ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

მიტრა სურიკი, მანდალორული ომების შემდგომ ცნობილი როგორც „განდევნილი ჯედაი“, იყო ადამიანი, ოსტატი ჯედაი. პადავანობისას არ შეასრულა ჯედაების უზენაესი საბჭოს მითითებები და გალაქტიკურ რესპუბლიკას ეხმარებოდა მანდალორელ ნეო ჯვაროსნებთან ბრძოლაში. მოიპოვა რა ამ კონფლიქტის პერიოდში რაინდ ჯედაის წოდება, წარჩინებით მსახურობდა ჯვაროსნების, რევანის და მალაკის მეთაურობით და საბოლოოდ, რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში გენერალი ჯედაის წოდებაც მიიღო. კონფლიქტის გვიანდელ ეტაპზე მონაწილეობდა მანდალორელთა დამარცხებაში, მაგრამ საბოლოო ბრძოლისას საკუთარი სადავო ქმედებების გამო მოწყდა ძალას. შემდგომში, ომში წასულებიდან, ის ერთადერთი ჯედაი იყო, რომელიც არ გაჰყვა ბნელ მხარეს და დაუბრუნდა ჯედაების საბჭოს, რათა დანაშაულებისთვის პასუხი ეგო. ჯედაების ორდენიდან განდევნის შემდეგ სხვადასხვა მიწაზე ათწლეულის განმავლობაში დახეტიალობდა, შემდეგ კი, ბნელი ომების დროს, ჯედაების პირველი წმენდისას, დაუბრუნდა რესპუბლიკას.

იცოდა რა სხვადასხვა იდუმალი ფრაქციის სამოქმედო გეგმის შესახებ, მიტრა მიმდინარე კონფლიქტში ჩაება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დართ ნიჰილუსის, დართ სიონის და დართ ტრეიასითების ტრიუმვირატის დამარცხებაში. ძალასთან აღდგენილი კავშირით გაიმარჯვა სით ლორდებზე და უმალვე დაიწყო დაკარგული ჯედაი რევანის ძიება. მან დაპატიმრებულ რევანს საბოლოოდ მიაგნო სითების იმპერიის დედაქალაქში, პლანეტა დრომუნდ-კაასზე, რომელიც, როგორც მიაჩნდათ, განადგურდა ათასი წლით ადრე. შემდგომში ისინი ერთად გაემართნენ რესპუბლიკაზე თავდასხმის მიზნებით სავსე სითი იმპერატორის მოსაკლავად. მან, რევანმა და ლორდმა სკორჯმა ძალები გააერთიანეს და თავს დაესხნენ იმპერატორს. თუმცა, სკორჯმა უღალატა მოკავშირეებს, სასიკვდილოდ დაჭრა რა სურიკი ზურგში. მიტრას დაღუპვის მიუხედავად რევანმა შეძლო იმპერატორის და მისი გეგმების შეფერხება.

სურიკი არ შეუერთდა ძალას, თუმცა მისი სული რევანს ეცხადებოდა და ეხმარებოდა სტაზისში გამოკეტვისას. ფიზიკური განადგურებიდან წლების შემდეგ ჯედაები, რომლებსაც იგი წვრთნიდა მოგზაურობისას, მონაწილეობდნენ ჯედაების ორდენის აღდგენაში, როდესაც უკანასკნელი თითქმის განადგურდა სითების მაქინაციების გამო. როდესაც სითმა იმპერატორმა სამი საუკუნის შემდეგ წამოიწყო დიდი ომი რესპუბლიკის წინააღმდეგ, სურიკის სულის მითითებით ოსტატმა ჯედაი ოტეგმა ტარალ V-ზე გააგზავნა რაზმი რევანის პატიმრობიდან გასათავისუფლებლად. სულმა რევანი დაითანხმა მიზნების შესრულებაზე და იმპერატორის განადგურებაში მონაწილეობაზე, თავად კი გაქრა და საბოლოოდ, ძალას შეუერთდა.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. Star Wars: Knights of the Old Republic II: The Sith Lords, საუბარი დილანთან დანტუინზე — განდევნილი იქ აღიზარდა, თუმცა მისი დაბადების ადგილი უცნობია
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 ძველი რესპუბლიკა: რევანი
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 Knights of the Old Republic: კამპანიის ცნობარი
  4. დროიდების ახალი ძირითადი ცნობარი: ინფრასტრუქტურის დაგეგმარების სისტემა არატექ G0-T0", კორპორაცია ცზერკას სერია HK-ის პროტოკოლური დროიდი", დუვანის მექანიკური ნაწარმის სერია T3-ის დამხმარე დროიდი"
  5. 5.0 5.1 ვარსკვლავური ომების სრული ენციკლოპედია, ტომი II („განდევნილი ჯედაი“)
  6. Star Wars Miniatures: ჯედაების აკადემია (განდევნილი ჯედაის ფიგურა)
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 7.7 7.8 Star Wars: Knights of the Old Republic II: The Sith Lords
  8. Star Wars: Knights of the Old Republic II: The Sith Lords: მიტრა დანტუინზე, აბანოზის ქორიდან გადმოსვლის შემდეგ დაკავებულია დამტვრეული პროტოკოლური დროიდის შეკეთებით. დროიდი მას უჩვენებს ჰოლოფილმს, რომელშიც ჩნდებიან ოსტატები ვანდარ ტოკარი და ვრუკ ლამარი. უკანასკნელი ახსენებს სურიკის მასწავლებელს.
  9. WizardsoftheCoast Star Wars Miniatures: Knights of the Old Republic, მაგალითი 5 (ორიგინალური სტატიის ბმული) Wizards.com-ზე (შიგთავსი ამჟამად მოძველებულია; არქივის ბმული)
  10. ვარსკვლავური ომების სრული ენციკლოპედია, იხ. მირა
  11. 11.0 11.1 Star Wars: Knights of the Old Republic
  12. Star Wars: The Old Republic
Advertisement