ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

მით'ალი'ასტოვი, ყოფილი ალ'იასტოვი, ძირეული სახელით თალიასი, იყო ძალისადმი მგრძნობიარე მდედრობითი სქესის ჩისი ცამსვლელი. დაიბადა კოლონიურ სადგურ კამკოზე და ადრეულ წლებში ნაპორარის ექსპანსიური ფლოტის კომპლექსში მოხვდა როგორც ცამსვლელი. შვიდი წლის ასაკში ნავიგატორი გახდა. ერთხელ, ნავიგატორობის პერიოდში, ტომრაზე გაიცნო თრონი.

თალიასის მესამე ხედვა მოქმედებდა მხოლოდ ცამეტი წლია ასაკამდე, რაც ერთი წლით მეტი იყო, ვიდრე სხვა ცამსვლელთა შემთხვევაში. როგორც დამსახურებული ნაშვილები, გახდა ჩისების დომინაციის მითების ოჯახის წევრი. მოგვიანებით ჩე'რის დედუნას მოვალეობას ასრულებდა. გამოცდების გავლის შემდეგ მართალ-შობილის წოდება მიიღო.[1]

თალიასი თრონს მრავალი მისიის შესრულებისას ახლდა, განასახიერა რა რამდენიმეჯერ ოჯახის მძევალი. ჩე'რის მარტო დატოვება ვერ შეძლო, ვინაიდან თავად კარგად ახსოვდა, თუ რაოდენ რთული იყო მომვლელის გარეშე ცამსვლელობისას არსებობა.[1]

კადრს მიღმა[]

მით'ალი'ასტოვი გამოჩნდა 2020 წლის რომანში თრონი: დომინაცია: ქაოსის დასაწყისი, რომლის ავტორია ტიმოთი ზანი.[1]

გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 თრონი: დომინაცია: ქაოსის დასაწყისი
  2. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ თრონის მიერ კადეტის წოდების მიღების თარიღი 39 იბ. ვინაიდან იგი დაახლოებით იმავე პერიოდში შეუერთდა მითების ოჯახს, გაიცნო ალ'იასტოვი როდესაც იგი ცამსვლელის რანგში უკანასკნელ მისიას ასრულებდა, გაიცნო სინდიკი თრასი და ჩაირიცხა ტაჰარიმის აკადემიაში, ყველა მოვლენის განვითარების დროა დაახლოებით 39 იბ. ვინაიდან ალ'იასტოვი იავინის ბრძოლამდე დაახლოებით 39 წელს იყო 13 წლის, მისი დაბადების წელია დაახლოებით 52 იბ.

დამატებითი ბმულები[]

სხვა ენებზე