მისტერ ბონსი ან უბრალოდ ბონსი, იყო მოდელ B1-ის მოდიფიცირებული საბრძოლო დროიდი. იგი ააწყო ტემინ უექსლიმ, ნაწილებით, რომლებიც მოიპოვა მირაში, აკივას დედაქალაქში. ბონსი ტემინის პირადი მცველი იყო, ისევე, როგორც მეგობარი და თანაშემწე. მას სადისტური ხასიათი ჰქონდა და მსხვერპლზე თავდასხმისას ხშირად ღიღინებდა. მას შემდეგ, რაც შეურიგდა დედას, ნორა უექსლის, ტემინი შეუერთდა ახალ რესპუბლიკას.
მისტერ ბონსი კვლავ ეხმარებოდა ტემინს ენდორის ბრძოლიდან ერთი წლის თავზე. ლეია ორგანას დავალებით ნორა და მისი გუნდი ეძებდნენ დაკარგულ ჰან სოლოს და ბონსი მათ შეუერთდა მისიებში ირუდირუზე და კაშიიიკზე. იგი მონაწილეობდა აშმიდის სასახლის იმ ტყვეების გათავისუფლებაში, რომელთა შორის იყო ტემინის მამაც, ბრენტინ ლორ უექსლი. ბონსი პატრონს ეხმარებოდა შანდრილაზე შეტევის დროსაც და მასსა და ნორას ახლდა გრანდ-ადმირალ რეი სლოუნზე ნადირობისას.
ტემინის თხოვნით, დროიდი ნორას ჯაკუზე გაჰყვა, სადაც ქალი იმპერიული შრომის ბანაკიდან გადაარჩინა. ჯას ემარისთან კვლავ შეხვედრის შემდეგ დროიდი ქალებს გაჰყვა და მათთან ერთად კვლავ სლოუნს ეძებდა. ჯაკუს ბრძოლისას ბონსი, ნორასთან ერთად, სლოუნსა და ბრენტინს შეუერთდა, რათა მრჩეველ გალიუს რაქსის მიერ პლანეტის, მასთან ერთად კი ახალი რესპუბლიკის და იმპერიული ძალების განადგურების ჩანაფიქრისთვის ხელი შეეშალათ. ბონსი მოგვიანებით, ბრძოლისას, მოწყდა ნორას გუნდს და ტემინს შეუერთდა. მან ბიჭუნა რამდენიმე იმპერიული მოიერიშისგან გადაარჩინა, მაგრამ მოხვდა A-ფრთიანების ცეცხლში და განადგურდა.
გამოჩენები[]
- შედეგები (აგრეთვე აუდიოწიგნი) (პირველი გამოჩენა)
- შედეგები: ცხოვრების ვალი (აგრეთვე აუდიოწიგნი)
- შედეგები: იმპერიის აღსასრული (აგრეთვე აუდიოწიგნი)
- პო დემერონი 13
- ხოტბა სნეპს — ვარსკვლავური ომები (2020) 25 (მხოლოდ ხსენება)
არაკანონიკური გამოჩენები[]
წყაროები[]
- ჩაკ უენდიგის ომი — Star Wars Insider 160
- ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული და გაფართოებული
- Star Wars Helmet Collection 71 (Databank A-Z: ზემ უესელი–უექსლი)
- ვარსკვლავური ომები: დროიდოგრაფია
- Star Wars: Destiny — Spark of Hope
- Star Wars: Destiny — Spark of Hope (ბარათი: I Performed Violence) (არქივის ბმული)
- Star Wars: Destiny — Spark of Hope (ბარათი: Mr. Bones) (არქივის ბმული)
- სრული ვარსკვლავური ომები: ახალი გამოცემა
- ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი
- საბრძოლო დროიდები და სხვა საომარი დროიდები — ვარსკვლავური ომების ენციკლოპედია
- ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ 1.0 1.1 File:Mr Bones.jpg
- ↑ შედეგები უთითებს, რომ ტემინ უექსლიმ ბონსი ააწყო იმავე წელს, როდესაც მისი დედა, ნორა, შეუერთდა აჯანყებას. აქტიურ მონაწილეობაში (მისი მოვლენები ვითარდება ენდორის ბრძოლამდე ერთი დღით ადრე, ხოლო ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი უთითებს, რომ ამ ბრძოლის წელია 4 იბშ) ამტკიცებს, რომ უექსლი ალიანსს შეუერთდა სამი წლით ადრე, რაც ნიშნავს, რომ ამ მოვლენის და ბონსის აწყობის წელია 1 იბშ.
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები
- ↑ 4.0 4.1 4.2 შედეგები: იმპერიის აღსასრული
- ↑ ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი უთითებს, რომ პო დემერონი შავი ესკადრილიის მეთაური გახდა „სტარკილერის“ შემთხვევამდე ორი წლით ადრე. ამ კატასტროფის მოვლენათა განვითარების დრო, როგორც უთითებს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, არის 34 იბშ. წინააღმდეგობის გადახედვა — Star Wars Insider 190 განსაზღრავს, რომ წინააღმდეგობის პირველი სეზონის მოვლენები ვითარდება ენდორის ბრძოლიდან 30 წლის შემდეგ. როგორც განსაზღვრავს ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი, ეს წელია 34 იბშ. ვინაიდან კომიქსების სერიაში ვარსკვლავური ომები: პო დემერონი მოვლენები ვითარდება წინააღმდეგობამდე, პო დემერონის მოვლენათა განვითარების დროა 32—34 იბშ
- ↑ 6.0 6.1 პო დემერონი 13
- ↑ ხოტბა სნეპს — ვარსკვლავური ომები (2020) 25
- ↑ შიფრები და ნიღბები
- ↑ 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 9.6 9.7 შედეგები
- ↑ საბრძოლო დროიდი Databank-ში (არქივის ბმული)
- ↑ ვარსკვლავური ომები: დროიდოგრაფია