ჰოლოპედია
Advertisement
ჰოლოპედია

მოიერიშეები წარმოადგენდნენ გალაქტიკური იმპერიის დამრტყმელ ძალებს. იმპერიის პოლიტიკის მოწინააღმდეგი გალაქტიკის მოსახლეები მათ ხშირად უწოდებდნენ ჩაფხუტთავიანებს, რაც იყო დამამცირებელი წოდება, რომელიც მათ მიენიჭათ ჩაფხუტების ჯამის მსგავსი ფორმის გამო. შავი უნიფორმის ზევიდან ემოსათ თეთრი აბჯარი, რომელიც, გარდა შთამბეჭდავი შესახედაობისა, გამოირჩეოდა ტემპერატურის მართვის და სიცოცხლის უზრუნველყოფის საშუალებებით. ამრიგად, მისი მფლობელი უსიამოვნო პირობებშიც თავისუფლად ცოცხლობდა, მიუხედავად იმისა, რომ აბჯარს ადვილად აზიანებდა გასროლა ბლასტერიდან. მოიერიშეთა კორპუსის, იმპერიული ჯარის დამოუკიდებელი ჯარის შემადგენლობაში შემავალი მოიერიშეები წარმოადგენდნენ იმპერიული შეიარაღებული ძალების ელიტურ მებრძოლებს, რომლებიც გაწვრთნეს მმართველი იერარქიისადმი დამორჩილების მიზნით. მოიერიშეებს წვთნიდნენ იმპერიულ აკადემიაში, კორუსანტსა და სხვა პლანეტებზე. ისინი მრავალ იარაღს იყენებდნენ, მაგალითად — ბლასტერულ შაშხანა E-11-ს და მძიმე ბლასტერულ შაშხანა DLT-19-ს.

ენდორის ბრძოლის შემდეგ იმპერია დაინგრა და ცალკე ნახლეჩებად მუშაობდნენ მოიერიშეები, რომელთა უნიფორმები არ შეცვლილა. ამიტომ, ისინი უფრო მეტად ჰგავდნენ დაქირავებული მკვლელების ბანდებს.. მათი დაჯგუფებების შემადგენლობაში ჩვეულებრივ მოიერიშეებთან ერთად შედიოდნენ სიკვდილის სამხედროები, დამწველი მოიერიშეები ან მზვერავი სამხედროები. მსგავსი დაჯგუფება იყო გადმონაშთი, რომელიც მოფ გიდეონს ექვემდებარებოდა.

გამოჩენები[]

არაკანონიკური გამოჩენები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

Red copyright.svgკომიქსის ეს გარეკანი დაცულია საავტორო უფლებებით. იგი განკუთვნილია მხოლოდ სტატიის ილუსტრირებისთვის. ამ სურათის გამოყენება არაკომერციულ პროექტ ჰოლოპედიაში ითვლება სამართლიან გამოყენებად ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით (მათ შორის აშშ-ის საავტორო უფლებების კანონით).
Advertisement