ჰოლოპედია

მასალა ხელმისაწვდომია ლიცენზიით CC-BY-SA, გარდა ცალკე აღნიშნულისა.

READ MORE

ჰოლოპედია
ჰოლოპედია

OnACanonArticle

მოკ შაიზი იყო მამრობითი სქესის წარმომადგენელი, პლანეტა ტატუინის ქალაქ მოს-ესპას მერი[4], იავინის ბრძოლიდან 9 წელს.[5] მას შემდეგ, რაც ჯილდოზე მონადირე ბობა ფეტი ჰატ ჯაბას სასახლეს და კრიმინალურ იმპერიას დაეუფლა, შაიზმა თავისი მაჟორდომი მასთან გააგზავნა. მართალია, ფეტი და ფენეკ შენდი ფიქრობდნენ, რომ იგი მათ ძღვენს მიართმევდა, მაჟორდომი ორივეს უბრალოდ მიესალმა და ახალ კრიმინალურ ლორდს შეატყობინა, რომ მერი დაკავებული იყო სხვა საქმეებით და პირიქით, ითხოვდა მისდამი ძღვენის მირთმევას. ფეტმა ამაზე უარი თქვა, თუმცა მაჟორდომი უკან ცოცხალი გაუშვა. დამშვიდობებამდე მაჟორდომმა მას აგრეთვე უთხრა, რომ შაიზი ფეტის პასუხს სხვა მნიშვნელობით მიიღებდა, რაც ნიშნავდა, რომ მომავალში მათ შაიზისგან სხვა სტუმრები ეწვეოდნენ.[4] როდესაც მოგვიანებით ფეტს ქალაქში თავს დაესხნენ, იგი შაიზს ეწვია, ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ მკვლელი მერმა მიუგზავნა, თუმცა მერმა იუარა და უარყო ეს ბრალდება.

გამოჩენები[]

წყაროები[]

შენიშვნები და სქოლიო[]

  1. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ ბობა ფეტის წიგნის "აწმყოს" სცენების მოვლენათა განვითარების დროა 9 იბშ. ამრიგად, მოკ შაიზი დაიღუპა ამავე წელს, ვინაიდან მისი დაღუპვა ნაჩვენებია ეპიზოდში "თავი 7: ღირსების სახელით".
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 The Book of Boba Fett logo ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 2: ტატუინის ტომები"
  3. The Book of Boba Fett logo ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 3: მოს-ესპას ქუჩები"
  4. 4.0 4.1 The Book of Boba Fett logo ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი — "თავი 1: უცხო უცხო მხარეში"
  5. ვარსკვლავური ომები: ქრონოლოგიები უთითებს, რომ ეპიზოდებში "თავი 1: მანდალორელი" და "თავი 16: გადარჩენა" მოვლენათა განვითარების დროა 9 იბშ. ამრიგად, ეპიზოდებში 1–16 მოვლენათა განვითარების დრო ასევე არის 9 იბშ. ვინაიდან ვარსკვლავური ომები: ბობა ფეტის წიგნი მანდალორელის მეთექვსმეტე ეპიზოდის შემდეგ შემდეგ განვითარებულ მოვლენებს აღწევს, მისი მოვლენების განვითარების დროც არის 9 იბშ.