FANDOM


Premium-Eras-canon
ამ სტატიაში ან გვერდზე აღწერილია მოდიფიცირებული საბრძოლო დროიდი B1. იხილეთ აგრეთვე ძვალი.

მისტერ ძვლები ან უბრალოდ ძვლები იყო მოდელ B1-ის მოდიფიცირებული საბრძოლო დროიდი. იგი ააწყო ტემინ უექსლიმ, კომპონენტებისგან, რომლებიც მოიპოვა მირაში, აკივას დედაქალაქში. ძვლები ტემინ პირადი მცველი იყო, ისევე, როგორც მეგობარი და თანაშემწე. მას სადისტური ხასიათი ჰქონდა და მსხვერპლზე თავდასხმისას ხშირად ღიღინებდა. მას შემდეგ, რაც შეურიგდა დედას, ნორა უექსლის, ტემინი შეუერთდა ახალ რესპუბლიკას.

მისტერ ძვლები კვლავ ეხმარებოდა ტემინს ენდორის ბრძოლიდან ერთი წლის თავზე. ლეია ორგანას დავალებით ნორა და მისი გუნდი ეძებდნენ დაკარგულ ჰან სოლოს და ძვლები მათ შეუერთდა მისიებში ირუდირუზე და კაშიიიკზე. იგი მონაწილეობდა აშმიდის სასახლის იმ ტყვეების გათავისუფლებაში, რომელთა შორის იყო ტემინის მამაც, ბრენტინ ლორ უექსლი. ძვლები პატრონს ეხმარებოდა შანდრილაზე შეტევის დროსაც და მასსა და ნორას ახლდა გრანდ-ადმირალ რეი სლოუნზე ნადირობისას.

ტემინის თხოვნით, დროიდი ნორას ჯაკუზე გაჰყვა, სადაც ქალი იმპერიული შრომის ბანაკიდან გადაარჩინა. ჯას ემარისთან კვლავ შეხვედრის შემდეგ დროიდი ქალებს გაჰყვა და მათთან ერთად კვლავ სლოუნს ეძებდა. ჯაკუს ბრძოლისას ძვლები, ნორასთან ერთად, სლოუნსა და ბრენტინს შეუერთდა, რათა მრჩეველ გალიუს რაქსის მიერ პლანეტის, მასთან ერთად კი ახალი რესპუბლიკის და იმპერიული ძალების განადგურების ჩანაფიქრისთვის ხელი შეეშალათ. ძვლები მოგვიანებით, ბრძოლისას, მოწყდა ნორას გუნდს და ტემინს შეუერთდა. მან ბიჭუნა რამდენიმე იმპერიული მოიერიშისგან გადაარჩინა, მაგრამ მოხვდა A-ფრთიანების ცეცხლში და განადგურდა.

გამოჩენები

შენიშვნები და სქოლიო

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.