მექანიკური ხელები წარმოადგენდნენ კიბერნეტიკულ ხელებს, რომლებიც ანაცვლებდნენ სხვადასხვა მიზეზით დაკარგულ ორგანიკულ ხელებს და მათ მტევნებს. ამგვარად მათი პატრონი არ განიცდიდა იდურის ნაკლებობას და შეეძლო ახალი კიდურით იგივე ფუნქციების განხორციელება. მექანიკური კიდურები ბევრად უფრო გამძლე და მძლავრი იყო, ვიდრე ორიგინალური ორგანიკული კიდურები. მათში გამოიყენებოდა ელექტროსტატიკური თითების სისტემა, რათა მომხმარებლებს შეენარჩუნებინათ შეხების შეგრძნება. ბუნებრივი გარეგნობისთვის მათ აგრეთვე ფარავდნენ სინთეტიკური კანით.
მას შემდეგ, რაც გრაფმა დუკუმ ანაკინ სკაიუოკერს ჯეონოსისის პირველი ბრძოლისას მოკვეთა ხელი, იგი ჩაანაცვლეს მექანიკურით. ლუკ სკაიუოკერის მტევანი, რომელიც დართ ვეიდერთან ბრძოლისას დაკარგა, ჩაანაცვლეს ხელოვნურით, რომელიც სინთეტიკური კანით უფრო ბუნებრივად გამოიყურებოდა.[1] თუმცა, იავინის ბრძოლიდან 34 წლისთვის კანი დაიშალა და მექანიკური ხელის შიდა მოწყობილობა მუდმივად ჩანდა.[2]
გამოჩენები[]
წყაროები[]
- ვარსკვლავური ომები: ყოველდღიური კალენდარი 2021
- ჰოთის ბრძოლა და მეორე სიკვდილის ვარსკვლავი – ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია
- ვარსკვლავური ომები: სითების საიდუმლოებანი (მხოლოდ გამოსახულება)
- ადმირალი კარიუსი Databank-ში (არქივის ბმული) (მხოლოდ გამოსახულება)
- მექანიკური ხელები Databank-ში (არქივის ბმული)