ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია
ეს სტატია აღწერს აღნიშნული თემის კანონიკურ ვერსიას.  დააწკაპუნეთ აქ, რათა მოხვდეთ ჰოლოპედიაში წარმოდგენილ თემის ლეგენდების ვერსიაზე. 
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სიკვდილის ვარსკვლავი.

ახლა კი იხილეტ ამ სრულიად აღჭურვილი და მოქმედი საბრძოლო სადგურის სიმძლავრე.
―იმპერატორი პალპატინი მიმართავს ლუკ სკაიუოკერს[6]

მობილური საბრძოლო სადგური სიკვდილის ვარსკვლავი სვ-2, იგივე სიკვდილის ვარსკვლავი II, სიკვდილის ვარსკვლავი, მოდელი 2 ან უბრალოდ მეორე სიკვდილის ვარსკვლავი, იყო ნაწილობრივ დასრულებული მთვარის მასშტაბის საბრძოლო სადგური, რომელიც გალაქტიკურმა იმპერიამ ააგო პირველი სიკვდილის ვარსკვლავის შემდგომი მოდელის სახით. წინამორბედზე უფრო დიდი და მძლავრი, ეს სიკვდილის ვარსკვლავი იგივე მიზანს ემსახურებოდა, რაც პირველი — აჯანყებულთა ალიანსთან გაერთიანებული პლანეტების და ვარსკვლავური სისტემების პლანეტის გამანადგურებელი სუპერლაზერის მეშვეობით დაშინებას. თუმცა, კიდევ ერთ მიზანს წარმოადგენდა აჯანყებულების იმ ბრძოლაში ჩათრევას, რომელიც, იმპერიის აზრით, მათ საბოლოოდ დაამხობდა. მართალია, ფუნქციურად და ვიზუალურად წინამორბედ სადგურთან მიახლოებული იყო, ტექნიკურად იგი უფრო სრულყოფილი ჩანდა — მაგალითად, იავინის ბრძოლის დროს განადგურებული ორმეტრიანი თერმული სავენტილაციო ღიობის სანაცვლოდ აღიჭურვა მილიონობით მილიმეტრიანი სითბოს გამფანტველი მილი

საიდუმლოდ აგებული ენდორიტყეებით დაფარული მთვარის ორბიტაზე, სიკვდილის ვარსკვლავი II უფრო დიდი იყო, ვიდრე 160 კილომეტრიანი წინა ვარიანტი და უფრო ეფექტურად აწყობილიც. მოთავსებული ენდორის ორბიტაზე, იგი დაცული იყო ამრეკლი ფარით, რომელსაც ქმნიდა სახმელეთო მართვის რეჟიმში მყოფი ფარის გენერატორი. სუპერლაზერული ტექნოლოგიის უპირატესობით, იგი იავინის ბრძოლიდან 4 წლის შემდეგ ძირითადად დასრულებული იყო, თუმცა სუპერსტრუქტურის ნაწილს კვლავ აშენებდნენ. მას შემდეგ, რაც იმპერიამ არასრული" მეორე სიკვდილის ვარსკვლავის ადგილმდებარეობა ბოთან ჯაშუშებს ფარულად გადასცა, ალიანსის ფლოტი ენდორზე გამოჩნდა, მაგრამ მათთვის მოულოდნელად, სუპერლაზერი სრულად მოქმედი აღმოჩნდა. შეტაკებისას აჯანყებულთა სახმელეთო ძალებმა გაანადგურეს ფარის გენერატორი, რომელიც სადგურს იცავდა, რამაც აჯანყებულთა ხომალდებს საშუალება მისცა, შეეღწიათ მის რეაქტორის ბირთვში და გაენადგურებინათ მეორე მოდელიც. ეს იმპერიისთვის მნიშვნელოვან დამარცხებას წარმოადგენდა, იმპერატორ შივ პალპატინის და შეგირდის, სით ლორდ დართ ვეიდერის დაღუპვასთან ერთად. ერთი წლის განმავლობაში დაშლილი იმპერია საბოლოოდ დანებდა და აღიარა აჯანყების მიერ ჩამოყალიბებული მთავრობა, ახალი რესპუბლიკა. სადგურის ნანგრევები ჩამოვარდა ოკეანეებით დაფარულ კეფ ბირზე.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 ვარსკვლავური ომები: განდგომილი ერთი: სიკვდილის ვარსკვლავის სასაჩუქრო წიგნი და ხის მოდელი
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 ვარსკვლავური ომები: აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ
  3. 3.0 3.1 Star Wars: Card Trader
  4. Star Wars: The Force Awakens Beginner Game
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 5.6 5.7 5.8 ვარსკვლავური ომები: სრული ადგილმდებარეობები
  6. 6.00 6.01 6.02 6.03 6.04 6.05 6.06 6.07 6.08 6.09 6.10 6.11 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი VI: ჯედაის დაბრუნება
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 7.6 7.7 7.8 7.9 სრული ვარსკვლავური ომები
  8. ვარსკვლავური ომების ვარსკვლავური გამანადგურებლების და სხვა ტრანსპორტის ენციკლოპედია
  9. ვარსკვლავური ომები: სკაიუოკერის აღზევება: ვიზუალური ლექსიკონი
  10. ვარსკვლავური ომები: გალაქტიკური ატლასი
  11. ვარსკვლავური ომების პერსონაჟების ენციკლოპედია: განახლებული და გაფართოებული
  12. Star Wars Battlefront II
Advertisement