ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მემკვიდრეობა.
YodaPrognosticating-ESBHD

რთულია, დაინახო. ყოველთვის მოძრაობს მომავალი.

ამ გვერდზე აღწერილია მომავალი წიგნი.

ამა თუ იმ ნაწარმის გამოსვლის მოახლოებასთან ერთად სტატიის შიგთავსი დროდადრო შეიცვლება.

მემკვიდრეობა არის ვარსკვლავური ომების მომავალი რომანი, რომელიც გამოიცემა Random House Worlds-ის მიერ 2026 წლის 28 ივლისს, ისევე, როგორც მისი აუდიოვერსია.[3] წიგნის შესახებ ოფიციალურად გახდა ცნობილი New York Comic Con-ზე, 2025 წლის 11 ოქტომბერს, სადაც აგრეთვე გამოაცხადეს, რომ ეს იქნებოდა მედელინ რუს მიერ რეის ჯედაის წვრთნის თემაზე შექმნილი რომანი, რომლის მოვლენები განვითარდებოდა უკანასკნელი ჯედაის და სკაიუოკერის აღზევების შუალედში.[2]

შეჯამება გამომცემლობისგან[]

VIII და IX ეპიზოდების შუალედში განვითარებულ ამ ამბავში მიემგზავრებიან რეი და ლეია რეის სინათლის მახვილის შესაკეთებლად და ჯედაების მემკვიდრეობის აღსადგენად.

პირველი ორდენისგან კრეიტზე ძლივს გაქცევის შემდეგ რეის და წინააღმდეგობას აღდგენა უჭირთ. მის მეგობრებს უკანასკნელი ჯედაი უწინდელზე მეტად სჭირდებათ, მაგრამ რეი მარტოა და დათრგუნული. ჯედაების ტრადიცია ნიშნავს მასწავლებლებს და შეგირდებს, რეის მასწავლებელი კი აღარ არის. ლეი ორგანა ყველაფერს ცდილობს, რათა რეის ძალა შეასწავლოს ისე, როგორც ლუკი წლების წინ ასწავლიდა, მაგრამ ლეიას ცოდნა შეზღუდულია, რეის სინათლის მახვილი დამსხვრეულია, ხოლო კაილო რენის და წარსულის შეცდომების აჩრდილი ორივეს აწუხებს. როგორ გადასცემს ლეია ესტაფეტას, თუკი თავად არ იცის, რა გზას გაჰყვეს?

მაგრამ მაინც, ჯედაების უძველესი ტექსტებით იმედის ნაპერწკალი ჩნდება: დავიწყებული ჯედაების ტაძარი ტაითონზე, რომელშიც, შესაძლოა, იმალებოდეს რეის მახვილის აღდგენის საიდუმლო. რეი იყენებს შესაძლებლობას, გაემგზავროს იქ — და მოულოდნელად, ლეიაც.

რეის და ლეიას ახლანდელი წვრთნები გამოცდას გადის, როდესაც აღმოჩნდება, რომ ტაითონის ტაძარი სავსეა იდუმალი გამოცანებით, რომლებიც უნდა ამოიხსნას და დაკავშირებული გამოწვევები. ტაძრის იდუმალებების ამოხსნისა ისინი პოულობენ მასში შეფარებულ დევნილებს, დამალულებს პირველი ორდენის ოფიცრისგან, რომელიც თავისიანების რიგებში შეპარულ თავისუფლებისთვის ორ მებრძოლს ეძებს. პირველი ორდენის მზარდი საფრთხით და ტაძრის ჯერ უცნობი საიდუმლოებებით, ახალბედა მასწავლებელი და შეგირდი უნდა შეხვდნენ წარსულს, ერთმანეთს აწმყოში დაუკავშირდნენ და გადაწყვიტონ, თუ რას ნიშნავს, წარსულში თან გაიყოლო ჯედაების მემკვიდრეობა.

მედია[]

გამოცემები[]

გამოჩენები[]

ტიპის მიხედვით
პერსონაჟები ორგანიზმები დროიდების მოდელები მოვლენები ადგილები
ორგანიზაციები და წოდებები გონიერი რასები მანქანები და გემები იარაღები და ტექნოლოგია სხვადასხვა

პერსონაჟები

მოვლენები

ადგილები

ორგანიზაციები და წოდებები

გონიერი რასები

იარაღები და ტექნოლოგია

სხვადასხვა

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

დამატებითი ბმულები[]

სხვა ენებზე