მოკ შაიზი იყო მამრობითი სქესის წარმომადგენელი, პლანეტა ტატუინის ქალაქ მოს-ესპას მერი[4], იავინის ბრძოლიდან 9 წელს.[5] მას შემდეგ, რაც ჯილდოზე მონადირე ბობა ფეტი ჰატ ჯაბას სასახლეს და კრიმინალურ იმპერიას დაეუფლა, შაიზმა თავისი მაჟორდომი მასთან გააგზავნა. მართალია, ფეტი და ფენეკ შენდი ფიქრობდნენ, რომ იგი მათ ძღვენს მიართმევდა, მაჟორდომი ორივეს უბრალოდ მიესალმა და ახალ კრიმინალურ ლორდს შეატყობინა, რომ მერი დაკავებული იყო სხვა საქმეებით და პირიქით, ითხოვდა მისდამი ძღვენის მირთმევას. ფეტმა ამაზე უარი თქვა, თუმცა მაჟორდომი უკან ცოცხალი გაუშვა. დამშვიდობებამდე მაჟორდომმა მას აგრეთვე უთხრა, რომ შაიზი ფეტის პასუხს სხვა მნიშვნელობით მიიღებდა, რაც ნიშნავდა, რომ მომავალში მათ შაიზისგან სხვა სტუმრები ეწვეოდნენ.[4] როდესაც მოგვიანებით ფეტს ქალაქში თავს დაესხნენ, იგი შაიზს ეწვია, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ მკვლელი მერმა მიუგზავნა, თუმცა მერმა იუარა და უარყო ეს ბრალდება.
გამოჩენები[]
- ბობა ფეტის წიგნი: საყმაწვილო რომანი
- ბობა ფეტის წიგნი — თავი 1: უცხო უცხოთა ქვეყანაში (მხოლოდ ხსენება) (პირველად ნახსენები როგორც მოკ შაიზი)
- ბობა ფეტის წიგნი — თავი 2: ტატუინის ტომები (პირველი გამოჩენა)
- ბობა ფეტის წიგნი — თავი 3: მოს-ესპას ქუჩები (მხოლოდ ხსენება)
- ბობა ფეტის წიგნი — თავი 4: ქარიშხლის დასაწყისი (მხოლოდ ხსენება)
- ბობა ფეტის წიგნი — თავი 6: უდაბნოდან მოდის უცხო (მხოლოდ ხსენება)
- ბობა ფეტის წიგნი — თავი 7: ღირსების სახელით
წყაროები[]
- ბობა ფეტის წიგნი | ოფიციალური ტრეილერი | Disney+ ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ გვერდზე (არქივის ბმული) (პირველი ხსენება)
- 6 აღსანიშნავი რამ ბობა ფეტის წიგნის რგოლიდან StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
- გზავნილი | ბობა ფეტის წიგნი | Disney+ ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ გვერდზე (არქივის ბმული)
- ხელისუფლება | ბობა ფეტის წიგნი | Disney+ ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ გვერდზე (არქივის ბმული)
- ჩამოსვლა | ბობა ფეტის წიგნი | Disney+ ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ გვერდზე (არქივის ბმული)
- იყო ბობა ფეტი | ბობა ფეტის წიგნი | Disney+ ვარსკვლავური ომების YouTube-ის ოფიციალურ გვერდზე (არქივის ბმული)
- ლეგენდა ბრუნდება - ბობა ფეტის წიგნი StarWars.com-ზე (არქივის ბმული)
შენიშვნები და სქოლიო[]
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ ბობა ფეტის წიგნის „აწმყოს“ სცენების მოვლენათა განვითარების დროა 9 იბშ. ამრიგად, მოკ შაიზი დაიღუპა ამავე წელს, ვინაიდან მისი დაღუპვა ნაჩვენებია ეპიზოდში თავი 7: ღირსების სახელით.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 ბობა ფეტის წიგნი — თავი 2: ტატუინის ტომები
- ↑ ბობა ფეტის წიგნი — თავი 3: მოს-ესპას ქუჩები
- ↑ 4.0 4.1 ბობა ფეტის წიგნი — თავი 1: უცხო უცხოთა ქვეყანაში
- ↑ ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ ეპიზოდებში თავი 1: მანდალორელი და თავი 16: გადარჩენა მოვლენათა განვითარების დროა 9 იბშ. ამრიგად, ეპიზოდებში 1–16 მოვლენათა განვითარების დრო ასევე არის 9 იბშ. ვინაიდან ბობა ფეტის წიგნი მანდალორელის მეთექვსმეტე ეპიზოდის შემდეგ შემდეგ განვითარებულ მოვლენებს აღწევს, მისი მოვლენების განვითარების დროც არის 9 იბშ.