მოდგმა არის კანონიკური რომანი, რომლის ავტორია კლაუდია გრეი. მასში საკუთარი წვლილი შეიტანა რაიან ჯონსონმა, უკანასკნელი ჯედაის რეჟისორმა.
წიგნის მოვლენები მიმდინარეობს ძალის გამოღვიძებამდე ექვსი წლით ადრე. მისი მთავარი პერსონაჟია პრინცესა ლეია ორგანა, რომელიც ახალი რესპუბლიკის გალაქტიკური სენატის წევრია. ლეია რამდენიმეჯერ ეჯახება რესპუბლიკისადმი ამა თუ იმ საფრთხეს.
რომანი გამოიცა 2016 წლის 3 მაისს, Del Rey-ს მიერ. 2017 წლის 31 იანვარს გამოვიდა მისი რბილყდიანი ვერსია. აგრეთვე გამოვიდა აუდიოვერსია.
Contents
შეჯამება გამომცემლობისგან[edit | edit source]
იხილეთ წინაააღმდეგობის დაბადება
როდესაც ამბოხებამ ენდორთან იმპერია დაამარცხა, ლეია ორგანას სწამდა, რომ ეს იქნებოდა მარადი მშვიდობის დასაწყისი. მაგრამ ახალი რესპუბლიკის სენატში ათეული წლების განმავლობაში სასტიკი ბრძოლისა და პარტიზანული ჩიხის შემდეგ ეს იმედი მხოლოდ შორეულ მოგონებად დარჩა.
ახლა პატივცემული სენატორი ლეია უნდა ებრძოლოს საფრთხეებს, რომლებიც ემუქრება ფორმირებაში მყოფ დემოკრატიას — როგორც შიგნიდან, ასევე გარედან. დამნაშავეთა სამყაროს მეფეები, ვერაგი პოლიტიკოსები და იმპერიის მომხრენი გალაქტიკაში ქაოსს თესავენ. სასოწარკვეთილნი, ზომების მიღების სურვილით, სენატორები პირველი სენატორის არჩევას ითხოვენ. მათ იმედი აქვთ, რომ ეს გავლენიანი თანამდებობა გახლეჩილ გალაქტიკაში ძლიერ ლიდერობას მოიტანს.
როგორც დართ ვეიდერის ქალიშვილი, ლეია უნდობლობით ეჯახება ნებისმიერის პერსპექტივას, ვინც ასეთ მაღალ თანამდებობას იკავებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ლეიას მომხრეები ამ სამუშაოს თავად სთავაზობენ. მაგრამ ახალმა მტერმა, შესაძლოა, ეს გზა ლეიასთვის ერთადერთ ვარიანტად აქციოს. გალაქტიკის ზღვარზე მატულობს იდუმალი საფრთხე....
სიუჟეტის შეჯამება[edit | edit source]
| ||
მედია[edit | edit source]
გამოცემები[edit | edit source]
- ISBN 9780345511362; 3 მაისი, 2016; Del Rey; აშშ, მაგარი ყდა[5]
- ISBN 9780425286784; 3 მაისი, 2016; Del Rey; Barnes & Noble-ის ექსკლუზიური გამოცემა[6]
- ISBN 9780425286739; 3 მაისი, 2016; Del Rey; ავტოგრაფიანი ვერსია[7]
- ISBN 9781101885253; 3 მაისი, 2016; Del Rey; აშშ, ელექტრონული წიგნი[3]
- ISBN 9781101885260; 31 იანვარი, 2017; Del Rey; აშშ, რბილი ყდა[4]
გარეკანების გალერეა[edit | edit source]
გამოჩენები[edit | edit source]
პერსონაჟები | არსებები | დროიდების მოდელები | მოვლენები | ადგილები |
ორგანიზაციები და წოდებები | გონიერი არსებები | ტრანსპორტი | იარაღები და ტექნოლოგია | სხვადასხვა |
პერსონაჟები (დაბრუნება ↑)
|
შენიშვნები და სქოლიო[edit | edit source]
- ↑ 1.0 1.1 1.2
Del Rey (@DelReyStarWars) Twitter-ზე: "მოხარულები ვართ, რომ @claudiagray ჩვენთვის #StarWars-ის რომანს წერს. ვო: ახალი რესპუბლიკა: მოდგმა გამოვა 2016 წელს. მოქმედება მიმდინარეობს ძალის გამოღვიძებამდე 6 წლით ადრე." (ეკრანის ანაბეჭდი)
- ↑
მოდგმა (ვარსკვლავური ომები) Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (შენახული ვერსიის ბმული) (მაგარი ყდა)
- ↑ 3.0 3.1
მოდგმა (ვარსკვლავური ომები) Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (შენახული ვერსიის ბმული) (ელექტრონული წიგნი)
- ↑ 4.0 4.1
მოდგმა (ვარსკვლავური ომები) Penguin Random House-ის ოფიციალურ საიტზე (შენახული ვერსიის ბმული) (რბილი ყდა)
- ↑
მოდგმა (ვარსკვლავური ომები) Amazon.com-ზე (შენახული ვერსიის ბმული) (მაგარი ყდა)
- ↑
ოდგმა (B&N-ის ექსკლუზიური გამოცემა) (ვარსკვლავური ომები) Barnes & Noble-ის ოფიციალურ საიტზე (შენახული ვერსიის ბმული)
- ↑ მოდგმა (ვარსკვლავური ომები) - კლაუდია გრეის ავტოგრაფით. Books-a-Million. არქივირებულია პირველწყაროდან, დრო: August 23, 2019. მოძიებულია: August 23, 2019.