FANDOM


Premium-Eras-canon
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია იმპერიული გრანდ-ადმირალი. იხილეთ აგრეთვე სიტყვის თროუნი მნიშვნელობები.

მით'როუ'ნურუოდო, უფრო მეტად ცნობილი როგორც უბრალოდ თროუნი, იყო ჩისი. მსახურობდა როგორც ჩისების დომინაცია წევრი და გალაქტიკური რესპუბლიკის გრანდ-ადმირალი გალაქტიკურ სამოქალაქო ომამდე. თროუნი წარმოშობით იყო კსილადან, უცნობი რეგიონებიდან, რომელთა შესახებ პალპატინმა ცოტა რამ იცოდა და უფრო მეტი აინტერესებდა. მოგვიანებით, იმპერიული ეპოქის პერიოდში, როდესაც ანაკინ სკაიუოკერი ცნობილი იყო როგორც დართ ვეიდერი, თროუნი პალპატინთან მჭიდროდ თანამშრომლობდა. საკუთარ ტაქტიკაში თროუნი იყენებდა შემუშავებულ ფილოსოფიას, რომელიც ეფუძნებოდა მტრების ფილოსოფიისა და ხელოვნების ცოდნას.

თროუნი აღმოაჩინა გალაქტიკურმა იმპერიამ, ველურ სივრცეში მდებარე პლანეტაზე. მას მიაგნო კაპიტანმა ვოს პარკმა, მოგვიანებით კი შეხვდა კადეტი ელი ვანტო. თროუნი წარდგა იმპერატორ პალპატინის წინაშე, რომელიც შთაგონებული იყო ჩისის ინტელექტუალური შესაძლებლობებით და მისი უცნობი რეგიონების ცოდნით, ისევე, როგორც ტაქტიკური შესაძლებლობებით. იმ დროიდან თროუნი ოფიციალურად შეუერთდა იმპერიას. როგორც თროუნი, ასევე ვანტო კორუსანტზე სამეფო იმპერიულ აკადემიაში სწავლობდნენ. თროუნმა კურსი მალევე დაამთავრა, ვინაიდან ტაქტიკაში ისედაც დაოსტატებული იყო და მხოლოდ იმპერიული პროტოკოლის ათვისება ესაჭიროებოდა, ელის თანაშემწეობით. წლების განმავლობაში ისინი თანამშრომლობდნენ და მეგობრები გახდნენ. თროუნი მრავალჯერ დააწინაურეს და, ისევე, როგორც ელი, მეთაური გახდა. მტრის, "ღამის გედად" წოდებულ ნევილ სიგნის დამარცხების შემდეგ თროუნმა გრანდ-ადმირალის წოდებაც მიიღო და ჩისების დომინაციას წარმოადგენდა.

გრანდ-ადმირალის წოდების მიღების შემდეგ, იგი იმპერიულ მეშვიდე ფლოტს მეთაურობდა. მიიღო დავალება, გაენადგურებინა აჯანყებულები ლოთალის სექტორიდან. მან შეძლო ამ ჯგუფის პოვნა, რაც დასრულდა ატოლონის ბრძოლით. ჯგუფი "ფენიქსი" განადგურდა. თროუნი მოგვიანებით შეხვდა არსება ბენდუს, რომელმაც უწინასწარმეტყველა დამარცხება. აჯანყების პერიოდში თროუნი ებრძოდა ლოთალელ აჯანყებულებს, მაგრამ პლანეტის გათავისუფლებისას თროუნის და მისი მხარე დამარცხდნენ აჯანყებულ ჯედაი ეზრა ბრიჯერის და პერგილების ძალისხმევით. ამრიგად, ბენდუს წინასწარმეტყველება ასრულდა. პერგილებმა, რომლებმაც ლოთალი დატოვეს და გაეშურნენ ჰიპერსივრცეში, თროუნი უცნობი მიმართულებით მოისროლეს. უცნობი რეგიონების შესახებ არსებული ვრცელი ინფორმაცია, რომელსაც იგი ფლობდა, მოგვიანებით პირველი ორდენის ხელთ მოხვდა.

შენიშვნები და სქოლიო

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.