მეცხრე და, მანამდე ცნობილი როგორც მასანა ტაიდი, იყო მდედრობითი სქესის დოვუტინი ინკვიზიტორი, კლონების ომების დროს — ჯედაების ორდენის წევრი რაინდი ჯედაი. მოგვიანებით, როდესაც შეიქმნა გალაქტიკური იმპერია, იგი დაიჭირეს, აწამეს და მოაქციეს ბნელ მხარეს. ტაიდს წვრთნიდა გრანდ-ინკვიზიტორი და მცირე ხნის განმავლობაში — დართ ვეიდერი. დოვუტინი ჯედაებზე მონადირედ იქცა. ერთ-ერთი მისიის დროს ის, ვეიდერს, მეექვსე ძმას და მეათე ძმას ახლდა პლანეტა მონ-კალაზე პადავანი ჯედაის, ფერენ ბარის ძიებისას. მოგვიანებით იგი, მეორე დასთან ერთად, ეძებდა დევნილ პადავან კელ კესტისს, რომელმაც იგი დაამარცხა კაშიიიკზე მისიის დროს. მეცხრე და გადარჩა და მეშვიდე დას დაეხმარა ტენსუ რანის დაჭერაში, მაგრამ მოგვიანებით, იავინის ბრძოლამდე 9 წელს, დაიღუპა კესტისთან შეტაკებისას.
გამოჩენები[]
|