ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
Qicon
ამ სტატიაში აღწერილი საკითხის ერთმანეთთან შეუთავსებად ვერსიებს აღწერენ StarWars მეის უინდუ Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული) და ვარსკვლავური ომები: ჯედაის ჯიბის ექსპერტი.
Lucasfilm-ს ჯერ არ ჩამოუყალიბებია ზუსტი ქრონოლოგია.

მეის უინდუ იყო ძალისადმი მგრძნობიარე მამაკაცი, ოსტატი ჯედაი და გალაქტიკური რესპუბლიკის დროს — ჯედაების უზენაესი საბჭოს წევრი. ჯედაების ორდენში მსახურებისას იყო ჯედაებიმეთაური, ხოლო კლონების ომების დროს — რესპუბლიკის დიადი ჯარიგენერალი ჯედაი. ჯედაების ორდენის უძველეს ტრადიციებს იგი პატივს სცემდა და რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ პერიოდში, სანამ ძალის ბნელი მხარე ძლიერდებოდა, მათ უპირატესობაზე საუბრობდა.

სეპარატისტული კრიზისის დროს წარმოიქმნა დამოუკიდებელი სისტემების კონფედერაცია და მოხდა კლონების ომების პირველი ბრძოლა. უინდუ და ჯედაები ამ პერიოდში რესპუბლიკას იცავდნენ და იქცნენ მისი დიადი ჯარის წინამძღოლებად. ომის დროს მეისი სხვადასხვა მისიას ასრულებდა — ბრძოლის ველზე კლონების ჯარებს წინამძღოლობდა, კორუსანტიდან საომარ მოქმედებებს აკვირდებოდა და უზენაეს კანცლერ შივ პალპატინის მრჩეველი იყო, ისევე, როგორც პლანეტებზე მივლენილი დიპლომატი — მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისადმი გულგრილობით გამოირჩეოდა. ფრონტის წინა ხაზებზე მსახურობამ კიდევ უფრო განუმტკიცა სახელი როგორც დიდ მეომარ ჯედაის.

ომის მიწურულს უინდუ დააფიქრა კანცლერის მოქმედებებმა, როდესაც პალპატინმა გალაქტიკურ სენატზე თითქმის დიქტატორული სტილის მართვა დაამყარა. იგი გრძნობდა ძალის ბნელი მხარის გაძლიერებას და ყველაზე მეტად დარწმუნდა, როდესაც ანაკინ სკაიუოკერმარაინდმა ჯედაიმ და რჩეულმა — აღმოაჩინა, რომ კანცლერი ფარულად იყო დართ სიდიუსი, სითების ბნელი ლორდი, რომელმაც მანიპულირებით რესპუბლიკა და სეპარატისტთა ალიანსი ომში ჩაითრია. სხვა ოსტატ ჯედაებთან, კიტ ფისტოსთან, აგენ კოლართან და სესი ტიინთან ერთად, მეისი დაუპირისპირდა პალპატინს, მისი დაპატიმრების მიზნით. ბნელმა ლორდმა მათ წინააღმდეგობა გაუწია და მეისის გარდა, თავდაპირველად ყველა მოკლა. უინდუმ იგი თითქმის დაამარცხა და მოკვლას უპირებდა, მიაჩნდა რა, რომ კანცლერის ცოცხლად დატოვება სახიფათო იქნებოდა. მაგრამ მათ დაპირისპირებაში ჩაერია ანაკინი, რომელიც კანცლერს მიემხრო და უინდუს ხელი მოჰკვეთა. პალპატინმა ამის შემდეგ დაასრულა უინდუსთან ბრძოლა, მისი მოკვლით. ანაკინი დაეცა და ძალის ბნელ მხარეზე გადავიდა, ხოლო სიდიუსმა მას დართ ვეიდერი დაარქვა.

უინდუს ქმედებები პალპატინმა გამოიყენა, რათა ჯედაები რესპუბლიკის მოღალატეებად გამოეცხადებინა. მან გასცა ბრძანება 66 და კლონებმა მთელ გალაქტიკაში უღალატეს მეთაურ ჯედაებს. ამით დასრულდა ჯედაების ორდენის არსებობა. პალპატინმა რესპუბლიკა გარდაქმნა გალაქტიკურ იმპერიად, ხოლო იმპერატორის ახალი რეჟიმი მთელ გალაქტიკაში ჯედაების საწინააღმდეგო აზრებს ავრცელებდა. პროპაგანდის მეშვეობით იმპერიამ უინდუ წარმოაჩინა როგორც ჯედაების იმ კრიმინალური ბანდის მეთაური, რომელმაც კლონების ომები გამოიწვია. მიუხედავად ასეთი პროპაგანდისა, უინდუს გმირობები გალაქტიკაში მაინც ახსოვდათ. მაგალითად, გენერალი ჩემ სინდულა, რომელიც მასთან ერთად რაილოთის ბრძოლაში მონაწილეობდა, აღნიშნავდა, თუ როგორ დაეხმარა ოსტატი ჯედაი რაილოთის გათავისუფლებაში.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 Star Wars Journeys: Beginnings
  2. როგორც უთითებს ბუკლეტი მეის უინდუ და ძალის სხვა მცოდნეები, მეის უინდუ დაიბადა ნაბუს ბრძოლამდე 40 წლით ადრე. ნაბუს ბრძოლის თარიღი, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, არის 32 იბ.
  3. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  4. StarWars-DatabankII მეის უინდუ Databank-ში (არქივის ბმული)
  5. 5.0 5.1 5.2 StarWars მეის უინდუ Encyclopedia-ში (შიგთავსი მოძველებულია; არქივის ბმული)
  6. 6.0 6.1 რესპუბლიკის ჯედაები: მეის უინდუ 4
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი II: კლონების შეტევა
  8. 8.0 8.1 8.2 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული მუქარა
  9. რესპუბლიკის ჯედაები: მეის უინდუ 1
  10. ვარსკვლავური ომები: სრული ვიზუალური ლექსიკონი, ახალი გამოცემა
  11. საიდუმლო ჯედაი: კენან ჯარუსის თავგადასავლები: აჯანყებულთა მეთაური
  12. ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი III: სითების შურისძიება
Advertisement