- ↑ 5.0 5.1 5.2
მეის უინდუ Encyclopedia-ში (ბმული ამჟამად არ მოქმედებს; შენახული ვერსია)
- ↑ 6.0 6.1 რესპუბლიკის ჯედაები: მეის უინდუ 4
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონთა იერიში
- ↑ 8.0 8.1 8.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული საფრთხე
- ↑ რესპუბლიკის ჯედაები: მეის უინდუ 1
- ↑ ვარსკვლავური ომები: სრული ვიზუალური ლექსიკონი, ახალი გამოცემა
- ↑ საიდუმლო ჯედაი: კენან ჯარუსის თავგადასავლები: ამბოხებულთა მეთაური
ჯედაების უზენაესი საბჭო (32 იბ) | |
იოდა · მეის უინდუ · კი-ადი-მუნდი · პლო კუნი · სესი ტიინი · ივენ პიელი · იარაელ პუფი · ოპო რენსისისი · იადლი · ით კოთი · ადი გალია · დეპა ბილაბა |
ჯედაების უზენაესი საბჭო (22 იბ) | |
იოდა · მეის უინდუ · კი-ადი-მუნდი · პლო კუნი · სესი ტიინი · ივენ პიელი · კოლმენ ტრებორი · ოპო რენსისისი · შააკ ტი · ით კოთი · ადი გალია · დეპა ბილაბა |
ჯედაების უზენაესი საბჭო (21 იბ) | |
იოდა · მეის უინდუ · კი-ადი-მუნდი · პლო კუნი · სესი ტიინი · ივენ პიელი · ოპო რენსისისი · შააკ ტი · ით კოთი · ადი გალია · დეპა ბილაბა · ობი-ვან კენობი |
ჯედაების უზენაესი საბჭო (20 იბ) | |
იოდა · მეის უინდუ · კი-ადი-მუნდი · პლო კუნი · სესი ტიინი · ივენ პიელი · კიტ ფისტო · ოპო რენსისისი · შააკ ტი · ით კოთი · ადი გალია · ობი-ვან კენობი |
ჯედაების უზენაესი საბჭო (19 იბ) | |
იოდა · მეის უინდუ · კი-ადი-მუნდი · პლო კუნი · სესი ტიინი · ენეკინ სკაიუოკერი · კიტ ფისტო · კოლმენ კკაი · შააკ ტი · აგენ კოლარი · სტას ელი · ობი-ვან კენობი |