ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თრონი და მით'რო'ნურუოდო (მრავალმნიშვნელოვანი).
Qicon
ამ სტატიაში აღწერილი საკითხის ერთმანეთთან შეუთავსებად ვერსიებს აღწერენ თრონი: დომინაცია: ნაკლები ბოროტება და თრონი.
Lucasfilm-ს ჯერ არ ჩამოუყალიბებია ზუსტი ქრონოლოგია.

მით'რო'ნურუოდო, უფრო მეტად ცნობილი როგორც უბრალოდ თრონი[14], იყო ჩისი. მსახურობდა როგორც ჩისების დომინაცია წევრი და გალაქტიკური რესპუბლიკის გრანდ-ადმირალი გალაქტიკურ სამოქალაქო ომამდე. თრონი წარმოშობით იყო ჩილადან, უცნობი რეგიონებიდან, რომელთა შესახებ პალპატინმა ცოტა რამ იცოდა და უფრო მეტი აინტერესებდა. მოგვიანებით, იმპერიული ეპოქის პერიოდში, როდესაც ანაკინ სკაიუოკერი ცნობილი იყო როგორც დართ ვეიდერი, თრონი პალპატინთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. საკუთარ ტაქტიკაში თრონი იყენებდა შემუშავებულ ფილოსოფიას, რომელიც ეფუძნებოდა მტრების ფილოსოფიისა და ხელოვნების ცოდნას.

თრონი აღმოაჩინა გალაქტიკურმა იმპერიამ, ველურ სივრცეში მდებარე პლანეტაზე. მას მიაგნო კაპიტანმა ვოს პარკმა, მოგვიანებით კი შეხვდა კადეტი ილაი ნ. ვენტო. თრონი წარდგა იმპერატორ პალპატინის წინაშე, რომელიც შთაგონებული იყო ჩისის ინტელექტუალური შესაძლებლობებით და მისი უცნობი რეგიონების ცოდნით, ისევე, როგორც ტაქტიკური შესაძლებლობებით. იმ დროიდან თრონი ოფიციალურად შეუერთდა იმპერიას. როგორც თრონი, ასევე ვენტო კორუსანტზე სამეფო იმპერიულ აკადემიაში სწავლობდნენ. თრონმა კურსი მალევე დაამთავრა, ვინაიდან ტაქტიკაში ისედაც დაოსტატებული იყო და მხოლოდ იმპერიული პროტოკოლის ათვისება ესაჭიროებოდა, ილაის თანაშემწეობით. წლების განმავლობაში ისინი თანამშრომლობდნენ და მეგობრები გახდნენ. თრონი მრავალჯერ დააწინაურეს და, ისევე, როგორც ილაი, მეთაური გახდა. მტრის, „ღამის გედად“ წოდებულ ნევილ სიგნის დამარცხების შემდეგ თრონმა გრანდ-ადმირალის წოდებაც მიიღო და ჩისების დომინაციას წარმოადგენდა.

გრანდ-ადმირალის წოდების მიღების შემდეგ, იგი იმპერიულ მეშვიდე ფლოტს მეთაურობდა. მიიღო დავალება, გაენადგურებინა აჯანყებულები ლოთალის სექტორიდან. მან შეძლო ამ ჯგუფის პოვნა, რაც დასრულდა ატოლონის ბრძოლით. ჯგუფი „ფენიქსი“ განადგურდა. თრონი მოგვიანებით შეხვდა არსება ბენდუს, რომელმაც უწინასწარმეტყველა დამარცხება. აჯანყების პერიოდში თრონი ებრძოდა ლოთალელ აჯანყებულებს, მაგრამ პლანეტის გათავისუფლებისას ის და მისი მხარე დამარცხდნენ აჯანყებულ ჯედაი ეზრა ბრიჯერის და პერგილების ძალისხმევით. ამრიგად, ბენდუს წინასწარმეტყველება ასრულდა. პერგილებმა, რომლებმაც ლოთალი დატოვეს და გაეშურნენ ჰიპერსივრცეში, თრონი უცნობი მიმართულებით გაიყოლეს. უცნობი რეგიონების შესახებ არსებული ვრცელი ინფორმაცია, რომელსაც იგი ფლობდა, მოგვიანებით პირველი ორდენის ხელთ მოხვდა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 თრონი: დომინაცია: ქაოსის დასაწყისი
  2. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Topps logo 2018 Topps: ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური დოსიე (ბარათი: Grand Admiral Thrawn) (არქივის ბმული)
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 თრონი
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 თრონი: დომინაცია: ნაკლები ბოროტება
  6. აჯანყების განთიადი
  7. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიინფორმატორი
  8. The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 23: ჯაშუშები
  9. AhsokaS1 Logo ასოკამეექვსე ნაწილი: შორს, შორს
  10. თრონი: ღალატი
  11. Rebels-mini-logo ვარსკვლავური ომები: აჯანყებულებიმოკეთეები
  12. The-Mandalorian-logo მანდალორელითავი 13: ჯედაი
  13. ნაცვალსახელები, რომლითაც პერსონაჟი ნახსენებია ინგლისურენოვან მასალებში.
  14. შეცდომით ცნობილი როგორც ტრაუნი და თრაუნი. სავარაუდოდ, ამ შეცდომის დაშვების მთავარი მიზეზია რუსულენოვანი თარგმანებიდან გადმოტანილი სახელი. ვარსკვლავური ომების ლეგენდების წიგნი იმპერიის მემკვიდრე რუსულ ენაზე პირველად გამოიცა 1996 წელს. მასში თრონის სახელი მითითებულია როგორც Траун (ტრაუნი). სავარაუდოდ, მთარგმნელმა სახელის რუსულ ენაზე გადატანის ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, რათა იგი განსხვავებული ყოფილიყო რუსული სიტყვისგან Трон (იკითხება ტრონ და ნიშნავს სამეფო ტახტს). მაგრამ ტიმოთი ზანის მიერ წარმოთქმული რომანების პერსონაჟების სახელებიდან და ვარსკვლავური ომების რომანების ოფიციალური აუდიოწიგნებიდან ვასკვნით, რომ ჩისის სახელი ჟღერს როგორც თრონ. შესაბამისად, ნებისმიერი ვარიანტი, შემოტანილი სხვა ვერსიიდან, წარმოადგენს მცდარს. შენიშვნა: ზემოთქმული მხოლოდ ვარაუდია. მიუხედავად ამისა, ავტორის მიერ წარმოთქმული და სერიალ ასოკაში გაჟღერებული სახელი უთითებს სწორ წარმოთქმაზე.
Advertisement