მოლი იყო დათომირელი ზაბრაკი, სითი ლორდი, რომელიც შემდგომში კრიმინალურ ლორდად იქცა. იგი ცხოვრობდა გალაქტიკური რესპუბლიკის არსებობის უკანასკნელ პერიოდში და გალაქტიკური იმპერიის დროს. მოლი, რომლის დედა იყო ღამის დების წევრი ტალზინი, დართ სიდიუსის შეგირდი გახდა და მიიღო სახელი დართ მოლი. სწორედ მოლის ქმედებების გამო ჯედაების ორდენისთვის ცნობილი გახდა სითების კვლავ არსებობის შესახებ. მართალია, ობი-ვან კენობიმ იგი ორად გაკვეთა, მოლი გადარჩა და, კიბერნეტიკულად მხარდაჭერილმა, იცოცხლა ათ წელიწადზე მეტი, სანამ მას კლონთა ომების პერიოდში არ მიაგნო უმცროსმა ძმამ, სავაჟ ოპრესმა.
ძმის დახმარებით მოლმა გადაწყვიტა კენობიზეც და სითებზეც შურისძიება. მან შეკრიბა დანაშაულებრივი ალიანსი, რომელშიც შედიოდნენ პაიკების სინდიკატი, ჰატების კლანი, შავი მზე და მანდალორული სიკვდილის მზირები. ჩრდილების კოლექტივმა, რომელსაც მოლი მართავდა, მანდალორის კონტროლის ქვეშ აიღო და მოკლა ჰერცოგინია სატინ კრიზი, კენობის ძველი ნაცნობი და საყვარელი. სიდიუსმა დაატყვევა მოლი და გამოიყენა იგი მზაკვრული გეგმისას, გაენადგურებინა დედა ტალზინი და ბოლო მოეღო საშიშროებისთვის, რომელსაც მისი არსებობა უქადდა გალაქტიკაში იმპერიული რეჟიმის გამეფებას. მოლი მანდალორზე დაბრუნდა სიკვდილის მზირების მიერ გადარჩენის შემდგომ, თუმცა იგი დაამხეს ასოკა ტანომ და რესპუბლიკის დიდმა არმიამ.
იმპერიის ზეობისას მოლმა განაგრძო დანაშაულებრივი საქმიანობა როგორც ალისფერი გარიჟრაჟის მეთაურმა. მოგვიანებით იგი მოხვდა მალაქორზე, სადაც იმედოვნებდა, რომ იპოვნიდა სითების ტაძარში დამალულ საიდუმლო ზეიარაღს და სითების არსებობას დაასრულებდა. მის გეგმებში ჩაერია ორი ჯედაი — კენან ჯარუსი და ეზრა ბრიჯერი (უკანასკნელზე მოლი იმედებს ამყარებდა და სურდა მისი თავის შეგირდად მომზადება). მალაქორიდან გაქცევის შემდგომ მოლი კვლავ ცდილობდა ბრიჯერის ძალის ბნელ მხარეს მოქცევას, თუმცა მალევე შეიტყო, რომ კენობი კვლავ ცოცხალი იყო. მან ჯედაი ტატუინზე იპოვა. კენობიმ კვლავ დაამარცხა დუელში და მოლი მის ხელთ აღესრულა, შეიტყო რა, რომ ობი-ვან იცავდა ლუკ სკაიუოკერს. ამიტომ, აღსასრულამდე მან შვება იგრძნო, იმედი ჰქონდა რა, რომ სითების მმართველობა საბოლოოდ დასრულდებოდა.
გამოჩენები
- მასწავლებელი და შეგირდი (მხოლოდ ირიბი ხსენება)
- დართ მოლი 1
- "დართ მოლი და რათტარები"—გალაქტიკური თავგადასავლების მოთხრობების კოლექცია
- დართ მოლი 2
- დართ მოლი 3
- დართ მოლი 4
- დართ მოლი 5
- რესპუბლიკის ეპოქა: დართ მოლი 1
- ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული საფრთხე (პირველი გამოჩენა)
- ფარული საფრთხე, Golden Book
- ფარული საფრთხე: წიგნი და CD
- Star Wars Journeys: The Phantom Menace
- ვარსკვლავური ომები: წინაისტორიის ტრილოგია: გრაფიკული რომანი
- Star Wars Journeys: Beginnings
- Star Wars: Galactic Defense
- Star Wars: Galaxy of Heroes
- Star Wars: Force Arena
- Star Wars Battlefront II
- "ზონდის პრობლემა"—დართ მოლი 1 (2017)
- რესპუბლიკის ეპოქა: ობი-ვან კენობი 1 (მოგონებებიდან)
- ობი-ვანი და ანაკინი 1 (ჰოლოგრამა წარსულის სცენებში)
- რესპუბლიკის ეპოქა: გრაფი დუკუ 1 (წარმოსახვაში)
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – "ურჩხული" (მხოლოდ ხსენება)
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – "ნისლის ალქაჯები" (ჩნდება ბროლის ბურთულაში)
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – "ძმები"
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – "შურისძიება"
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – "აღორძინება"
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – "ამაღლება"
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – "ფარული მოტივები"
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – "უკანონობა"
- დართ მოლი — დათომირის ძე 1
- დართ მოლი — დათომირის ძე 2
- დართ მოლი — დათომირის ძე 3
- დართ მოლი — დათომირის ძე 4
- კლონთა ომები: მეშვიდე სეზონი
- დართ ვეიდერი: სითების ბნელი ლორდი 14 (მხოლოდ ხსენება) (აურებეშული ტექსტით)
- ასოკა (მოგონებებიდან)
- სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)
- სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი: გაფართოებული გამოცემა (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)
- სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი — ადაპტაცია 3 (მხოლოდ ირიბი ხსენება)
- სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი — ადაპტაცია 5 (მხოლოდ ირიბი ხსენება)
- სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი — ადაპტაცია 7 (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)
- ვარსკვლავური ომები 15 (მხოლოდ ხსენება)
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები – "შეგირდის ბინდი"
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები – "ბედის ჰოლოკრონები"
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები – "ხილვები და ხმები"
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები – "ბნელი მახვილის გამოცდები" (მხოლოდ ხსენება)
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები – "მანდალორის მემკვიდრეობა" (მხოლოდ ხსენება)
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები – "ორი მზე"
- ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები: დაბრუნება ვეიდერის სასახლეში 1 (ჩნდება ჰოლოგრამის სახით)
- "სიკვდილის ჟამი"—გარკვეული თვალთახედვიდან (მხოლოდ ხსენება)
- გარკვეული თვალთახედვიდან, აუდიოწიგნი (მხოლოდ ხსენება)
- დართ ვეიდერი 20 (მხოლოდ ხსენება)
- ჯედაის დაბრუნება: უფრთხილდი ბნელი მხარის ძალას! (მხოლოდ ხსენება)
- დამსხვრეული იმპერია 3 (ლეია ორგანას ხილვაში)
— ვარსკვლავური ომები: თავგადასავლები Ashcan (მოგონებებიდან)
- "უილები"—გარკვეული თვალთახედვიდან (მხოლოდ ხსენება)
Star Wars: Galaxy's Edge – დოკ-ონდარის ანტიკვარიატის ბუნაგი (ქანდაკება)
არაკანონიკური გამოჩენები
- უილიამ შექსპირის ფარული საფრთხე: ვარსკვლავური ომები, ნაწილი პირველი
- Disney Infinity 3.0
- ჯედაების წვრთნის აკადემია
LEGO-ს ვარსკვლავური ომები: თქმულებები დროიდებზე – "გზა ენდორიდან" (მოგონებებიდან)
- LEGO-ს ვარსკვლავური ომები: დროიდების თქმულებები, ეპიზოდები I-III (მოგონებებიდან)
- LEGO Star Wars: The Force Awakens
- LEGO Star Wars: The Skywalker Saga
შენიშვნები და სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5
დართ მოლი Encyclopedia-ში (ბმული ამჟამად არ მოქმედებს; შენახული ვერსია)
- ↑ "ორი მზის" მოვლენები მიმდინარეობს სრულმეტრაჟიანი ფილმის ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები: ნაბიჯები წყვდიადში შემდეგ. ეს უკანასკნელი არის პირველი ცნობილი ეპიზოდი, რომლის მოქმედება იავინის ბრძოლამდე მეორე წელს მიმდინარეობს. შეგვიძლია გამოვითვალოთ, რომ ეს მოვლენაც მიმდინარეობს იავინის ბრძოლამდე მეორე წელს.
- ↑
ვარსკვლავური ომები: აჯანყებულები – "ორი მზე"
- ↑
დათომირი Encyclopedia-ში (ბმული ამჟამად არ მოქმედებს; შენახული ვერსია)
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 ვარსკვლავური ომები, ეპიზოდი I: ფარული საფრთხე
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – "ძმები"
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – "შურისძიება"
- ↑ დართ მოლი 2
- ↑ 9.0 9.1
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – "ამაღლება"
- ↑ სოლო: ვარსკვლავური ომების ამბავი
- ↑
ვარსკვლავური ომები: კლონთა ომები – "აღორძინება"