FANDOM


Premium-Eras-legendsPremium-Era-real

მკითხველის ილუსტრირებული ცნობარი არის მესამე თაობის ძირითადი ცნობარი[3], შედგენილი პაბლო ჰიდალგოს და გამოცემულ Del Rey-ს მიერ.

2010 წლის ივლისში სიუ როსტონიმ გამოაქვეყნა დაგეგმილი გამოცემის განახლებული სია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ წიგნი 2012 წლის 20 მარტს გამოიცემოდა. 2011 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ გამოცემა დაიგეგმა 21 აგვისტოს.[4] 19 მარტს Facebook-ზე გამოქვეყნდა ახალი თარიღი — 2 ოქტომბერი, ვინაიდან მხატვრებს უნდა დაესრულებინათ ილუსტრირება.[5]

Celebration V-ზე გამოაცხადეს, რომ წიგნში თავმოყრილი იქნებოდა ყველა გამოცემული რომანის, საბავშვო წიგნის თუ ნოველის შეჯამება, წარმოდგენილი სამყაროს შიდა მოვლენების ქრონოლოგიის მიხედვით, ისევე, როგორც კადრს მიღმა არსებული ინფორმაცია და ახალი ნახატები, კერძოდ — ბევრი მოყვარულის მიერ დიდი ხნის ნანატრი კელ ომასის გამოსახულება.

განსხვავებით ძირითადი ცნობარების წინა სერიის წიგნებისგან, მკითხველის ილუსტრირებული ცნობარი წარმოდგენილია სამყაროს გარე გადმოსახეიდან.[1]

შენიშვნები და სქოლიო

Community content is available under CC-BY-SA unless otherwise noted.