ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

"შენ მანდალორელი ხარ. შენი წინაპრები დადიოდნენ, ამხედრებულნი დიდ მითოზავრზე."
―კუიილის საუბარი მანდალორელთან[წყარო]

მითოზავრები წარმოადგენდნენ მანდალორელთა მიერ მოთვინიერებულ არსებებს, რომლებსაც ისინი იყენებდნენ გადასაადგილებლად.[1] იავინის ბრძოლიდან დაახლოებით 9 წელს[2] უგნოტი კუიილი[3] მანდალორელ ჯილდოზე მონადირეს პლანეტა არვალა-7-ზე[3] ასწავლიდა ბლარგით გადაადგილებას[1]. როდესაც მანდალორელი დაიღალა, უგნოტმა შეახსენა, რომ მისი წინაპრები მითოზავრებზე ამხედრებულები მოძრაობდნენ, ხოლო ბლარგების მოთვინიერება უფრო ადვილი იყო.[1]

მითოზავრის თავის ქალა წარმოადგენდა მანდალორული სიმბოლიკის ნაწილს[4]. ეს სიმბოლო აგრეთვე გამოიყენებოდა მანდალორულ ჯავშანზე.[5]

კადრს მიღმა[]

მითოზავრები ვარსკვლავური ომების მიმდინარე კანონის ფარგლებში პირველად ახსენეს ტელესერიალ მანდალორელის პირველ თავში[1]. ეს არსება წარმოშობილია ვარსკვლავური ომების ლეგენდებიდან, სადაც პირველად გამოჩნდა 1982 წლის კომიქსში ვარსკვლავური ომები (1977) 69 (ტექსტის ავტორი — დეივიდ მიშლინი).[6]

გამოჩენები[]

სიმბოლო მითოზავრის თავის ქალით

არაკანონიკური გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

სხვა ენებზე

Advertisement